ანაკლიის კონსორციუმმა საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართა

ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართა. როგორც პრესკონფერენციაზე კონსორციუმის წარმომადგენელმა განმარტა, მათ ორი სარჩელი 29 ივლისს შეიტანეს.

მათ შორის ერთი უშუალოდ ანაკლიის კონსორციუმმა შეიტანა, მეორე კი ბობ მეიერსმა, რომელიც კონსორციუმის ერთ-ერთი უმსხვილესი წილის მფლობელი იყო.

არბიტრაჟში შეტანილ სარჩელებში კონსორციუმი საქართველოს სახელმწიფოსგან მიყენებული ზიანის ანაზღუარებას მოითხოვს.

მათივე თქმით, საქართველოს მთავრობის მხრიდან ხელშეკრულების დარღვევის შედეგად მათ მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის ზიანი მიადგათ.

საქართველოს მთავრობამ შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულება კონსორციუმის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო 2020 წლის 9 იანვარს შეწყვიტა. ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, კონსორციუმმა ვერ შეძლო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. რაც შეეხება ხელშეკრულების გაწყვეტასა და პირგასამტეხლოს, მაია ცქიტიშვილი ამბობს, რომ ისინი ხელშეკრულების მიერ გაწერილ პროცედურებს მიჰყვებიან.

მალევე ცნობილი გახდა, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ამ გადაწყვეტილებას საერთაშორისო არბიტრაჟში გაასაჩივრებდა. როგორც კონსორციუმის დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა განაცხადა, არბიტრაჟში საქმის წარმოება მარტში უნდა დაწყებულიყო.

კონსორციუმში შემავალი თიბისი ჰოლდინგის მაშინდელი ხელმძღვანელი და ახლა მოძრაობა ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე აცხადებდა, რომ მთავრობა ანაკლიის პორტის მშენებლობას მიზანმიმართულად უშლის ხელს.

საქართველოში კორონავირუსის 3071 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 071 ახალი დადასტურებული შემთხვევა, -...

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 34 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში, COVID-19-ით კიდევ 34 პაციენტი გარდაიცვალა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე, საქართველოში...

პირობა დავდეთ, რომ უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები გახდებიან. შესაძლოა, ეს მოხერხდეს რაიმე ახალი,...

"ატლანტიკური საბჭოს" მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, ნატოს გენერალური მდივნის ყოფილმა მოადგილემ, ალექსანდერ ვერშბოუმ განაცხადა, რომ...

კალაძის განცხადებით, უკანონო შენობების დემონტაჟი დღესვე დაიწყება

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, ქვეყანაში უკანონო მიწების მითვისება ხდება ეს კი დაუშვებელია და...

სიტუაცია ძალიან მძიმეა, მივექანებით მწვავე პიკისაკენ, რასაც ჯანდაცვის სექტორი ვერ გაუძლებს-ზურაბ გურული

სიტუაცია ძალიან მძიმეა, მივექანებით მწვავე პიკისაკენ და ამ პიკს ჯანდაცვის სექტორი ვერ გაუძლებს -...

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, COVID-19-ის ვაქცინაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასო იქნება

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, COVID-19-ის ვაქცინაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასო იქნება. ამის შესახებ მან...

შავებს ჩაიცვამს ქართველი ხალხი, ნუ ჩავეჭიდებით თანამდებობებს, საქმე აკეთონ პროფესიონალებმა – კლინიკების ასოციაციის პრეზიდენტი

"შავებს ჩაიცვამს ქართველი ხალხი ნუ ჩავეჭიდებით თანამდებობებს საქმე აკეთონ პროფესიონალებმა "-  - ამის შესახებ...

აუცილებლად დადგება მომენტი, როცა საექიმო საზოგადოება შეწყვეტს ჰუმანურ ექიმობას – რატიანი

"კოლაფსი, იმიტომ, რომ ამ წუთში, რეანიმაციას არ აქვს საშუალება არც ერთი პაციენტის მიღების საწოლფონდის...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

საქართველოს კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას ითხოვს

საქართველოს კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის სისტემაში შექმნილი კრიზისისა და მძიმე მდგომარეობის გამო ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს. ამის შესახებ კლინიკების ასოციაციის მიერ გავრცელებულ...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო