ამიდუღდა ტვინი, გამეგო, რა განსხვავებაა – დიდი არაფერი – ელისაშვილი ამნისტიის 2 კანონპროექტზე

პარტია “მოქალაქეების” ლიდერის, ალეკო ელისაშვილის თქმით, გუშინ მთელი დღე “არასაჭიროდ დაკარგა” ოპოზიციისა და ქართული ოცნების ამნისტიის კანონპროექტეს შორის განსხვავებების ძებნით.

მისი შეფასებით, კანონპროექტებს შორის დიდი განსხვავება არ არის.

“გუშინ მთელი დღე დავკარგეთ არასაჭიროდ. მთელი დღე ვისხედით. ამიდუღდა ტვინი, რომ გამეგო, რა განსხვავება იყო ორ პროექტს შორის და არაფერი დიდი განსხვავებები არ არის. ამდენად, სავსებით შესაძლებელია კომპრომისი. ჩემთვის გაუგებარია ან აქედან ან იქიდან გაჯიქება, ეს რა წესია ქართულ პოლიტიკაში დამკვიდრებული?! მითუმეტეს, გამორთულ კამერებთან სხვანაირები რომ არიან და ჩართულთან სულ სხვანაირად ლაპარაკობენ, ეს არის კიდევ გაუგებარი”,– აცხადებს ელისაშვილი.

ცნობისთვის, ოპოზიციით ვერსიით, საჭიროა დაზარალებულთა თანხმობა, რათა ამნისტია იმ პოლიციელებზე გავრცელდეს, რომელთა მიმართ სისხლის სამართლის დევნა მიმდინარეობს. ქართული ოცნების ვერსიაში ასეთი თანხმობა არ არის.

გარდა ამისა, ოპოზიციის კანონპროექტით, ამნისტირებული პირის თანხმობა, რომ მასზე ამნისტია გავრცელდეს, საჭირო არ არის. ქართული ოცნების პროექტის მიხედვით, პირმა წერილობით უნდა დაადასტუროს, რომ ამნისტიაზე უარს არ ამბობს.

ცოტნე გამსახურდია საქართველოში დაბრუნდა

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, ცოტნე გამსახურდია ოსნაბრუკიდან საქართველოში დღეს დაბრუნდა.მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, რის...

ქართველი რეჟისორის გამარჯვება ტრაიბეკას კინოფესტივალზე

ნიუ-იორკში, ტრაიბეკას დამოუკიდებელი ფილმების კინოფესტივალზე, რომელიც გუშინ დაიხურა, სრულმეტრაჟიანი უცხოურენოვანი ფილმების კატეგორიაში მთავარი პრიზი...

კახეთში 4 წლის ბავშვი აუზში დაიხრჩო

გურჯაანში, საცხოვრებელი სახლის აუზში 4 წლის ბავშვი დაიხრჩო. უბედური შემთხვევა 2 საათის წინ მიხდა....

პარლამენტი არის ორთქლმავალი – ლადო კახაძე

წყალი და ცეცხლი ვერ იტანს ერთმანეთს. წყალს უნდა ცეცხლი ჩააქროს და ცეცხლს უნდა წყალი...

არ ვაპირებ წასვლას – თამარ ჟვანია

"არ ვაპირებ წასვლას"- ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია თანამდებობიდან წასვლას არ აპირებს. ამის...

დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი მენაბდე მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი მენაბდე მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს, რომ მის...

22 ივნისს თბილისის დიდ ნაწილს ელექტროენერგია დროებით შეეზღუდება

ხვალ, 22 ივნისს თბილისის დიდ ნაწილს ელექტროენერგია დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ, "თელასი" ავრცელებს. გლდანის...

ფრიდონ ინჯია თამარ ჟვანიას ბოდიშს უხდის

"ევროპელი სოციალისტების" თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია, ცესკოს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას ოპოზიციის მიერ მის მიმართ გამოთქმული...

“წყობიდან გამოვედი… ბოდიში ყველასთან, მათ შორის ოპონენტთან და წამყვანთან” – ზურაბ ჯაფარიძე თენგიზ ცერცვაძესთან დებატებზე

ზურაბ ჯაფარიძე "ფეისბუქზე" წერს, რომ "დღის კურიერში" თენგიზ ცერცვაძესთან დებატების დროს "წყობიდან გამოვიდა" და ამის გამო ბოდიშს იხდის. "წყობიდან გამოვედი, მიუხედავად იმისა, რომ მთელი დღე საკუთარ თავს...

ამერიკა კოვიდ-19-ის სამკურნალო პრეპარატებში მილიარდობით დოლარს დებს

შეერთებული შტატების ინვესტიცია კოვიდ-19-ის ანტივირუსული პრეპარატების შექმნის საქმეში და ასევე, პოტენციურად სხვა სახიფათო ვირუსულ პანდემიებთან ბრძოლაში, 3.2 მილიარდ დოლარს შეადგენს. თეთრი სახლის მთავარმა მრჩეველმა...

ქართველი რეჟისორის გამარჯვება ტრაიბეკას კინოფესტივალზე

ნიუ-იორკში, ტრაიბეკას დამოუკიდებელი ფილმების კინოფესტივალზე, რომელიც გუშინ დაიხურა, სრულმეტრაჟიანი უცხოურენოვანი ფილმების კატეგორიაში მთავარი პრიზი ქართველი რეჟისორის, ლევან კოღუაშვილის ფილმმა აიღო. "მეოთხე ბრაიტონი" (Brighton 4th) - ასე...