არჩევნებია, ოპონენტები ყოველთვის იტყვიან, რომ კრიმინალმა მოიმატა, დაიქცა ქვეყანა – გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, წინა ხელისუფლების დროს 3-ჯერ მეტი დანაშაული ხდებოდა.

მისი თქმით, არჩევნებია და ოპონენტები იტყვიან, რომ კრიმინალმა მოიმატა და “დაიქცა ქვეყანა”.

„კრიმინალთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ჩემი განცხადების ინტერპრეტაცია ხდება ხოლმე. ხან ისე შემოატრიალებენ, ხან ასე. არსებობს ოფიციალური მონაცემები წლების მიხედვით. როდესაც პოლიტიკოსები და ჟურნალისტები საუბრობენ, რომ დღეს თურმე დაიქცა ქვეყანა და კრიმინალმა მოიმატა, შევიდნენ საიტზე და მონაცემებს გადახედონ. ნახავთ რამხელა სხვაობაა. სულ კლებადი ვერ იქნება, ხან იკლებს ხან იმატებს, ეს ჩვეულებრივი თემაა. თუნდაც, რომ ავიღოთ 2012 წლამდე, მე არ მიყვარს ხოლმე გახსენება, რომ ძველ მთავრობაში ასე ხდებოდა და ახლა სე ხდება, მაგრამ სამწუხაროდ იძულებული ვარ ამას ხაზი გავუსვა.

ელემენტარულად, ციხეებში 24000-25000 ადამიანი იჯდა, ახლა როგორც ვიცი, 9 000-მდეც არაა. მაშინ ცდებოდა 300 ერთეული დანაშაული, ახლა ხდება 100 ერთეული. 3-ჯერ მეტი დანაშაული ხდებოდა მაშინ, როდესაც ციხეში 3-ჯერ მეტი ადამიანი იჯდა. არჩევნებია და ოპონენტები ყოველთვის იტყვიან, რომ კრიმინალმა მოიმატა, დაიქცა ქვეყანა“,- განაცხადა გომელაურმა.

UNICEF – საქართველოში სასკოლო ასაკის ბავშვების 15% სახლში ინტერნეტზე წვდომა არ აქვს

საქართველოში სასკოლო ასაკის ბავშვების 15% სახლში ინტერნეტზე წვდომა არ აქვს. ამის შესახებ აღნიშნულია გაერო-ს...

ქუთაისის მერია “მზეჭაბუკის” ძეგლის მოსაწყობად 98 ათასი ლარის ტენდერს აცხადებს

ქუთაისის მერია 9 აპრილის ქუჩაძე "მზეჭაბუკის" ძეგლის მოსაწყობად ტენდერს აცხადებს, რომლის ოდენობა 98 699 ლარია....

პირველი განცხადება, რაც გაკეთდა, იმ აზრზეა მთელი ოპოზიცია – ხაზარაძე პარლამენტში შესვლაზე

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით გაჟღერებული მოსაზრებები ,,ვარიანტები და ვარაუდებია", თუმცა ოპოზიცია პირველი...

მძიმე ვითარებაა ოპოზიციისა და ხელისუფლების შეთანხმების თვალსაზრისით-ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიციასა და ხელისუფლების შეთანხმების თვალსაზრისით „საკმაოდ მძიმე ვითარებაა". პარტია...

თბილისში ორი ახალგაზრდა დაჭრეს

თბილისში, დავით კლდიაშვილის ქუჩაზე, #15-ში, ორი ახალგაზრდა სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ამ დროისთვის, ადგილზე საგამოძიებო...

ერთი-ერთი საუკეთესო მანქანა მყავს, ეს რომ არა, ეპარქიაში გადაადგილებას ვერ შევძლებ – მეუფე ნიკოლოზი

ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზის თქმით, მას ერთ-ერთი საუკეთესო მანქანა ჰყავს, რომელიც ეპარქიაში...

ხვალ Iphone 12-ს გადმომცემენ, 512 გეგაბაიტი მეხსიერებით – მეუფე ნიკოლოზი

კუმურდოს, ახალქალაქისა და კარის მიტროპოლიტის, ნიკოლოზ ფაჩუაშვილის თქმით, ხვალ ერთ–ერთი მაღაზია Iphone 12-ს გადასცემს. "ბოლოს...

არ მინდა გამოვრიცხო შესაძლებლობა, რომ საბოლოოდ შეთანხმება მოხდეს – სამადაშვილი

მოხდეს. ყოველ შემთხვევაში ვხედავთ, რომ ივანიშვილი ცდილობს, გარკვეულწილად, ამ შეთანხმებას ფასი თავის მხრივ გაუზარდოს და...

სხვა სიახლეები

“საიდან ამდენი ღვარძლი, ბოღმა და სიძულვილი?“– თენგიზ ცერცვაძე კიდევ ერთ კოლეგას უპირისპირდება

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მორიგ ვრცელ წერილს აქვეყნებს და ისევ კოლეგებს უპირისპირდება. ამჯერად მისი კრიტიკის ობიექტი ინფექციონისტი გიორგი კანდელაკია,...

ჯანმრთელობა

“ვისაც რემდესევირზე ხელი არ მიგიწვდებათ გული არ დაგწყდეთ. ის ვერ გადაარჩენს თქვენს საყვარელ ადამიანებს“–ნანა გეგეჭკორი

აშშ–ში მცხოვრები ექიმი–კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი, რო­მე­ლიც  The Mount Sinai-ის სა­მე­დი­ცი­ნო ქსე­ლის ჰოს­პი­ტალ­ში მუ­შა­ობს პრეპარატ “რემდესივირის“ შესახებ წერს და ამბობს, რომ ამ პრეპარატის გამოყენება კორონავირუსით...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო