აზერბაიჯანთან საზღვრის მონაკვეთების ჩვენს საზიანოდ შეთანხმებაზე გამოძიება დაიწყო – პროკურატურა

პროკურატურის ინფორმაციით, აზერბაიჯანთან საზღვრის მონაკვეთების საქართველოს საზიანოდ შეთანხმებაზე გამოძიება დაიწყო.

უწყების განცხადებაში წერია, რომ გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას.

“თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა. მოცემული ეტაპისთვის გამოძიება, სხვა საკითხებთან ერთად, სწავლობს საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესში მონაწილე საქართველოს სამთავრობო კომისიის ცალკეული ექსპერტების ქმედებების კანონიერებას”, –  ვკითხულობთ განცხადებაში.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ საგამოძიებო უწყების მიერ მიმდინარე წლის 9 სექტემბერს, ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დანიშნულ იქნა კარტოგრაფიული ექსპერტიზა, რომელშიც მოქმედ ექსპერტებთან ერთად ჩართული არიან აკადემიური სფეროს წარმომადგენელი მეცნიერები და გეოდეზიისა და კარტოგრაფიის დარგის წამყვანი სპეციალისტები. სისხლის სამართლის საქმეზე გამოიკითხა ათეულობით პირი.

გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

 

გორთან ავტოავარიას 4 ადამიანი ემსხვერპლა

ტრაგედიით დასტრულდა ავტოავარია თბილისი–სენაკი–ლესელიძის ცენტრალურ მაგისტრალზე. გორთან, სამარშუტო მიკროავტობუსის და ტრაილერის შეჯახების შედეგად ადგილზე...

საპარლამენტო არჩევნებს ევროპელ დიპლომატთა გუნდი დააკვირდება – ევროკავშირი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, ევროკავშირის დიპლომატთა გუნდი 31 ოქტომბერს არჩევნებს დააკვირდება. "ჩვენთვის და...

ცუდს ვერაფერს ვხედავ – ზაალ უდუმაშვილი რუსულად შესრულებულ “თბილისოზე”

"არ ვიცოდი ბატონი ბუბას რეპერტუარის შესახებ, მაგრამ ცუდს ვერაფერს ვხედავ "- ასე აფასებს, ნაციონალური...

იმიტომ, რომ გაეგოთ, როგორი ლამაზი ქვეყანა ვართ -ბუბა კიკაბიძე რუსულად შესრულებულ “თბილისოზე”

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია-ძალა ერთობაშიას" სიის პირველმა ნომერმა, ბუბა კიკაბიძემ პარტიის ღონისძიებაზე გამოსვლისას სიმღერა...

არასდროს დაბრუნდება „სავეცკაია გრუზია“ – კალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე

"არასდროს დაბრუნდება „სავეცკაია გრუზია“, ჩვენ ამას არ დავუშვებთ"- ამის შესახებ თბილისის მერმა, პარტია "ქართული...

ტექნიკურ ჯგუფს ფონოგრამა აერია – ჟორჟოლიანი რუსულად შესრულებულ “თბილისოზე”

"ტექნიკურ ჯგუფს ფონოგრამა აერია "- ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატი, ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში...

გაყალბებაზე პასუხი იქნება შეტევა და ხალხის მიერ ხელისუფლების ხელში აღება -სააკაშვილი

"გაყალბებაზე პასუხი იქნება შეტევა და ხალხის მიერ ხელისუფლების ხელში აღება "- ამის შესახებ, საქართველოს...

ამ არჩევნების სანდოობა მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს – სენატორი რიში საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე

შეერთებული შტატების სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯიმ რიში, საქართველოში მომავალ საპარლამენტო არჩევნებს ეხმიანება...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

“საქართველოს შეუძლია ისწავლოს არა საკუთარ, არამედ სხვის შეცდომებზე“–ზურაბ გურულის და ნანა გეგეჭკორის ერთობლივი სტატია კორონავირუსთან ბრძოლის გამოცდილებაზე

მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზია-რეანიმაციის დეპარტამენტის დირექტორი, მისისიპის უნივერსიტეტის კლინიკური პროფესორი, ზურაბ გურული და მისი კოლეგა, ასევე ამერიკაში მცხოვრები ექიმი–კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი, რო­მე­ლიც უკვე...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო