აბსურდია იმის თქმა, რომ აშშ-ს სურს საქართველოს ომში ჩართვა.ვინც ამას ამბობს, კრემლის პროპაგანდას იმეორებს-დევიდ კრამერი

რუსული პროპაგანდა ცდილობს შეერთებული შტატები და ევროპა დაადანაშაულოს. რა თქმა უნდა, აბსურდია იმის თქმა, რომ შეერთებულ შტატებს სურს საქართველოს ომში ჩართვა. საქართველოს უკვე ჰქონდა ომი, მას კიდევ ერთი ომი არ სჭირდება, – ამის შესახებ საერთაშორისო კონფერენციის „დიდება უკრაინას” ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის გლობალური პოლიტიკის დირექტორმა, დევიდ კრამერმა სოფელ ოძისში, საოკუპაციო გამყოფ ხაზთან განაცხადა.

„ვფიქრობ, ჩვენ ვნახეთ ქართველი ხალხის მიერ უკრაინის მიმართ გამოხატული სოლიდარობა. ჩვენ ვნახეთ ათასობით ქართველი უკრაინის მხარდასაჭერად ქუჩაში გამოსული. ვფიქრობ, იყო გარკვეული შეშფოთება მთავრობის დონეზე, მაგრამ აბსოლუტურად სასაცილოა ვინმესთვის იმის მტკიცება, რომ შეერთებულ შტატებს საქართველოს ომში ჩათრევა სურს. ვინც ამას ამბობს, კრემლის პროპაგანდას იმეორებს“, – დასძინა კრამერმა.

ამასთან, ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის გლობალური პოლიტიკის დირექტორმა აღნიშნა, რომ დეოლიგარქიზაცია ევროკავშირის რეკომენდაციებში ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ნებისმიერი სხვა. მანვე დასძინა, რომ წარსულშიც გამოხატა თავისი შეხედულებები ამ კუთხით არსებულ პრობლემებზე და რომ მისი შეხედულებები არ შეცვლილა. კრამერი ფიქრობს, რომ დეოლიგარქიზაცია არის საკითხი, რომელსაც სერიოზულად უნდა მოეკიდონ. მანვე იმედი გამოთქვა, რომ „სხვა საკითხებთან ერთად, ჩვენ დავინახავთ, რომ საქართველო მიუახლოვდება კანდიდატის სტატუსს და შემდეგ, იმედია, ევროკავშირის წევრობას“.

„ვფიქრობ, რომ საქართველო სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, მაგრამ გამოწვევებს შორის ერთ-ერთი მათგანი არ არის ქართველი ხალხის მხარდაჭერა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მიმართ. ასე რომ, ქვეყანა, ვფიქრობ, სწორ ადგილას არის. ვფიქრობ, არის ნაბიჯები, რაც მთავრობამ უნდა გადადგას. იმედი მაქვს, ისინი გადადგამენ ნაბიჯებს, რათა საქართველომ გააგრძელოს ეს გზა ატლანტიკური ინსტიტუტებისკენ. იმედი მაქვს, ევროკავშირის პოზიცია არის გამოღვიძების ზარი იმის შესახებ, რაც აქ უნდა გაკეთდეს. ვფიქრობ, ევროკავშირის გეგმის ყოველი ნაბიჯი მნიშვნელოვანია. ეს არ არის მენიუ, რომ ამოარჩიო. ევროკავშირის ყველა რეკომენდაცია გათვალისწინებულ უნდა იქნას“, – განაცხადა კრამერმა.

3 ოქტომბრიდან ნორვეგია რუსულნომრიან მანქანებს ქვეყანაში არ შეუშვებს

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომის საპასუხოდ ნორვეგია აძლიერებს რუსეთის წინააღმდეგ შემზღუდავ ზომებს და...

რუსეთმა შავ ზღვაში რაკეტმზიდი ხომალდების რაოდენობა გაზარდა – უკრაინის სარდლობა

"რუსეთმა შავ ზღვაში რაკეტმზიდი ხომალდების რაოდენობა გაზარდა" - შესაბამის ინფორმაციას, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის...

უკრაინას არ შეუცვლია თავისი ტერიტორიის საზღვრები! – უკრაინა ორბანს პასუხობს

"უკრაინას არ შეუცვლია თავისი ტერიტორიის საზღვრები! " - ასე პასუხობს, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო...

სუს-მა პრევენციისთვის გააკეთა განცხადება – ირაკლი ზარქუა

"რადიკალები ემზადებიან რევოლუციური სცენარისთვის. მათ ჰქონდათ არაერთი მცდელობა, უბრალოდ არ გამოვიდა, ხალხი არ აყვა....

სანამ ომი არ დასრულდება, არარეალისტურია! – ორბანი უკრაინის EU-ში მიღებაზე

"ამ შემოდგომას, როდესაც ჩვენ დავიწყებთ უკრაინის მომავალზე საუბარს ბრიუსელში, ჩვენ თავს ვერ ავარიდებთ კითხვას...

უკრაინა ევროკავშირს მომავალი ორი წლის განმავლობაში შეუერთდება – შმიგალი

"ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უკრაინა ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდეს. ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს....

ღარიბაშვილი ამბობს, რომ მომავალი წლიდან პენსიები გაიზრდება

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ  2024 წლის ბიუჯეტით პენსიების ზრდაა გათვალისწინებული. მისი თქმით, 70 წლის...

“გადატრიალების საქმეზე” სუს-ში სერბეთის მოქალაქეები დაიბარეს

"გადატრიალების საქმეზე" საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სერბეთის მოქალაქეები დაიბარეს. აღნიშნული პირები ორგანიზაცია კანვასის წევრები...

მეცნიერები: დედამიწა 250 მილიონი წლის შემდეგ საცხოვრებლად უვარგისი გახდება

როგორც ჩანს, კაცობრიობას კიდევ ერთი მიზეზი გამოუჩნდა, რომ სწრაფად მოძებნოს პლანეტა დაკვირვებად სამყაროში, რომელიც შესაფერისია განსახლებისთვის და იქამდე მისაღწევად რაიმე გზა შეიმუშაოს, რადგან დრო...

სალმონელოზის შემთხვევების გამო დაგროვილ კითხვებს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი პასუხობს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს სალმონელოზის შესახებ, რომელიც ნიკორა ტრეიდის პროდუქციაში აღმოჩნდა და 8 ადამიანის ინტოქსიკაცია გამოიწვია. “ნიკორასთან დაკავშირებული სალმონელოზის შემთხვევების გამო ბევრი შეკითხვაა...

სოფი ლორენს სასწრაფო ოპერაცია დაჭირდა

იტალიელმა მსახიობმა სოფია ლორენმა შვეიცარიაში, საკუთარ სახლში, აბაზანაში დაცემის შემდეგ გადაუდებელი ოპერაცია გაიკეთა. 89 წლის მსახიობს ბარძაყის ძვლის რამდენიმე სერიოზული მოტეხილობა აქვს– განუცხადა მისმა იმპრესარიომ...