“აშშ-მ სანქციებზე უნდა მიანიშნოს” – კელი და კრამერი საქართველოს შესახებ

„საქართველო, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში, ავტორიტარიზმის ზღვის ფონზე, საპარლამენტო დემოკრატიის კუნძულად განიხილებოდა, – ახლა არასტაბილური, ერთპარტიული რეჟიმის ზღვარზე დგას“ – საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, იან კელი და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, დევიდ კრამერი ამის შესახებ ორშაბათს გამოქვეყნებულ ერთობლივ წერილში წერენ.

„როგორ უნდა უპასუხოს აშშ-მა, საქართველოში არსებულ პრობლემას“ – ამ სათაურით გამოქვეყნებულ წერილში დიპლომატები ამბობენ, რომ საქართველოს ამერიკის მხარდაჭერსა და გამხნევება სჭირდება.

ონლაინ გამოცემა „The Bulwark”-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში კელი და კრამერი საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს მიმოიხილავენ და აფასებენ. დიპლომატები საკუთარ ხედვაზე საუბრობენ, როგორ უნდა უპასუხოს აშშ-მა, საქართველოში არსებულ კრიზისს.

„ევროკავშირის კეთილშობილური, მაგრამ ჯერჯერობით წარუმატებელი მცდელობა, მედიაცია გასწიოს, შეერთებული შტატებისგან გაძლიერებას საჭიროებს. შეერთებულ შტატებს აქვს დიდი ინტერესი, საქართველომ შეასრულოს თავისი სუვერენული არჩევანი, შეუერთდეს დასავლეთს და იარსებოს, როგორც სტაბილურმა დემოკრატიამ აღმოსავლეთ-დასავლეთის კრიტიკულ სავაჭრო და ენერგეტიკულ დერეფანში.

მიუხედავად იმისა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია არაერთი, სხვადასხვა ტიპის საშინაო და საგარეო პოლიტიკური გამოწვევის წინაშე დგას, შეერთებულმა შტატებმა უნდა წაახალისოს კრიზისის მოგვარება და გამოიყენოს თავისი მნიშვნელოვანი გავლენა — მათ შორის მიანიშნოს სანქციების დაწესებაზე იმ ადამიანებისთვის, ვინც პასუხისმგებელია ქვეყნის ზღვარზე მიყვანაზე” – ნათქვამია დიპლომატების ერთობლივ წერილში.

კელი და კრამერი აცხადებნ, რომ ამ ნაბიჯების გადადგიმსთვის, სჭიროა სახელმწიფო დეპარტამენტის გუნდის სრული შემადგენლობა დამტკიცდეს. ამ დროისთვის, უწყებაში მხოლოდ სამი ოფიციალური მაღალი რანგის პირია დამტკიცებული. ჯერ კიდევ არ არის არავინ დამტკიცებული, სახელმწიფო მდივნის ასისტენტის თანამდებობაზე.

თუმცა, ვიდრე სახელმწიფო დეპარტამენტში გუნდის სრული შემადგენლობა დამტკიცდება, დიპლომატებს მიაჩნიათ, რომ პროცესში კონგრესის წარმომადგენლების უნდა ჩაერთნონ.

„კონგრესის წამყვანმა წევრებმა, ორპარტიულ საფუძველზე, უნდა შეასრულონ დროებითი სპეციალური დესპანის მოვალეობა და დაგეგმონ ოფიციალური ვიზიტი თბილისში“ – აცხადებენიან კელი და კრამერი.

„ერთადერთნი, ვინც საქართველოში არასტაბილურობითა და ქაოსით სარგებლობენ, კრემლში სხედან. ამის გაცნობიერება უნდა იყოს გამაფრთხილებელი ნიშანი საქართველოში და დასავლეთში მყოფი საქართველოს მეგობრებისთვის, რომ ნიკა მელია დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, რის შემდეგაც, ყველა მხარემ უნდა იმუშაოს კოპრომისზე, პარლამენტში მრავალპარტიოული წარმომადგენლობის საფუძველზე. შეერთებულ შტატებს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია, მაგრამ ამისთვის სწრაფად მოქმედებაა საჭირო“ – ნათქვამია წერილში.

ნინო სუხიშვილი პოლიციას მადლობას უხდის

სუხიშვილების ნაციონალური ბალეტის მთავარი პროდიუსერი, ნინო სუხიშვილი პოლიციას ფეისბუქით უხდის მადლობას. მიზეზი დანაშაულის გახსნაა,...

ესტონეთი საქართველოს 100 000 დოზა ვაქცინას გადასცემს

ესტონეთი საქართველოს ვაქცინის 100 000 დოზას გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ...

დაპირება არ შესრულდა – რკინის ჯებირები აიღეს თუმცა “ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეებს ხეობაში ისევ არ...

დაპირება არ შესრულდა - რკინის ჯებირები აიღეს თუმცა "რიონის ხეობის მცველებს"  ხეობაში კვლავ არ...

საქართველოს პარლამენტი ლოგოს შესამუშავებლად, საჯარო კონკურსს გამოაცხადებს

„საქართველოს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო პარლამენტია.  მიმაჩნია, რომ ნებისმიერი დაინტერესებული პირს შეუძლია, მონაწილეობა მიიღოს პარლამენტის...

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თანამდებობაზე 46 მოსამართლე დანიშნა – სია

დღეს 17 ივნისს  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ცნობით მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევ კონკურსზე საბჭომ თანამდებობაზე 46...

“კლანის” არსებობა სასამართლო სისტემაში ანგრევს კანონის უზენაესობას – ვიოლა ფონ კრამონი

"კლანის" არსებობა სასამართლო სისტემაში ანგრევს კანონის უზენაესობას - ამის შესახებ, ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი...

ბაბუა საბჭოს წევრია, შვილი მოსამართლე, შვილიშვილი მურუსიძის ცოლის ნათლული. კი ბატონო ვიცხოვროთ ასე –...

"ბაბუა საბჭოს წევრია, შვილი მოსამართლედ გააყვანინა და შვილიშვილი მურუსიძის ცოლს მოანათვლინა. "- იუსტიციის საბჭოს...

გურამ კაშია და ჯაბა კანკავა კარიერას ბრატისლავის “სლოვანში” გააგრძელებენ

საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა და ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია კარიერას სლოვაკეთის ჩემპიონ ბრატისლავას "სლოვანში"...

კომუნიკაციების კომისიამ “მთავარი არხი“ და “იმედი“ დააჯარიმა

კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ და „ტელეიმედი“ გადაცემებში პროდუქტის განთავსების (ProductPlacement) წესების დარღვევის გამო დააჯარიმა. კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, კოვიდ 19-ის პანდემიის გათვალისწინებით, მაუწყებლებს კანონდარღვევისთვის ჯარიმის...

ნაპოვნია კოვიდის ახალი წამალი, რომელსაც მძიმე ფორმებით დაავადებულების გადარჩენა შეუძლია

მედიკოსებმა, ფარმაცევტებმა და მეცნიერებმა კოვიდის მძიმე ფორმით დაავადებულთათვის ახალი წამალი აღმოაჩინეს.  ეს არის ანტისხეულების კოქტეილი, რომელიც ყველას ვერ გადაარჩენს, თუმცა ბევრი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. ახალი,...

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმარს საიდუმლოდ ესტუმრა

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმართან მოულოდნელი ვიზიტისას შენიშნეს. 46 წლის მსახიობი მის პირველ ქმარს, 48 წლის ჯონი ლი მილერს ნიუ იორკში ესტუმრა. ჯოლი ნიუ იორკში ბავშვებთან...