არ აპირებს სამაჯურის გაკეთებას, არც გირაოს გადახდას – ნიკა მელიას ადვოკატი

“არ აპირებს სამაჯურის გაკეთებას, არც გირაოს გადახდას” – ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, ბრალდების მხარე „სამართლებრივ აბსურდშია” შესული. მისივე თქმით, პროკურატურის შუამდგომლობას სასამართლოში, სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.

„სამართლებრივ აბსურდშია შესული ბრალდების მხარე. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ერთმნიშვნელოვნად განმარტებულია, რომ თუკი ბრალდებული არღვევს აღკვეთის ღონისძიებას, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლო უფრო მკაცრ ღონისძიებას უფარდებს და გირაოს თანხა ირიცხება სახელმწიფოს ბიუჯეტში. ამ შემთხვევაში ერთი მხრივ, პროკურორი ამბობს, რომ ნიკამ დაარღვია აღკვეთის ღონისძიება, თუმცა პატიმრობას არ ან ვერ იყენებენ. სამართლებრივი საფუძველი ამ შუამდგომლობას არ გააჩნია, ნიკას გირაო ისედაც შეფარდებული აქვს და არა თუ საზღვრის კვეთა, მას ჩამორთმეული აქვს ელემენტარულად სახლიდან გასვლის უფლება, სიტყვით გამოსვლის უფლება, დაწესებული აქვს ელექტრონული მონიტორინგი, მაგრამ არცერთი აღკვეთის ღონისძიება არ მუშაობს და გუშინ და გუშინწინ კი არ გაიგო პროკურატურამ, აღკვეთის ღონისძიება რომ არ მუშაობს, ეს დაახლოებით ერთი წელია გრძელდება.

უბრალოდ ახლა დადგა პოლიტიკურად იმის აუცილებლობა, რომ პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს და საზოგადოების თვალში გამოჩნდეს, რომ რეაგირება მოახდინეს. როგორც იურისტი, ყოფილი პროკურორი და ლექტორი, პასუხს ვაგებ ჩემს სიტყვებზე, უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებაში იგულისხმება გირაოს გაუქმება და პატიმრობა. პირდაპირაა ჩანაწერი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში. ნიკა მელია არ აპირებს სამაჯურის გაკეთებას, მათ შორის არც გირაოს გადახდას. მან არაერთხელ დააფიქსირა, რომ ეს არის ერთადერთი მიზნით გაკეთებული – ჩამოაცილონ აქტიურ პოლიტიკურ პროცესებს”,- განაცხადა კონდახიშვილმა.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, COVID-19-ის ვაქცინაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასო იქნება

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, COVID-19-ის ვაქცინაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასო იქნება. ამის შესახებ მან...

შავებს ჩაიცვამს ქართველი ხალხი, ნუ ჩავეჭიდებით თანამდებობებს, საქმე აკეთონ პროფესიონალებმა – კლინიკების ასოციაციის პრეზიდენტი

"შავებს ჩაიცვამს ქართველი ხალხი ნუ ჩავეჭიდებით თანამდებობებს საქმე აკეთონ პროფესიონალებმა "-  - ამის შესახებ...

აუცილებლად დადგება მომენტი, როცა საექიმო საზოგადოება შეწყვეტს ჰუმანურ ექიმობას – რატიანი

"კოლაფსი, იმიტომ, რომ ამ წუთში, რეანიმაციას არ აქვს საშუალება არც ერთი პაციენტის მიღების საწოლფონდის...

მეტი სიმკაცრე უნდა ყოფილიყო გვეგონა მოსახლეობა დაგვიჯერებდა – პაატა იმნაძე

"მეტი სიმკაცრე უნდა ყოფილიყო გვეგონა მოსახლეობა დაგვიჯერებდა"-ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ,...

ჩვენი გათვლებით ახლა დღეში 10 000-მდე ახალი შემთხვევა მაინც არის – პაატა იმნაძე

"ჩვენი გათვლებით ახლა დღეში 10 000-მდე ახალი შემთხვევა მაინც არის"- ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის...

სოფიო კილაძე გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის წევრად აირჩიეს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის წევრად აირჩიეს. ინფორმაციას...

გახარიამ სად აიკიდა ვირუსი? მიტინგზე მეჯდა გვერდით თუ სად? – გიგი უგულავა

გახარიამ სად აიკიდა ვირუსი? მიტინგზე მეჯდა გვერძე თუ სად? -ეს განცხადება,  „ევროპული საქართველოს“ წევრმა,...

საავადმყოფოებში პირდაპირ გვამები ყრია და ეს ნაძირალა გამოდის და ადამიანების მკვლელობას გვაბრალებენ – უგულავა...

"პაციენტმა გამომიგზავნა ვინც წევს ეხლა, ნახევარ საათში 1 მიცვალებული გააქვთ ჩემთვალწინო და ეს ნაგავი...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

საქართველოს კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას ითხოვს

საქართველოს კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის სისტემაში შექმნილი კრიზისისა და მძიმე მდგომარეობის გამო ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს. ამის შესახებ კლინიკების ასოციაციის მიერ გავრცელებულ...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო