აბასთუმნის მაგალითმა წარმოაჩინა, როგორ იყენებს ბიძინა ივანიშვილი სახელმწიფო ინსტიტუციებს – TI

ბიძინა ივანიშვილი მთელ რიგ სახელმწიფო ინსტიტუტებს იმ გარემოს გასაუმჯობესებლად იყენებს, სადაც საკუთარ ბიზნესპროექტებს ახორციელებს, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” კვლევაში საუბრობს.

ბიძინა ივანიშვილი აბასთუმნით  2018 წლის აგვისტოში დაინტერესდა, როცა ის მმართველი პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე იყო. ივანიშვილმა  განაცხადა, რომ “აბასთუმანი უნდა გახდეს ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრი მსოფლიოში” და ამის შემდეგ,  კურორტი პრიორიტეტული გახდა სახელმწიფოსთვის.  “Საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” კვლევამ აბასთუმნის მაგალითზე წარმოაჩინა, თუ როგორ იყენებს ბიძინა ივანიშვილი მთელ რიგ სახელმწიფო ინსტიტუციებს იმ გარემოს გასაუმჯობესებლად, სადაც საკუთარ ბიზნესპროექტებს ახორციელებს და როგორ სწრაფად და ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე წარმართავს სახელმწიფო მნიშვნელოვან საბიუჯეტო რესურსებს საამისოდ.

Ბოლო 4 წელიწადში სახელმწიფომ აბასთუმანში 20-ჯერ მეტი მიწა გაყიდა, ვიდრე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან პირველ 6 წელიწადში. პრივატიზებული ფართობის 91,7% „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულმა სუბიექტებმა იყიდეს, 81.1% კი – პირადად ბიძინა ივანიშვილმა და მასთან დაკავშირებულმა პირებმა.

მთავრობამ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აბასთუმანში მას შემდეგ დაიწყო, რაც კურორტით საკუთარი ეკონომიკური დაინტერესება ბიძინა ივანიშვილმა გამოხატა. 2018 წლის აგვისტოდან დღემდე  6-მა საჯარო უწყებამ აბასთუმნის განვითარებისთვის დახარჯა 249,920,551 ლარი, თითქმის 14-ჯერ მეტი, ვიდრე 2012-2018 წლებში.  ამ თანხის 83.1% „ქართული ოცნების“ შემომწირველებთან დაკავშირებულმა  კომპანიებმა მიიღეს. მათ, სხვადასხვა დროს, მმართველი პარტიის ანგარიშზე  1,276,000  ლარი აქვთ შეტანილი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ 2012 წლიდან დღემდე აბასთუმანში პრივატიზებული ქონება და 6 სახელმწიფო უწყების – მუნიციპალური განვითარების ფონდის, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული  სააგენტოს, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და  საავტომობილო გზების დეპარტამენტის – სახელმწიფო შესყიდვები შეისწავლა. ჩვენ სახელმწიფო შესყიდვების იმ ხელშეკრულებებით ვიხელმძღვანელეთ, რომლებშიც თანხა კონკრეტულად აბასთუმნისთვის იყო გაწერილი. შესაბამისად, კვლევაში ვერ მოხვდებოდა ის შესყიდვები, რომლებიც საერთო საჭიროებისთვის გაფორმდა, თუმცა, კონკრეტული ლოკაცია  არ იყო მითითებული. 

ძირითადი მიგნებები

  • 2012 წლიდან 2021 წლის ჩათვლით, აბასთუმანში სახელმწიფომ  67,790 კვ.მ. მიწა გაყიდა. ეს ფართობი ჯამში 26 სუბიექტმა შეიძინა  8,693,501 ლარად. გაყიდული ფართის  95,3% – 64,649 კვ.მ. ბოლო 4 წელიწადში 18 სუბიექტზე გასხვისდა. ჯამში, მათ 8,392,301 ლარი გადაიხადეს.
  • 18 სუბიექტიდან, რომლებმაც 2018 წლის აგვისტოდან შეიძინეს მიწა აბასთუმანში,  14  „ქართულ ოცნებასთან“ არის დაკავშირებული. მათ ჯამში 59,276 კვ.მ. ფართობი 7,490,400 ლარად იყიდეს[1]. აქედან, 9 სუბიექტი უშუალოდ ბიძინა ივანიშვილთან არის დაკავშირებული –  მათ ჯამში, 52,443 კვ.მ. მიწა  6,417,200 ლარად შეიძინეს.
  • 2012-2022 წლებში, 6-მა სახელმწიფო უწყებამ, აბასთუმანში, როგორც კურორტზე ასევე, სოფელში, ჯამში, 177 სახელმწიფო შესყიდვა გამოაცხადა და მათზე  267,490,306 ლარი დახარჯა. ამ თანხის 93.4% –  249,920,551 ლარი 2018 წლის აგვისტოდან დღემდე დაიხარჯა, ანუ მას შემდეგ, რაც აბასთუმნით ბიძინა ივანიშვილი  დაინტერესდა.
  • 2018-2022 წლებში აბასთუმანში სახელმწიფო შესყიდვებით გახარჯული თანხის 83,1% –  207,720,451 ლარი „ქართული ოცნების“ შემომწირველებთან დაკავშირებულმა  კომპანიებმა მიიღეს. მათ, სხვადასხვა დროს მმართველ პარტიას  1,276,000  ლარი შეწირეს.
  • 2018 წლის აგვისტოდან დღემდე აბასთუმანში განხორციელებული საჯარო შესყიდვებიდან 145,101,148 ლარი, ანუ მთლიანად გახარჯული თანხის 58,1%, “ქართული ოცნების” შემომწირველებთან დაკავშირებულმა  კომპანიებმა უკონკურენტოდ და სხვა პრეტენდენტების დისკვალიფიკაციის ხარჯზე მიიღეს.
  • მმართველი პარტიის შემომწირველებთან დაკავშირებული  კომპანიებიდან აბასთუმნის ტენდერებში ყველაზე მეტი თანხა შპს „არალმა“ და შპს „ჯეუ გრუპმა“ მიიღეს, ჯამში – 140,492,444 ლარი.
  • 2018-2022 წლებში, ყველაზე მეტი თანხა – 150,968,119 ლარი, 16 შესყიდვით საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამოყო.  ყველაზე ნაკლები კი – 126,697 ლარი 2 შესყიდვით – კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ.
  • ყველა უწყებამ, გარდა ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიისა, ბოლო ოთხწელიწადნახევარში იმაზე მეტი დახარჯა, ვიდრე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან პირველ 6 წელიწადში.
  • 2012 წლიდან 2018 წლის აგვისტომდე 5 სახელმწიფო უწყებას სულ 110 სახელმწიფო შესყიდვით 17,569,755 ლარი ჰქონდა დახარჯული. აქედან, 15 სახელმწიფო შესყიდვის  7,302,165 ლარის ჯამური ღირებულების კონტრაქტები „ქართული ოცნების“ შემწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა  მიიღეს. მათ მმართველ პარტიას, სხვადასხვა დროს ჯამში 220 000 ლარი შეწირეს.

