მზია ამაღლობელის ადვოკატის, მაია მწარიაშვილი აცხადებს, რომ დღეს პროცესზე მხოლოდ ერთი მოწმე გამოიკითხა ხოლო დანარჩენები კი პროკურატურამ ჩახსნა.
“პასუხი ადვილია, რატომაც მოხსნა ბრალდებამ ეს მოწმეები – ბრალდება დაიღალა პოლიციელების მეცადინეობით, დაიღალა, რომ ამათი ჩვენებები არ ემთხვევა ერთმანეთს” ერთი ერთს ამბობს, მეორე მეორეს და დაიღალა იმით, რომ ეს მოწმეები სულ არიან ნიღბიანები და დაიღალა ჩვენი კითხვებით, რომ შენ რომ ხარ ამ ნიღბის ქვეშ რით დასტურდება რომ შენ ეს ხარ და არა სხვა”, – თქვა მწარიაშვილმა ჟურნალისტებთან.
დღევანდელ პროცესზე სასამართლო ექსპერტი, გივი ჩხარტიშვილი გამოიკითხა, რომელმაც განაცხადა, რომ ირაკლი დგებუაძის სხეულზე დაზიანების ობიექტური ნიშანი არ დაუფიქსირებია. მისი განცხადებით, არ ახსოვს, აღენიშნებოდა თუ არა დგებუაძეს სიწითლე, მაგრამ “ეს ასეც რომ ყოფილიყო, დასკვნაში არ შეიტანდა, რადგან სიწითლე არ არის დაზიანების ობიექტური ნიშანი”.