“მე ვარ ძალიან გაბრაზებულები და შეურაცხყოფილი და ყველა თავმოყვარე ქართველი უნდა ვიყოთ გაბრაზებულები და შეურაცხყოფილები. არჩევნები ცხვირწინ აგვწაპნეს ყველა დიდ ქალაქში, ეს არჩევნები ჩვენ მოვიგეთ და ბანდიტების ჯგუფმა, რომელმაც მიითვისა საქართველოს ხელისუფლება ხელიდან გამოგვგლიჯა ეს გამარჯვება. გაგვძარცვა და წაგვართვა ჩვენი უმთავრესი უფლება, ვიყოთ ჩვენ ქვეყნის ბატონ-პატრონი.

რა უნდა ვქნათ?! მხოლოდ ერთი, ვაზღვევინოთ ის ფასი, რომელსაც ახდევინებენ თავმყოვარე ერები გამყალბებელ ხელისუფალთ – წავართვათ ხელისუფლება და ვაგებინოთ პასუხი კანონის წინაშე. ასე მოიქცა ჩვენი მეზობელი სომხეთი, იქ პაშინიანი ოთხი ივანიშვილის კალიბრის ოლიგარქს ებრძოდა, რომელთა უკან იდგა რუსეთი და გაუყალბეს მასაც არჩევნები, მაგრამ სომეხმა ხალხმა მაინც გაიმარჯვა, ბევრი და კიდევ უფრო მეტი გამოვიდა ქუჩებში სანამ ბანდიტური ხელისუფლება არ გატყდა და არ წავიდა და არ დანიშნა რიგგარეშე არჩევნები. ზუსტად იგივე უნდა გაკეთდეს ჩვენთანაც. გამყალბებელი ბანდიტები უნდა წავიდნენ და დაინიშნოს რიგგარეშე ვადამდელი არჩევნები.

იგივე უქნეს უკრაინელებმა იანუკოვიჩს, როცა ის ბოლომდე რუსებს მიემხრო, არადა იანუკოვიჩი მრავალგზის უფრო თავზეხელაღებული და მდიდარი იყო, ვიდრე ივანიშვილი.

ბოლოს და ბოლოს, ასეთი რევოლუციების იდეა შვა საქართველომ ჩვენი თაობის დროს და ნუთუ ჩვენ ვერ შევძლებთ იმას რაშიც ადრე სხვები გვბაძავდნენ და გამოუვიდათ კიდეც. ჩვენ არ გვაქვს ბევრი დრო, უნდა ვიმოქმედოთ ბევრგან და ბევრმა. უნდა მოვისმინოთ ლიდერების აზრიც და საკუთარ ხელშიც უნდა ავიღოთ ინიციატივა ადგილებზე. რა თქმა უნდა, პარალელურად უნდა ვასაჩივროთ ყველაფერი, ვინაიდან ასეთი კატასტროფული სადამკვირვებლო დასკვნები არ ყოფილა არც სომხეთში, არც ყირგიზეთში, არც ვარდების რევოლუციის დროს.

მაგრამ ახლა ჩვენ გვაქვს სრული ლეგიტიმაცია ქუჩის პროტესტის და ძალადობისადმი წინააღმდეგობის”

წერს მიხეილ სააკაშვილი წერილში, რომელიც ნიკა გვარამიამ წაიკითხა.

აშშ–მ ატლანტის ოკეანის თავზე ჩინური “ჯაშუში საჰაერო ბუშტი” ჩამოაგდო

ამერიკელმა სამხედროებმა სამხრეთ კაროლინას სანაპიროსთან ჩინეთის ჯაშუში საჰაერო ბუშტი ჩამოაგდეს, რომელიც აშშ-ის საჰაერო სივრცეში...

კანადამ უკრაინას პირველი “ლეოპარდი“ გაუგზავნა

კანადის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ანიტა ანანდმა ტვიტერში დაწერა, რომ კანადის მთავრობის მიერ იანვარში დაპირებული...

თუ ელოდებით, რომ ქუჩაში გამოვალთ და არეულობას მოვაწყობთ, ამას არ ვაპირებთ – მანჯგალაძე

"თუ ელოდებით, რომ ქუჩაში გამოვალთ და არეულობას მოვაწყობთ, ამას არ ვაპირებთ, მაგრამ ხალხმა რომ...

18 წლის კანადელმა გოგომ ლატარიაში პირველივე ცდაზე $36 მილიონი მოიგო

18 წლის კანადელმა ჯულიეტ ლამურმა პირველივე მცდელობისას მოიგო ეროვნული ლატარიის 48 მილიონი კანადური დოლარი...

თუ უკრაინა რუსეთს ვერ დაამარცხებს, საქართველოს შეუძლია აფხაზეთი, ცხინვალი დაივიწყოს – ჰოჯესი

''რუსებმა უკვე გაიყვანეს დანაყოფები, თუ არ ვცდები, სამხრეთ ოსეთიდან. ისევე როგორც კალინინგრადიდან და სხვა...

“თოვლის მთვარე“: რა არ უნდა გააკეთოთ სავსემთვარეობის დროს 2023 წლის თებერვალში

“თოვლის მთვარეს“ თებერვლის სავსემთვარეობას უწოდებენ, რომელიც 5 თებერვლიდან  დაიწყება და მისი მთავარი მახასიათებელია ის,...

“ყოველთვის დააიგნორე მედვედევი” – პოდოლიაკი მუქარაზე

"ყოველთვის დააიგნორე მედვედევი" - ასე ეხმაურება, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი რუსეთის უშიშროების...

ყირიმზე თავდასხმის შემთხვევაში, მთელი უკრაინა დაიწვება – მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ მოსკოვი მზადაა საფრთხიდან გამომდინარე, ყველა...

18 წლის კანადელმა გოგომ ლატარიაში პირველივე ცდაზე $36 მილიონი მოიგო

18 წლის კანადელმა ჯულიეტ ლამურმა პირველივე მცდელობისას მოიგო ეროვნული ლატარიის 48 მილიონი კანადური დოლარი (35,8 მილიონი აშშ დოლარი) ჯეკპოტი და ლატარიის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა...

შოტლანდიელი მეცნიერები: დღეში 2 ლიტრი წყლის დალევის რეკომენდაცია შეცდომა იყო

შოტლანდიის აბერდინის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რეკომენდაცია დღეში ორი ლიტრი წყლის მიღების შესახებ შეიძლება გადაჭარბებული იყოს. შოტლანდიელი მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ადამიანი  სითხის დღიური ნორმის დაახლოებით...

ბრიუს უილისის მდგომარეობა თანდათან მძიმდება

67 წლის ამერიკელი მსახიობი ბრიუს უილისი, რომელსაც აფაზიის დიაგნოზი აქვს დღეებს მოსიყვარულე ოჯახთან ერთად ატარებს. მისმა 44 წლის მეუღლემ ემა ჰემინგმა Instagram-ზე გამომწერებს აჩვენა,...