“კანონპროექტის თანახმად, ფიზიკური პირი, რომელიც კანონში მითითებული კრიტერიუმებიდან სულ მცირე სამ პირობას ერთდროულად აკმაყოფილებს, მიიჩნევა ოლიგარქად.

კანონპროექტის თანახმად, ეს კრიტერიუმებია:

პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა;
მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა;
ისეთი ბიზნესის ფლობა, რომელსაც ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა უკავია და ისეთი აქტივების ფლობა, რომლის ოდენობა 1 000 000-ჯერ აღემატება შრომისუნარიანი პირებისთვის დადგენილ საარსებო მინიმუმს.

განვიხილოთ ორი შემთხვევა: დავუშვათ ადამიანს არა აქვს ფული, მაგრამ ფლობს მცირე ბიზნესს, რომელსაც დომინანტური მდგომარეობა უკავია ბაზარზე. მაგალითად, მხოლოდ მას შემოაქვს ჰოლანდიური ტიტები საქართველოში და ამავე დროს, ფლობს რომელიმე მასობრივი ინფორმაციის საშუალებას, მაგალითად, რეგიონულ საინფორმაციო სააგენტოს, რომელიც მემკვიდრეობით მიიღო. ასეთ შემთხვევაში, ის აკმაყოფილებს ფორმალურ წინაპირობებს, რომ ოლიგარქთა რეესტრში მოხვდეს ანუ ოლიგარქად ვაცხადებთ უფულო ადამიანს, რაც დამეთანხმებით სრული ნონსენსია.

და მეორე: დავუშვათ ადამიანს აქვს ფული, აქვს ბიზნესი, რომლიც დომინანტურია ბაზარზე და ამასთან, რომელიმე მასობრივი ინფორმაციის საშუალების მესაკუთრეცაა, მაგრამ საერთოდ არ მონაწილეობს პოლიტიკურ ცხოვრებაში და არც აქვს ინტერესი. გაუგებარია, რატომ უნდა მოხდეს პოლიტიკისგან დისტანცირებული პირის ოლიგარქთა რეესტრში ჩარიცხვა და რატომ უნდა წარმოეშვას მას მაგალითად, ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება ან რატომ უნდა აეკრძალოს ფართომასშტაბიანი ობიექტების პრივატიზაციის პროცესში მონაწილეობა. დამეთანხმებით ეს არასამართლიანი შეზღუდვაა და მხოლოდ ამ აპოლიტიკური “ოლიგარქის“ ბიზნესს საქმიანობას დააზარალებს.

ერთი რამ ცხადია, აღნიშნული კანონპროექტი დაწერილია სხვა ქვეყნისთვის, მისი კოპირება და მიღება ვერ უზრუნველყოფს დეოლიგარქიზაციის ვალდებულების შესრულებას, ვერ უზრუნველყოფს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში პირადი ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრას და ოლიგარქთა გადამეტებულ გავლენასთან დაკავშირებული საფრთხეების თავიდან აცილებას“,

ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში წერს.

აშშ–მ ატლანტის ოკეანის თავზე ჩინური “ჯაშუში საჰაერო ბუშტი” ჩამოაგდო

ამერიკელმა სამხედროებმა სამხრეთ კაროლინას სანაპიროსთან ჩინეთის ჯაშუში საჰაერო ბუშტი ჩამოაგდეს, რომელიც აშშ-ის საჰაერო სივრცეში...

კანადამ უკრაინას პირველი “ლეოპარდი“ გაუგზავნა

კანადის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ანიტა ანანდმა ტვიტერში დაწერა, რომ კანადის მთავრობის მიერ იანვარში დაპირებული...

თუ ელოდებით, რომ ქუჩაში გამოვალთ და არეულობას მოვაწყობთ, ამას არ ვაპირებთ – მანჯგალაძე

"თუ ელოდებით, რომ ქუჩაში გამოვალთ და არეულობას მოვაწყობთ, ამას არ ვაპირებთ, მაგრამ ხალხმა რომ...

18 წლის კანადელმა გოგომ ლატარიაში პირველივე ცდაზე $36 მილიონი მოიგო

18 წლის კანადელმა ჯულიეტ ლამურმა პირველივე მცდელობისას მოიგო ეროვნული ლატარიის 48 მილიონი კანადური დოლარი...

თუ უკრაინა რუსეთს ვერ დაამარცხებს, საქართველოს შეუძლია აფხაზეთი, ცხინვალი დაივიწყოს – ჰოჯესი

''რუსებმა უკვე გაიყვანეს დანაყოფები, თუ არ ვცდები, სამხრეთ ოსეთიდან. ისევე როგორც კალინინგრადიდან და სხვა...

“თოვლის მთვარე“: რა არ უნდა გააკეთოთ სავსემთვარეობის დროს 2023 წლის თებერვალში

“თოვლის მთვარეს“ თებერვლის სავსემთვარეობას უწოდებენ, რომელიც 5 თებერვლიდან  დაიწყება და მისი მთავარი მახასიათებელია ის,...

“ყოველთვის დააიგნორე მედვედევი” – პოდოლიაკი მუქარაზე

"ყოველთვის დააიგნორე მედვედევი" - ასე ეხმაურება, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი რუსეთის უშიშროების...

ყირიმზე თავდასხმის შემთხვევაში, მთელი უკრაინა დაიწვება – მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ მოსკოვი მზადაა საფრთხიდან გამომდინარე, ყველა...

18 წლის კანადელმა გოგომ ლატარიაში პირველივე ცდაზე $36 მილიონი მოიგო

18 წლის კანადელმა ჯულიეტ ლამურმა პირველივე მცდელობისას მოიგო ეროვნული ლატარიის 48 მილიონი კანადური დოლარი (35,8 მილიონი აშშ დოლარი) ჯეკპოტი და ლატარიის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა...

შოტლანდიელი მეცნიერები: დღეში 2 ლიტრი წყლის დალევის რეკომენდაცია შეცდომა იყო

შოტლანდიის აბერდინის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რეკომენდაცია დღეში ორი ლიტრი წყლის მიღების შესახებ შეიძლება გადაჭარბებული იყოს. შოტლანდიელი მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ადამიანი  სითხის დღიური ნორმის დაახლოებით...

ბრიუს უილისის მდგომარეობა თანდათან მძიმდება

67 წლის ამერიკელი მსახიობი ბრიუს უილისი, რომელსაც აფაზიის დიაგნოზი აქვს დღეებს მოსიყვარულე ოჯახთან ერთად ატარებს. მისმა 44 წლის მეუღლემ ემა ჰემინგმა Instagram-ზე გამომწერებს აჩვენა,...