“როდესაც საქართველოს მოქალაქე ხდება უცხო ქვეყნის აგენტი, განსაკუთრებით იმ სახელმწიფოს აგენტი, რომელსაც ოკუპირებული აქვს ქვეყნის ტერიტორიის 20%, ეს ჩვენი კანონმდებლობის თანახმად არის სისხლის სამართლის დანაშაული. მაგრამ ასეთ დროს წარმოებს შესწავლა, გამოძიება, შემდეგ საქმე მიდის სასამართლოში და თუ დადგინდება, რომ პირი მართლაც არის აგენტი, ამას სჭირდება მტკიცებულებები , ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო იღებს შესაბამის ზომებს. შესაბამისად, აბსოლუტურად ლოგიკურია საუბარი იმაზე, რომ ჩვენ გვჭირდება მტკიცებულებები. არ შეიძლება ადამიანს დაუძახო აგენტი”
განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, როდესაც მას ოთარ ფარცხალაძეზე კითხვა დაუსვეს.