“ასეთ სისულელეზე როგორ ჩავერთო, რაზე უნდა გავაკეთო კომენტარი?“–ნიკოლოზ ბასილაშვილი სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩაერთო

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ჩობურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ  ყოფილ მეუღლეზე განხორციელებული ძალადობის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს, დისტანციურად ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩაერთო მაას შემდეგ, რაც დაზარალებულმა ნეკა დოროყაშვილმა სასამართლო პროცესზე ჩვენება მისცა და წარადგინა ვიდეო ჩანაწერი, სადაც ისმის, როგორ მიმართავს ის ყოფილ მეუღლეს კითხვით – რატომ ძალადობდა მასზე.

ამ ჩანაწერთან დაკავშირებით მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ ნიკოლოზ ბასილაშვილს სთხოვა, დაეფიქსირებინა საკუთარი აზრი, რა დროსაც მან ძალადობის ფაქტი უარყო და აღნიშნა, “ასეთ სისულელეზე” როგორ ჩაერთვება, რადგანაც ვიდეოში არაფერი ჩანს.

დოროყაშვილმა თქვა, რომ ვიდეოზე აღბეჭდილია კონფლიქტი, რომელიც  მათ შორის აშშ-ში, სასტუმროში ყოფნისას მოხდა, რა დროსაც მას ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩაარტყა ჩანთა, რომელშიც ჩოგნები იდო. მისი თქმით, ჩანაწერი 2018 წლითაა დათარიღებული.

„რის გამო მირტყამდი, რა ღირსი ხარ შენ ვინმეს უყვარდე. ნაძირალა ხარ. ჩემი სახელი არასდროს ახსენო. ამდენ დარტყმას და ჩემს ცემას ღმერთი არასდროს გაპატიებს, ჩემზე უსამართლო დარტყმას. წადი აქედან, საერთოდ მომშორდი”, – მიმართავს დოროყაშვილი ბასილაშვილს ვიდეო ჩანაწერში.

ამის შემდეგ მოსამართლემ ნიკოლოზ ბასილაშვილს მიმართა დაეფიქსირებინა საკუთარი აზრი.

„ასეთ სისულელეზე როგორ ჩავერთო, არაფერი ჩანს ამ ვიდეოში. მახსოვს იდგა და გიჟივით ყვიროდა, რატომ მირტყამდიო. ვიდეოში ჩანს რომ ვიგინები? ჩემთვის ვიდექი წყნარად… ავიღე ახალი ნომერი და გავედი მშვიდად. ამ ვიდეოში ჩანს ჩემი მხრიდან ძალადობა? რაზე უნდა გავაკეთო კომენტარი?”- განაცხადა ბასიალშვილმა სასამართლო სხდომაზე.

საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელა და ის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ჰესის აფეთქება უკრაინაში რუსეთის შეჭრის კიდევ ერთი დამანგრეველი შედეგია – გუტერეში

"ჩვენ ყველამ ვნახეთ ხერსონის ოლქის ტრაგიკული სურათები, რომლებიც დღეს გამოქვეყნდა მონუმენტური ჰუმანიტარული, ეკონომიკური და...

უკრაინაში ზოოპარკის დატბორვას 300 ცხოველი ემსხვერპლა

რუსების მიერ, კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის განადგურების გამო გამოწვეულ დატბორვას მისი 300 ბინადარი ემსხვერპლა. ინფორმაციას...

მათი პოზიციაა, ქვეყანამ უარი თქვას დასავლეთზე – ფრიდი ღარიბაშვილის გამოსვლაზე

"არ მესმის, რატომ შეიძლება საქართველოს მთავრობამ ფსონი რუსეთზე დადოს, რადგან ეს ახლა კარგ გადაწყვეტილებად...

რუსეთმა გარემოს მასობრივი განადგურების ბომბი ააფეთქა – ზელენსკი კახოვკაზე

"სამწუხაროდ, რუსეთი წელიწადზე მეტია აკონტროლებს როგორც კაშხალს, ასევე მთელ კახოვკას ჰესს. ფიზიკურად შეუძლებელია მისი...

გარემოსდაცვითი და ეკონომიკური შედეგებით კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადგურება შეიძლება გაიგივდეს ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებასთან

მისი გარემოსდაცვითი და ეკონომიკური შედეგების თვალსაზრისით, უკრაინაში კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადგურება შეიძლება გაიგივდეს 5-10 კილოტონიანი...

ცნობილია რომელმა ბრიგადამ ააფეთქა კახოვკას ჰიდროელექტროსადგური

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ კიევს უკვე აქვს ინფორმაცია, რომელმა...

კრემლი კახოვკაზე თავდასხმას უარყოფს და მომხდარს “უკრაინული მხარის დაგეგმილ დივერსიას” უწოდებს

კრემლმა კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგურის განადგურებას '"უკრაინული მხარის მიერ დაგეგმილი დივერსია" უწოდა და უარყო ბრალდებები, რომ...

ზაპოროჟიეს ატომური სადგურის გაგრილებისთვის საჭირო წყლის დონე ეცემა, არსებობს ალტერნატიული რეზერვუარები – IAEA

დღეს დილით რუსი ოკუპანტების მიერ აფეთქებული კახოვკას კაშხლიდან ზაპოროჟიეს ატომური სადგურის რეაქტორების გაგრილება ხდებოდა. ...

მეტეოროლოგები მსოფლიოს კიდევ ერთ ცხელ ზაფხულს უწინასწარმეტყველებენ. გამოქვეყნდა განახლებული 5 წლიანი პროგნოზი

ბოლო რვა წელი ყველაზე ცხელი იყო პლანეტის ისტორიაში, ევროპამ და ჩინეთმა კი გასულ წელს უპრეცედენტო ცხელი ზაფხული გადაიტანეს.  მეტეოროლოგები გვაფრთხილებენ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია...

“იწვევს სუნთქვის ცენტრის დათრგუნვას და სიკვდილს” – ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე განცხადებას ავრცელებს

"ძალიან ბევრ ე.წ. კლუბურ ნარკოტიკში, რომლებიც ითვლება უსაფრთოხოდ, გარეულია "ფენტანილი". "ფენტანილი" კი იწვევს ზედოზირებას - სუნთქვის ცენტრის დათრგუნვას და სიკვდილს" - ამის შესახებ ნარკოლოგი...

„მე ისევ რუსი ვარ“: დეპარდიე ამბობს, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ არ შეცვლილა

მსახიობმა ჟერარ დეპარდიემ განაცხადა, რომ მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ უკრაინაში შეჭრის შემდეგაც არ შეცვლილა. მისი თქმით, ის „ჯერ კიდევ რუსია“. ამის შესახებ ფრანგმა კულტურის...