აღკვეთის ღონისძიების საკითხს სტრასბურგის სასამართლოში გავასაჩივრებთ – კობაიძე

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული მორაგბეების არჩილ გაგნიძისა და ვასილი მახარაზის ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა, რომ აღკვეთის ღონისძიების საკითხს სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებს.

მისი თქმით, ქვეყანაში ისევ შერჩევითი სამართალია.

„მოსამართლეს ხმა უკანკალებდა, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ მასზე შესაძლოა განხორციელდა ფსიქოლოგიური ან სხვაგვარი ზემოქმედება. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენს ქვეყანაში კვლავ შერჩევითი სამართალია და ისეთ ადამიანებს, რომლებიც არიან მოქმედი სპორტსმენები, უდანაშაულო ადამიანები უწევთ იმის მტკიცება,რომ მათ ამ ტრაგედიაში არანაირი მონაწილეობა არ მიუღიათ”,– ამბობს კობაიძე.

ადვოკატი დარწმუნებულია, რომ სტრასბურგის სასამართლო სხვანაირად იმსჯელებს.

“რა თქმა უნდა, ყველანაირ სამართლებრივ ბერკეტს გამოვიყენებთ მათ შორის ვაპირებთ, რომ აღკვეთის ღონისძიების საკითხი გავასაჩივროთ სტრასბურგის სასამართლოში და დარწმუნებული ვართ, რომ სტრასბურგის სასამართლო სხვაგვარად იმსჯელებს. მე არ მაქვს იმედი, რომ თბილისის სააპელაციო კოლეგია იქნება მოწოდების სიმაღლეზე და ამ გადაწყვეტილებას შეცვლის. საზოგადოებისა და პროკურატურის ზეგავლენის ქვეშ არის მოქცეული სასამართლო და სამარცხვინოა ასეთ მოსამართლეებს,რომ ვხედავთ“, -განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

შეგახსენებთ, რომ მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ 17-ვე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შუეფარდა.

თუ უნდა, სამივე დააყენოს [გახარიამ] – კალაძე არველაძეებზე

მედიაში რამდენჯერმე გაჟღერდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა თბილისის მერობის კანდიდატად გიორგი გახარიას პარტიიდან აჩი არველაძემ...

უნდა ითქვას, რომ კი არ სცდება, საქართველო ასცდა ევროპულ გზას – ჯაფარიძე პარტნიორებს

გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, აშშ-ს საელჩოს განცხადება ოცნების მიერ შეთანხმების...

ბათუმში ბერლინელ დიჯეის ჰომოფობიურ ნიადაგზე ფიზიკურად გაუსწორდნენ

ბერლინელი დიჯეის, Phase Fatale-ის თქმით, ბათუმში ჰომოფობიურ ნიადაგზე ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის შესახებ ის Instagram-ზე...

გურამ თუშიშვილი ფინალში დამარცხა და ვერცხლის მედალი მოიპოვა

100+ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველი ძიუდოისტი, გურამ თუშიშვილი ტოკიოს ოლიმპიადის ფინალში დამარცხა და ვერცხლის...

ხვალ საქართველოში Pfizer-ის 168 000 დოზა შემოვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ხვალ „ფაიზერის“ 168 000 დოზა შემოვა. „ხვალ...

ნაციონალურ მოძრაობას რიგგარეშე არჩევნების შიში აქვს – ხუხაშვილი

ცხადია, რომ 43%-იანი დათქმის ჩაშლა ძალაუფლების დაკარგვის ზღვარგადასულმა შიშმა განაპირობა. ამასთანავე, მრჩება შთაბეჭდილება, რომ არც...

გურამ თუშიშვილმა რუსი მეტოქე დაამარცხა და ოლიმპიადის ფინალში გავიდა

+100 წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველი ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი ოლიმპიური თამაშების ფინალშია. მან ნახევარფინალში რუსი მეტოქე...

ღარიბაშვილი იმაზე მეტხანს იქნება პრემიერი, ვიდრე გვარამიას წარმოუდგენია – ამილახვარი

ქართული ოცნების" დეპუტატი, გიორგი ამილახვარი კითხვას, როდის გადადგება ირაკლი ღარიბაშვილი, ირონიით პასუხობს. მისი თქმით, პრემიერი...

AstraZeneca–ს წარმოებამ მილიარდ დოზას მიაღწია

ბრიტანულ–შვედურმა კომპანია AstraZeneca–მ განაცხადა, რომ მის მიერ წარმოებული ვაქცინების რაოდენობამ ერთ მილიარდს მიაღწია. ეს მილიარდი დოზა მსოფლიოს 170 ქვეყანაში განაწილდა. “ეს შესანიშნავი ამბავია ჩვენთვის, მეცნიერთა...

შესაძლებელია თუ არა ჭაღარა თმას კვლავ ძველი ფერი დაუბრუნდეს–ახალი კვლევა

იმის შესახებ, რომ ძლიერი სტრესისგან გაჭაღარავება შეიძლება, თანაც ზოგჯერ ერთ ღამეში, დიდი ხანია ცნობილია. განსაკუთრებით ბევრი ასეთი შემთხვევაა ცნობილი ომიანობის, ბუნებრივი კატაკლიზმების და მოულოდნელი...

“ტრავმირებული ვარ, უბედური ვარ, ძილი არ შემიძლია“–ბრიტნი სპირსმა სასამართლოს მისი მეურვეობის საქმეზე ჩვენება მისცა

39 წლის პოპ ვარსკვლავმა, ბრიტნი სპირსმა პირველად მოითხოვა სასამართლოსგან პირადად, მოუხსნან მისი მამის მეურვეობა, რომელიც 2008 წლიდან მის საკონცერტო მოღვაწეობას და ფინანსებს აკონტროლებს. მან...