“არ ვაპირებ უფლება მივცე შენნაირ მარგინალ, ჩამოწერილ და წარსულში ჩარჩენილ პოლიტიკოსებს ოპოზიცია საბოლოოდ ჩამოანგრიონ“–სამადაშვილი ბარამიძეს

ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრი სალომე სამადაშვილი ყოფილ თანაპარტიელს, გიორგი ბარამიძეს პასუხობს, რომელმაც  „ფესიბუქ“ პოსტზე დაწერა, რომ სამადაშვილის ქმედებებში სერიოზული პრობლემებია. “გავიგე ქალბატონ სალომე სამადაშვილს გამოუთქვამს ჩემთან სატელევიზიო დებატის სურვილი. ვერ მოვიტყუები და ვერ ვიტყვი, რომ ეს პროცესი სიამოვნებას მომანიჭებს, მაგრამ ნამდვილად საჭიროდ მიმაჩნია საჯაროდ ვუთხრა მას, რასაც მასზე ვფიქრობ მე და „ენმ“ ასიათასობით ის წევრი, ვინც გაკვირვებული და სამართლიანად გაბრაზებულია“– წერდა ბარამიძე, რაზეც სამადაშვილი იქვე პასუხობს, რომ მასთან დებატებზე მელიას ციხიდან გამოსვლის შემდეგ დაჯდება:

„მელია რომ გამოვა ციხიდან, მერე დავჯდები შენთან დებატებზე ჩემო გია. მანამდე არ ვაპირებ უფლება მივცე შენ და შენნაირ მარგინალ, ჩამოწერილ და წარსულში ჩარჩენილ პოლიტიკოსებს ოპოზიცია საბოლოოდ ჩამოანგრიოს.ამნისტიის კანონზე ვმუშაობთ, რომ მელიას ბრალდება მოეხსნას, იქით „ლელოს“ ინციატივას ვეხმარები ბრუსელში, რომ ეგება უფრო ადრეც გამოვიდეს. და შენ რას აკეთებ მელიას ციხიდან გამოსაყვანად, მოყევი, მაინტერესებს“, – პასუხობს სამადაშვილი ბარამიძეს.

გია ბარამიძემ „ფეისბუქზე“ დაწერა პოსტი, რომლითაც სალომე სამადაშვილს მიმართა:

„გავიგე ქალბატონ სალომე სამადაშვილს გამოუთქვამს ჩემთან სატელევიზიო დებატის სურვილი.

ვერ მოვიტყუები და ვერ ვიტყვი, რომ ეს პროცესი სიამოვნებას მომანიჭებს, მაგრამ ნამდვილად საჭიროდ მიმაჩნია საჯაროდ ვუთხრა მას, რასაც მასზე ვფიქრობ მე და „ენმ“ ასიათასობით ის წევრი, ვინც გაკვირვებული და სამართლიანად გაბრაზებულია, მის მიერ, პარტიის ასე დემონსტრატიულად (უკაცრავად) ფეხებზე დაკიდებით და ეგრეთწოდებული პრეზიდენტის სასახლეში იმ დოკუმენტზე ხელის მოწერით, რაზეც ჯერ პარტიას თავისი დამოკიდებულება (იმის გამო, რომ ნიკა მელია ვაჟკაცურად ციხეში ზის) ჩამოყალიბებული არ აქვს.

ხსენებულ დოკუმენტთან მიმართებაში პარტიაში სხვადასხვა აზრი გვაქვს (რაც ძალიან ხშირად ხდება) და განსხვავებულ აზრთან მიმართებაში ცხადია, არავის ნეგატიური დამოკიდებულება არასდროს გვქონია და არ გვექნება.

სერიოზული პრობლემა ქალბატონი სამადაშვილის ქმედებაშია.

მან ჩათვალა, რომ გუნდის დაიგნორირება შეუძლია და სანამ პარტიის თავმჯდომარე, პრინციპებსა და სიტყას არ ღალატობს და ჯერ კიდევ ციხეში ზის, მისი საქციელით ივანიშვილის მოღალატურ რეჟიმს, „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ, ქედმაღლური და შეურაცხმყოფელი შეფასებების საბაბი (საფუძველი არასდროს ექნებათ) მისცა, თითქოს ჩვენ ჩვენს პრინციპებს ვუღალატეთ და მათ შანტაჟს დავემორჩილეთ.

რადგან ქალბატონი სამადაშვილი ამ გზას დაადგა, ცხადია ჩვენი წევრების დიდმა ნაწლმა მისი პარტიიდან გარიცხვა მოითხოვა, თუმცა მან თვითონ განაცხადა, რომ გუნდს ემშვიდობება, ახლა მაინც გაურკვეველია მისი პარტიის წევრობის საკითხი, რადგან ჩვენს ევროპელ მეგობრებს (ბატონი კუბილიუსი) ჰგონიათ, რომ იგი კვლავაც ენმ-ს წევრია, მეტიც ზოგი მეტ შეცდომაშიც კია შეყვანილი და ჩათვალეს, რომ მან, ენმ-ს სახელით მოაწერა პარლამეტში შესასვლელ დოკუმენტს ხელი.

ასე რომ ვფიქრობ ამ და სხვა საკითხებზე გულახდილი და საჯარო საუბარი სასარგებლო იქნება პოზიციების გასარკვევად და ჩვენი საზოგადოებიას და დასავლელი მეგობრების სწორად ინფორმირებისათვის“, – დაწერა გია ბარამიძემ.

კოვიდის ახალ ვარიანტს “კლასიკური კოვიდისგან“ განსხვავებული სიმპტომები აქვს. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება

მედიკოსები გვირჩევენ უკიდურესი სიფრთხილე და ყურადღება გამოვიჩინოთ: კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რომელიც განსაკუთრებით ფართოდ ბრიტანეთში...

საქართველოს ვალმა 31.5 მილიარდს გადააჭარბა, სესხების აუთვისებლობის გამო კი მილიონობით ლარის ჯარიმებს იხდის

ამ დროისთვის საქართველოს სახელმწიფო ვალი 31.57 მილიარდი ლარია, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალი კანონით...

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო არ ყოფილა ნატოს სამიტზე – დავით...

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკანიანი ოპონენტებს სიცრუეში ადანაშაულებს და აცხადებს რომ ეს არ არის...

მზად ვართ, გავზარდოთ მხარდაჭერა საქართველოს მიმართ – ნატო-ს სამიტის კომუნიკე

"ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს ნატო-ს ოპერაციებშიმზად ვართ, გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს...

დეპუტატების მიერ, კანონპროექტის გამარტივებული წესით განხილვა შემაშფოთებელია – IDFI

"დეპუტატების მიერ, კანონპროექტის გამარტივებული წესით განხილვა შემაშფოთებელია"- ასე ეხმაურება,"საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" საქართველოს კანონში შესატან...

რატომ არ მიიწვიეს საქართველო ნატოს სამიტზე

დღეს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სამიტი იმართება, რომელშიც მონაწილეობას ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იღებს. ეს ევროპელი...

დარჩებიან მხოლოდ ის ბავშვები, ვისაც დარჩენა უნდა – მეუფე იაკობი ნინოწმინდის პანსიონზე

''დარჩებიან მხოლოდ ის ბავშვები, ვისაც დარჩენა უნდა"- ამის შესახებ, ნინოწმინდის პანსიონის ახლადდანიშნულმა დირექტორმა, ბოდბელმა...

შესაძლოა, პირადი თვისებებიდან გამომდინარე დაინიშნა – ჯაღმაიძე მეუფე იაკობზე

"შესაძლოა, პირადი თვისებებიდან გამომდინარე დაინიშნა"- საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ მეუფე იაკობი...

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმარს საიდუმლოდ ესტუმრა

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმართან მოულოდნელი ვიზიტისას შენიშნეს. 46 წლის მსახიობი მის პირველ ქმარს, 48 წლის ჯონი ლი მილერს ნიუ იორკში ესტუმრა. ჯოლი ნიუ იორკში ბავშვებთან...

კოვიდის ახალ ვარიანტს “კლასიკური კოვიდისგან“ განსხვავებული სიმპტომები აქვს. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება

მედიკოსები გვირჩევენ უკიდურესი სიფრთხილე და ყურადღება გამოვიჩინოთ: კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რომელიც განსაკუთრებით ფართოდ ბრიტანეთში გავრცელდა,განსხვავებული  სიმპტომებით გამოირჩევა. კორონავირუსის კლასიკურ სიმპტომებს, როგორიც არის ხველა, მაღალი ტემპერატურა,...

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმარს საიდუმლოდ ესტუმრა

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმართან მოულოდნელი ვიზიტისას შენიშნეს. 46 წლის მსახიობი მის პირველ ქმარს, 48 წლის ჯონი ლი მილერს ნიუ იორკში ესტუმრა. ჯოლი ნიუ იორკში ბავშვებთან...