აშშ–ს გამოძიების ფედერალური ბიურო არკვევს, საიდან მოხვდა ამერიკული ჩიპები რუსულ იარაღში

აშშ–ს ვაჭრობის სამინისტრო, რომელიც ქვეყნის ექსპორტს აკონტროლებს გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტებთან ერთად ატარებს გამოძიებას იმის დასადგენად, საიდან მოხვდა რუსეთში ამერიკული კომპიუტერული ჩიპები, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე რუსულ სამხედრო ტექნიკაში აღმოჩნდა. გამოცემა The Washington Post წერს, რომ აგენტები ტექნოლოგიურ კომპანიებს უსვამენ კითხვებს იმის შესახებ, როგორ აღმოჩნდა დასავლური ჩიპები და კომპონენტები რუსეთის სარადარო  სისტემებში, უპილოტო აპარატებში, ტანკებში, სახმელეთო საკონტროლო აღჭურვილობაში და ა.შ.

“ჩვენი ამოცანაა აღვადგინოთ მთელი გზა ამერიკელი მიმწოდებიდან ბოლო წერტილამდე რათა დავადგინოთ, როგორ მოხვდა ეს პროდუქცია შეიარაღების სისტემაში. ის, რომ კომპანიის ჩიპი რუსულ შეიარაღებაშია აღმოჩენილი, არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამ კომპანიის მიმართ გამოძიება დავიწყეთ. თუმცა, ჩვენ დავიწეთ იმის გამოძიება, როგორ მოხვდა ამ კომპანიის ჩიპი სისტემაში“– ამბობს ვაჭრობის სამინისტროს ერთ–ერთი თანამშრომელი.

რუსული ფრთოსანი რაკეტა X-101–ის მიკროსქემები

ზუსტად რომელი კომპონენტების გარშემო მიმდინარეობს გამოძიება, უცნობია. თუმცა დასავლური ელეტრონიკის ბევრი კომპონენტი, რომლებიც რუსულ იარაღში იპოვნეს, ბევრი წლის წინ არის წარმოებული –მანამდე, სანამ აშშ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, 2014 წლიდან რუსეთს საექსპორტო შეზღუდვებს დაუწესებდა.

თუმცა, ბრიტანული საგამოეძიებო ორგანიზაცია Conflict Armament Research (CAR)–ის ინფორმაციით, ზოგიერთი ჩიპი სულ ახალახანს, 2020 წელს არის წარმოებული.

გამოცემა წერს, რომ ბევრი წლის განმავლობაში დასავლურ კომპანიებს შეეძლოთ საბაზო კომპიუტერული ჩიპები რუსული სამხედრო სტრუქტურებისთვის კანონიერად მიეყიდათ, აშშ–ს მთავრობის წინასწარი ნებართვის გარეშე, ამიტომაც უკანონო გაყიდვების გამოსავლენად აუცილებელია ჩიპის ტიპი და მისი გაყიდვის თარიღი დაზუსტდეს.

გამომძიებლებმა ეს ჩიპი რუსული უპილოტო მზვერავი აპარტიდან ამოიღეს

ტრანზაქციების თავიდან ბოლომდე გამოვლვენა ძალიან შრომატევადი საქმეა, რადგან ელექტრონული კომპონენტები ხშირად დისტრიბუციის გრძელ ჯაჭვს გადიან, სანამ კონკრეტულ მომხმარებლამდე მივლენ. ამჟამად ამერიკელი აგენტები კომპანიებს ეკითხებიან, გაყიდეს თუ არა მათ საკუთარი პროდუქცია გარკვეულ კომპანიებზე, მათ შორის შუამავლებზე, რომლებიც შეიძლება მიწოდების ჯაჭვში იყვნენ ჩართული.

ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ აშშ–ს ხელისუფლება ათწლეულების მანძილზე აკონტროლებდა რუსეთში მაღალტექნოლოგიური ჩიპების გაყიდვებს, რომლებიც სამხედრო მოხმარებისთვის იყო განკუთვნილი, და ექსპორტიორებისგან სამთავრობო ლიცენზიის მიღებას ითხოვდა. თუმცა, ელექტრონიკის გაყიდვა ამ ზღვარს ქვევით, 2014 წლამდე შეზღუდული არ ყოფილა. მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო აშშ–მ ექსპორტიორებისგან ლიცენზიის მოთხოვნა ჩიპების უფრო ფართო სპექტრზე, რუსული სამხედრო ინდუსტრიისთვის მიყიდვისას.

ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის საკითხი, ვკისრულობთ ვალდებულებას შემდგომ მხარდაჭერაზე–შარლ მიშელი

“გასულ კვირას ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების  პერსპექტივის საკითხი, ვკისრულობთ ვალდებულებას შემდგომ მხარდაჭერაზე,...

შესაძლო სცენარების უმრავლესობაში რუსეთი კიდევ უფრო დიდი საფრთხე გახდება–ბრიტანეთის გენშტაბის ახალი უფროსი

ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაურის, გენერალ პატრიკ სანდერსის თქმით რუსეთი, სავარაუდოდ უკრაინასთან ომის დასრულების...

რუსეთმა პენტაგონის კოორდინატები გაასაჯაროვა

რუსეთის კოსმოსურმა სააგენტომ დასავლური ქვეყნების თავდაცვის უწყებების და სხვა სამთავრობო შენობების კოორდინატები გაასაჯაროვა, მათ...

აშშ განაგრძობს საქართველოს მისწრაფებების მხარდაჭერას NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით – შაჰინი

"სასიამოვნო იყო საქართველოს დელეგაციიდან პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს მისწრაფებების მხარდაჭერას ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ვცდილობთ ვიყოთ...

ქართველი ხალხი ყოველდღე ცხოვრობს რუსული აგრესიის ფრონტის ხაზზე – ჯონსონი

„ქართველი ხალხი ყოველდღე ცხოვრობს რუსული აგრესიის ფრონტის ხაზზე. პუტინს არ უნდა მივცეთ უფლება, გამოიყენოს...

პრემიერმა მიშელს უთხრა, რომ EU-ს კანდიდატობისთვის საქართველო აქტიურად იმუშავებს – მთავრობა

"პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ  საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილება იყო. ამით ევროპულმა საბჭომ და...

უკრაინამ აზოვსტალის მცველი 95 მებრძოლი ტყვეობიდან გამოიხსნა

უკრაინული ტელეგრამ არხები და მედია ავრცელებენ ინფორმაციას, რომ უკრაინამ აზოვსტალის დამცველი 95 მებრძოლი ტყვეობიდან...

“ბიძინას მთავარი მტერი დღეს არის მისივე ამპარტავნება…“–გია ხუხაშვილი

“ბიძინას მთავარი მტერი დღეს არის მისივე ამპარტავნება…მითი მის შეუმცდარობასა და უძლეველობაზე, რომელიც მასზე მიტმასნილმა...

“პრეზიდენტზე ზეწოლა მისი ოჯახის მეშვეობით შესაძლებელია“–ელენა ზელენსკას ინტერვიუ

უკრაინაში რუსეთის ფართომაშტაბიანი შეჭრის შემდეგ ელენა ზელესკას შვილებთან, ალესანდრასთან და კირილთან ერთად უკრაინის ტერიტორია არ დაუტოვებია, თუმცა რეგულარულად იცვლიდა ადგილს უსაფრთხოების მიზნით. ამის შესახებ...

ლუდმა შეიძლება ნაწლავების მუშაობა გააუმჯობესოს – მეცნიერების ახალი კვლევა

ითვლება, რომ მიკრობული მრავალფეროვნება ადამიანის ნაწლავებში თავად ნაწლავების ჯანმრთელობის საფუძველია. ახალი კვლევა ვარაუდობს, რომ ლუდის ზომიერი მოხმარება შეიძლება დადებითად მოქმედებდეს ამ მრავალფეროვნების შენარჩუნებაზე. ამასთან,...

ერთი სიგარეტის კოლოფიც კი არ მახსოვს ივანიშვილისგან–თემურ თათარაშვილს ლანძღვა მობეზრდა და ოცნების აქტიურ მხარდაჭერას აღარ აპირებს

მომღერალ თემურ თათარაშვილს ოცნების ღია მხარდაჭერას აღარ აპირებს. ამის შესახებ მომღერალი ფეისბუქზე წერს. ის ამბობს, რომ ოცნების მხარდაჭერის გამო თავდასხმების მსხვერპლია: "ბევრი ვიფიქრე მეგობრებო და...