ამ რუკებზე ჩვენ სულ ვსაუბრობდით, ახლა ამის გამოტანა პირდაპირ კავშირშია “ოცნების” მცდელობასთან, აიწიოს განულებული რეიტინგი – ირმა ინაშვილი

”საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” პირველი ნომერი, ირმა ინაშვილი “ღამის კურიერის” ეთერში დავით გარეჯთან დაკავშირებით ამბობს, რომ გარეჯის თემას აქტიურად აქცევდნენ ყურადღებას ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს, 2007 წლიდან, და მასზე მუდმივად საუბრობდნენ.

მისი თქმით, არც რუკების თემა არ არის ახალი. აქვე, ირმა ინაშვილი ამბობს, რომ ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებს მოფრთხილება სჭირდება.

“ჩვენთვის რუკა აღმოჩენა არ არის, იმიტომ რომ სხვა რუკებიც არსებობს, სადაც ეს მოცემულობაა საქართველოს ინტერესებისთვის სასარგებლო მოცემულობა. სიმართლე სადაც არის. მაგრამ ეს დედანი რომ გამოჩნდა, თავისთავად კარგია.

სამწუხაროდ, “ქართულმა ოცნებამ” კეთილი საქმის გაკეთებაც კი იცის უდროო დროს, არასწორ ვითარებაში, არასწორ კონტექსტით ა.შ. მე პირდაპირ ვამბობ, რომ ახლა ამ რუკაზე საუბარი და ამის გამოტანა, პირდაპირ კავშირშია “ქართული ოცნების” მცდელობასთან, აიწიოს ძალზეც განულებული რეიტინგი, უმძიმესი რეიტინგი და ამისთვის მცდელობა არის, რომ გამოიყენოს მისი პიარისთვის. მაგრამ, აქ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უნდა გავუფრთხილდეთ საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებს ამ ურთულეს ვითარებაში, როდესაც ვიცით, ყარაბაღში რაც ხდება. არ უნდა დარჩეს აზერბაიჯანს ისეთი წარმოდგენა, რომ ჩვენ ვსარგებლობთ ამ შემთხვევით და ვიწყებთ მოქმედებებს,”- ამბობს ირმა ინაშვილი.

არჩევნები მოგებულია, შუქის ჩაქრობა იგეგმება! – ჟორჟოლიანი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატი სამტრედია-წყალტუბოს ოლქში, ნანუკა ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ ოპოზიციამ არჩევნები მოიგო,...

მარნეულში, პოლიციის შენობის უკან სპეცრაზმია მობილიზებული

მარნეულში, პოლიციის შენობის უკან სპეცრაზმია მობილიზებული. ისინი ადგილზე შესაბამისი აღჭურვილობით იმყოფებიან. თუ რას უკავშირდება...

ივანიშვილი დამთავრდა, მიაწექით ბოლომდე! – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი არჩევნებში მარცხდება. მან საზოგადოებას მიმართა, "ბოლომდე მიაწვნენ". "ივანიშვილი...

“სირცხვილიას” წევრს, ანა ჭარხალაშვილს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს

გლდანში სავარაუდოდ ქართული ოცნების მხარდაჭერებმა მოძრაობა სირცხვილიას წევრს, ანა ჭარხალაშვილს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა...

გლდანში საარჩევნო უბანთან სროლა იყო

გლდანში საარჩევნო უბანთან სროლა იყო.  39-ე საარჩევნო უბანში დაპისრპირება ამ დრომდე გრძელდება არსებული ინფორმაციით...

ამომრჩეველთა აქტივობა 15:00 საათზე 36.45%-ია, 2016 წელს 34.79% იყო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 15:00 საათისთვის ხმა 1 279 947 მოქალაქემ მისცა, რაც საერთო...

TV პირველის ჟურნალისტი უბანზე შეხლა-შემოხლისას დაშავდა

გლდანში, 39-ე სკოლასთან საარჩევნო უბანზე TV პირველის ჟურნალისტი ანა ახალაია დაშავდა. კადრებში ჩანს, რომ...

ე.წ. ძველი ბიჭების გასამხნევებლად “კაწრო” გამოჩნდა – ანა დოლიძე

დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ანა დოლიძის განცხადებით, ხუდადოვის ქუჩაზე, საარჩევნო უბანთან "კაწრო"...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

კორონავირუსმა მუტაცია განიცადა. ევროპაში ვირუსის ახალი შტამი ვრცელდება

ბრიტანეთში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევათა 80%, ირლანდიაში 60%, საფრანგეთსა და შვეიცარიაში 40 %  კორონავირუსის ახალი მუტაციით არის გამოწვეული, რომელიც განსხვავდება გაზაფხულზე არსებული ვირუსის შტამისგან. გენური მუტაცია...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო