აქ.ახლა – მარიო ვარგას ლიოსა

თიბისის  საზაფხულო Live-სესიები – აქ.ახლა  სრულდება.

30 ივლისს, 20:00 საათზე, ყველა მსურველს საშუალება აქვს  ვირტუალურად დაესწროს ცნობილი პერუელი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის – მარიო ვარგას ლიოსას სესიას თიბისის და საბას Facebook გვერდების დახმარებით. სესია ასევე ხელმისაწვდომი იქნება გამომცემლობა ინტელექტის და მწერალთა სახლის  Facebook გვერდებზე.

სესია დიალოგის რეჟიმში ჩატარდება და მისი მოდერატორი მთარგმნელი – ლანა კალანდია იქნება.

ინტერვიუ თიბისის ორგანიზებით, გამომცემლობა „ინტელექტთან“ და მწერალთა სახლთან პარტნიორობით დაიგეგმა. სესიის ფარგლებში მწერალი საკუთარი ბიოგრაფიისა და შემოქმედების საინტერესო დეტალებზე ისაუბრებს.

მარიო ვარგას ლიოსა სამხრეთ ამერიკელი მწერალი, ესეისტი, პოლიტიკოსი და ჟურნალისტია. 2010 წელს ნობელის პრემია „ძალაუფლების სტრუქტურის დეტალური აღწერისა და ამბოხებული, მებრძოლი და დამარცხებული ადამიანის ხატოვანი ასახვისათვის” მიიღო.

საყოველთაოდ აღიარებული და მრავალ ენაზე, მათ შორის ქართულადაც, ნათარგმნია მისი რომანები: „ქალაქი და ძაღლები“ (1966), „საუბარი კათედრალში“ (1975), „დეიდა ხულია და სცენარისტი“ (1982), „ბოლო ჟამის ომი“ (1984), „ცუდი გოგოს ოინები“ (2007).

მარიო ვარგას ლიოსას შემოქმედების ერთ-ერთი მთავარი თემა ძალაუფლება და სისტემის წინააღმდეგ აჯანყებული ადამიანია. სწორედ ამას ეძღვნება როგორც მისი ადრეული რომანები, ასევე ქართულ ენაზე უკვე თარგმნილი „ვაცის ნადიმი“ (2001) და „ხუთი კუთხე“ (2018). გარდა ლიტერატურისა, ლიოსა პოლიტიკოსის რანგშიც დაუპირისპირდა დიქტატურას, თუმცა პერუს მაშინდელ დიქტატორთან – ფუხიმორისთან 1990 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხდა.

საქართველოში მისი რომანები „ინტელექტსა“ და „სულაკაურის გამომცემლობას“ აქვთ გამოცემული, მთარგმნელები კი ლანა კალანდია, მაკა გოგოლაშვილი, ელისაბედ ყვავილაშვილი და ამირან გაბესკირია არიან.

მარიო ვარგას ლიოსა თანამედროვე სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ავტორი და ინტელექტუალია, რომელიც ბოლო 50 წლის განმავლობაში მსოფლიოში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში მუდმივად მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

შემცირდეს ჩინოვნიკების ხელფასები – მოქალაქეებმა პეტიციაზე ხელმოწერები დაიწყეს

შემცირდეს ჩინოვნიკების ხელფასები – ვრცელდება პეტიცია, სადაც  მოქალაქეები მოითხოვენ, რომ უახლოესი 6 თვის მანძილზე,...

დღეს ხელისუფლებამ უნდა გაგვამხნევოს – სოსო ფხაკაძე

"ვისოლ ჯგუფისა" და საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტის სოსო ფხაკაძის განცხადებით, ახლა ხელისუფლებამ უნდა გაამხნევოს ბიზნესი. "...

დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ კარტოგრაფები – აქტივისტები საგარეო უწყებასთან აქციას მართავენ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე აქციას...

კოქტეილი –ახალი პროდუქტი მაგთისგან

მაგთი  ლოგოს და ციფრული არხების განახლების შემდეგ მომხმარებელს ახალ, მეგობრულ პროდუქტს სთავაზობს. ის სხვადასხვა...

“იმედის კლინიკის“ ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა

„იმედის კლინიკის“ ექიმი ზაზა იმერლიშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა. კლინიკის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ექიმს თანმხლები დაავადებები: ონკოლოგიური...

საია საკონსტიტუციოს მოუწოდებს, დროულად განიხილოს შეზღუდვების კონსტიტუციურობა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწოდებს, დაჩქარებულ ვადაში შეისწავლოს მთავრობის მიერ დაწესებული საკარანტინო...

ქუთაისის მერს კორონავირუსი დაუდგინდა

ქუთაისის ახლად არჩეულ მერს იოსებ ხახალეიშვილს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ის სოციალურ ქსელში ავრცელებს. "მეგობრებო, მეც...

სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების დასახმარებლად 500 00 ლარი გამოიყოფა – კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების დასახმარებლად ნახევარი მილიონი გამოიყოფა. მისივე განცხადებით,...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

საქართველოს კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას ითხოვს

საქართველოს კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის სისტემაში შექმნილი კრიზისისა და მძიმე მდგომარეობის გამო ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს. ამის შესახებ კლინიკების ასოციაციის მიერ გავრცელებულ...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო