არ ვეთანხმები ბრალს! საბედნიეროდ, ჩვენს სამშობლოში დიქტატურამ საბოლოოდ ფეხი ვერ მოიკიდა – მზია ამაღლობელი

ფოტო : გელა მთივლიშვილი

“არა და არ ვეთანხმები ბრალს. უკანონო პატიმრად მივიჩნევ თავს. საბედნიეროდ, ჩვენს სამშობლოში დიქტატურამ საბოლოოდ ფეხი ვერ მოიკიდა. ამიტომ მჯერა, მეც და სინდისის პატიმრებიც შევძლებთ ჩვენი უდანაშაულობის დამტკიცებას”

ამის შესახებ ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის წერილშია ნათქვამი. ამაღლობელმა მისი პოზიცია წერილობით მას შემდეგ გაავრცელა, რაც ტექნიკური ხარვეზების გამო, სასამართლო დარბაზში მის მიერ გაკეთებული განცხადება არ ისმოდა.