აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ინდივიდუალური შეხვედრები მიმდინარეობს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ინდივიდუალური შეხვედრები მიმდინარეობს. შეხვედრას ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი კარლ ჰარცელიც ესწრება.

როგორც „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ისინი ბიძინა ივანიშვილისგან არჩევნების ახალი თარიღის დანიშვნას ელოდებიან.

„ოპოზიციურ პარტიებს ხელი გვაქვს დეკლარაციაზე მოწერილი, რომლის თანახმადაც, არავინ ვაპირებთ ამ გზით შეთითხნილ პარლამენტში შესვლას და ხელახალ არჩევნებს ვითხოვთ. შესაბამისად, ველოდებით ივანიშვილისგან ახალი არჩევნების თარიღს და მხოლოდ ამ თემაზე შეიძლება იყოს კონსულტაციები.

მესამე რაუნდამდეც, მეორე და პირველ რაუნდამდეც იყო ერთი-ერთზე კონსულტაციები იმ ლიდერებთან, ვისთანაც ეს საჭიროდ ჩაითვალა. შესაბამისად, ამის რეგალამენტაცია შეუძლებელი გახლავთ, ვინაიდან ფასილიტატორი ელჩები თავისი პრობლემების წინაშე დგანან, მათი ამოცანაა, რაც შეიძლება მალე გამოვიდეთ შექმნილი ჩიხური ვითარებიდან, დღეს ასე ჩათვალეს საჭიროდ. არ ვიცი ამას, მესამე რაუნდი დაერქმევა, თუ მეხუთე, მაგრამ ველოდებით ივანიშვილის წარომადგენლებს უკვე წინადადებით, რომ ამა და ამ დროს ინიშნება არჩვენები და არსებული საარჩევნო კომისიების ბუნდღა არ იქნება ქართულ რეალობაში.

ინდივიდუალური შეხვედრების შემცვლელი ფორმატი საკაცობრიო დიპლომატიამ ვერ გამონახა. სად ერთი-ერთზე კონტაქტი, სადაც ბევრად იოლადაა შესაძლებელი მეტი არგუმენტები გადმოალაგო შენი არგუმენტების დასაცავად და სად, მრავალფორმატიანი კონსულტაცია, სადაც რეგლამენტიც და დროც შეზღუდულია. ისევ ჩვენ გვიფრთხილდებიან ელჩები, როცა გვაძლევენ საშუალებას, უფრო ფართო და მეტი არგუმენტებით დავუსაბუთოთ ჩვენი პოზიციები“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

ეს გადაწყვეტილება რუსეთისთვის ლახვარია – დავით ჯანდიერი სტრასბურგზე

"ეს გადაწყვეტილება რუსეთისთვის ლახვარია"-  იურისტი დავით ჯანდიერი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ...

კორონავირუსის ახალი შტამი, შესაძლოა, უფრო მომაკვდინებელი იყოს – ბორის ჯონსონი

ადრეული მტკიცებულებების თანახმად, დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი შტამი, შესაძლოა, უფრო მეტად მომაკვდინებელი იყოს...

ორთაჭალაში ორსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა

ორთაჭალაში, ბაზოვის ქუჩაზე ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ორსართულიან საცხოვრებელ სახლს ეკიდა. როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების...

ორი კაცი რასაც გამოვგლეჯთ აგერ ნახავთ – “მოქალაქეები”

"ორი კაცი რასაც გამოვგლეჯთ აგერ ნახავთ"-  ამის შესახებ, "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა "მთავარი არხის"...

“ქართველებს შეაგინე და საქართველოზე უარი თქვიო” – დათა პაპას შვილიშვილი ოკუპანტებს გამოექცა

"ქართველებს შეაგინე და საქართველოზე უარი თქვიო" - დათა ვანიშვილის შვილიშვილის, მალხაზ ვანიშვილის განცხადებით, ხურვალეთის...

“ამ გადაწყვეტილებით ბიზნესი მოვკალით” – რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე შეზღუდვებზე

"ამ გადაწყვეტილებით ბიზნესი მოვკალით"  - რესტორატორთა ასოციაციის თავჯდომარე შოთა ბურჯანაძე ამბობს, რომ ბიზნესის სექტორი დაწესებული...

ბოლო 8 წელში ოპოზიციამ აქციაზე 10 ათას კაცს ვერ მოუყარა თავი – სუბარი

ქართული ოცნების წევრი სოზარ სუბარი ამბობს, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ 200–300 ათასიანი აქციები...

გაუქმდა STOP COVID აპლიკაცია, რომელშიც ბიუჯეტიდან 412 ათასი ლარი დაიხარჯა

STOP COVID აპლიკაცია, რომელშიც ბიუჯეტიდან 412 116 ლარი დაიხარჯა, გაუქმდა. "აპლიკაცია STOP COVID აპლიკაციის სარგებლობის ვადა...

სხვა სიახლეები

“МВД უნდა დავითრიოთო.მთავარია,ვასიკომ სადმე კონსპირაციულ ბინაში არ მიაძინოს“–ელისო კილაძე კობახიძეზე

ქრონიკა +–ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების ახალ თავმჯდომარეს, ირალკი კობახიძეს შსს–ს ხელში ჩაგდებაზე ოცნებობდა, თუმცა ივანიშვილმა აშკარად აჩვენა, ვის ხელშია რეალური...

ჯანმრთელობა

კოვიდგადატანილთა მესამედი კვლავ საავადმყოფოებში ხვდება– ახალი კვლევა

პანდემიის პირველი ტალღისას კორონავირუსით დაინფიცირებულ  და გამოჯანმრთელებულ ბრიტანელ პაციენტთა  30% შემდგომი 5 თვის განმავლობაში კვლავ საავადმყოფოში მოხვდა. ამის შესახებ ლესტერის უნივერსიტეტის და სტატისტიკის ეროვნული...

შოუ ბიზნესი

“რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ“–ნინი ქარსელაძის დედა აღიარებს, რომ მისი შვილი გათხოვდა

ნინი ქარსელაძის დედა, ხათუნა ჟორდანია ფეისბუქზე წერს, რომ მისი შვილი გათხოვდა: “რადგან ბევრმა სააგენტომ გაავრცელა, დავწერ მეც!!!! ჩემი შვილი გათხოვდა უკვე დიდი ხანია რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ. ახლა...

ვიდეო