 

რატომ მოიცალა ომში მყოფი სახელმწიფოს მეთაურმა ამისთვის, არ ვიცი – სარჯველაძე ზელენსკის განცხადებაზე

"რატომ მოიცალა ომში მყოფი სახელმწიფოს მეთაურმა ამისთვის, არ ვიცი "- ასე ეხმაურება პარლამენტის ადამიანის...

არავინ უნდა იფიქროს, ომი რუსეთის მიერ ოკუპირებული ყველა ტერიტორიის დატოვების გარეშე შეიძლება გადაწყდეს” –...

"არავინ უნდა იფიქროს, ომი რუსეთის მიერ ოკუპირებული ყველა ტერიტორიის დატოვების გარეშე შეიძლება გადაწყდეს" -...

კარასინი–აბაშიძის სკანდალური ჩანაწერი–საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან საიდუმლოდ თანამშრომლობს

“კიბერკმარამ“გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომელშიც გრიგორი კარასინი და ზურაბ აბაშიძე რუსეთ საქართველოს დამაკავშირებელი ახალი გზის პროექტზე...

ჩამოყალიბდება ახალი, მოდერნიზირებული და პროდუქტიული პარტიული სტრუქტურა – ენმ

"ჩამოყალიბდება ახალი, მოდერნიზირებული და პროდუქტიული პარტიული სტრუქტურა" - ერთიანი ნაციონალური მოძრაობაპარტიაში ჩატარებულ თავმჯდომარის არჩევნებთან და...

რუსები ხერსონს უკრაინის ჯარების შესაძლო კონტრშეტევის შეკავების მიზნით ბომბავენ – ბრიტანეთის დაზვერვა

რუსები ხერსონს უკრაინის ჯარების შესაძლო კონტრშეტევის შეკავების მიზნით ბომბავენ.ამის შესახებ ბრიტანეთის დაზვერვის ყოველდღიურ მიმოხილვაშია...

ზელენსკი – საქართველო, მისი ხელმძღვანელობა – ვისკენ არიან ისინი დღეს?ნეიტრალურები არიან თუ რუსეთისკენ?

საქართველო, მისი ხელმძღვანელობა - ვისკენ არიან ისინი დღეს?, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ...

გუშინ რუსებმა დონეცკის ოლქში 4 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს – კირილენკო

"რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას კლავს! 31 იანვარს, რუსებმა დონეცკის ოლქში 4 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს: 2...

უკრაინისთვის იარაღის მიწოდება გადაუდებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია – ერმაკი

"რუსეთი აგრძელებს აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ და კრემლი ცდილობს შური იძიოს ბრძოლის თითქმის ერთი...

კოკაინი, ჯადოქარი, სამეფო ოჯახის კულუარები და ძმების ხელჩართული ჩხუბი –სენსაციური ეპიზოდები პრინცი ჰარის მემუარებიდან

პრინცი ჰარის ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი მემუარები   "სათადარიგო" სამეფო ოჯახის წევრების მიმართ   სენსაციურ განცხადებებს და ბრალდებებს შეიცავს, დაწყებული კოკაინისა და მარიხუანას მოხმარებიდან თავად ჰარის მიერ,სკოლის...

შოტლანდიელი მეცნიერები: დღეში 2 ლიტრი წყლის დალევის რეკომენდაცია შეცდომა იყო

შოტლანდიის აბერდინის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რეკომენდაცია დღეში ორი ლიტრი წყლის მიღების შესახებ შეიძლება გადაჭარბებული იყოს. შოტლანდიელი მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ადამიანი  სითხის დღიური ნორმის დაახლოებით...

ბრიუს უილისის მდგომარეობა თანდათან მძიმდება

67 წლის ამერიკელი მსახიობი ბრიუს უილისი, რომელსაც აფაზიის დიაგნოზი აქვს დღეებს მოსიყვარულე ოჯახთან ერთად ატარებს. მისმა 44 წლის მეუღლემ ემა ჰემინგმა Instagram-ზე გამომწერებს აჩვენა,...