უკრაინელებმა ყირიმის ხიდის საყრდენები დანაღმეს – ხიდი ავარიულ მდგომარეობაშია

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, СБУ-მ,  ახალი, უნიკალური სპეცოპერაცია ჩაატარა და მესამედ დაარტყა ყირიმის ხიდს – ამჯერად წყალქვეშ.

ოპერაცია რამდენიმე თვის განმავლობაში იგეგმებოდა. СБУ-ს აგენტებმა დანაღმეს ამ ობიექტის საყრდენი კონსტრუქციები და დღეს, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის გარეშე, დილის 4:44 საათზე, პირველი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. საყრდენების წყალქვეშა ნაწილი ძლიერად დაზიანდა ფსკერის დონეზე — ამას ხელი შეუწყო 1100 კგ ტროტილის ეკვივალენტში არსებული ასაფეთქებელი მასალის დეტონაციამ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ოპერაციას პირადად აკონტროლებდა და კოორდინაციას უწევდა გენერალ-ლეიტენანტი ვასილ მალიუკი, უწყების ხელმძღვანელი.

“ღმერთი სამობით არის, ხოლო СБУ-ს ჩანაფიქრი ყოველთვის მიჰყავს ბოლომდე და არასდროს იმეორებს.

აქამდე, 2022 და 2023 წელს ყირიმის ხიდი ორჯერ ავაფეთქეთ. ეს ტრადიცია დღესაც გავაგრძელეთ, უკვე წყალქვეშ.

რუსეთის ფედერაციის არალეგალურ ობიექტებს არ აქვთ ადგილი ჩვენს ტერიტორიაზე.
ამიტომ ყირიმის ხიდი აბსოლუტურად ლეგიტიმური სამიზნეა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა მტერი მას იყენებდა თავისი ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფისთვის.

ყირიმი – ეს უკრაინაა და ოკუპაციის ნებისმიერი გამოვლინება მკაცრ პასუხს მიიღებს.” – ამბობს ვასილი მალიუკი.