აშშ–ს სახელმწიფო მდივანსა და გიორგი გახარიას შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ამერიკის სახელმწიფო მდივანსა და საქართველოს პრემიერ მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ინფორმაცია გახარიას ფეისბუქ გვერდზე, პომპეოს ტვიტერის გვერდზე და სახელმწიფო დეპარტამენტის გვერდზე გამოქვეყნდა.

“დღეს პრემიერმინისტრ  გიორგი გახარიასთან საქართველოში თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების მნიშვნელობაზე ვისაუბრე. ყოველთვის დავუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს რუსული ოკუპაციის წინაშე” – დაწერა პომპეომ ტვიტერზე.

აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით  პომპეომ კონსტიტუციური ცვლილებები შეაფასა და ნაწილობრივ პროპორციული საარჩევნო სისტემის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

გიორგი გახარიასა გვერდზე კი უფრო ვრცელი ინფორმაცია ქვეყნდება, რომლის მიზედვით აშშ–ს სახელმწიფო მდივანსა და გახარიას შორის სატელეფონო საუბრისას  მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი საკითხები განიხილეს.

“სატელეფონო საუბარი გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკლ პომპეოს ხელმძღვანელობით ვაშინგტონში დაგეგმილი საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის პლენარული სესიის გადადებასთან დაკავშირებით, რისი მიზეზიც გახდა კოვიდ-19-ის პანდემია. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ პლენარული სხდომა წლის ბოლომდე გაიმართება.


მხარეებმა გლობალური პანდემიის საერთო გამოწვევებზე ისაუბრეს და ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების დინამიკა განიხილეს. სახელმწიფო მდივანმა მაღალი შეფასება მისცა პანდემიასთან ბრძოლის კუთხით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ეფექტურ ნაბიჯებს.


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აშშ-ს კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების, მათ შორის ლუგარის ცენტრის შექმნის, ასევე პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში გაწეული მხარდაჭერისთვის. მთავრობის მეთაურმა ასევე ხაზი გაუსვა აშშ-ის მრავალმხრივ დახმარებას, რაც ორი ქვეყნის ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობის საფუძველია.


გიორგი გახარიამ სატელეფონო საუბრისას ხაზი გაუსვა მაიკლ პომპეოს პერსონალურ მხარდაჭერას საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და უსაფრთხოებისადმი და აღნიშნა, რომ სიამოვნებით უმასპინძლებს სახელმწიფო მდივან პომპეოს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მისთვის მოსახერხებელ დროს.


საუბრისას ხაზი გაესვა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებას მთელი რიგი მიმართულებებით. პრემიერმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და აშშ შორის უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავებაზე, პრემიერმა ასევე ისაუბრა ქვეყნის მთავარ გამოწვევაზე – ოკუპაციასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე მდგომარეობაზე. გიორგი გახარიამ მაიკლ პომპეოს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია კოვიდ-19 ის კრიზისის მიუხედავად, რუსეთის განგრძობად აგრესიულ ქმედებებზე, კერძოდ ეთნიკური ქართველების გატაცებისა და დაკავების ფაქტებზე. პრემიერმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე ისაუბრეს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე.


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.


საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს. ხაზი გაესვა შავი ზღვის უსაფრთხოების როლს რეგიონის და ზოგადად ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო წარმოადგენს აშშ-ს, ნატოსა და ევროკავშირის საიმედო პარტნიორს შავი ზღვის რეგიონში.


მხარეებმა ასევე ისაუბრეს ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე და ამერიკული ინვესტიციების მოზიდვაზე.


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა ავღანეთში მიმდინარე ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ საქართველოს მონაწილეობა და ქართველი სამხედროების მიერ გამოვლენილი განსაკუთრებული პროფესიონალიზმი.


სატელეფონო საუბრისას, ასევე ყურადღება დაეთმო მომავალ საპარლამენტო არჩევნებსა და განხორციელებულ საარჩევნო რეფორმებს. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ახლახან მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები ხელს უწყობს პოლიტიკური პლურალიზმის გაზრდას საქართველოს პარლამენტში და ხელს შეუწყობს პოზიტიურ ცვლილებებს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებასა და დემოკრატიულ პროცესში. გიორგი გახარიას თქმით, საქართველოს პარლამენტმა ასევე გაითვალისწინა ეუთო/ODIHR-ის რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი და ხელისუფლებამ ძალისხმევა არ დაიშურა საარჩევნო პროცესის გაუმჯობესებისთვის. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ელჩ კელი დეგნანის ჩართულობის როლს ამ პროცესში და აღნიშნა, რომ დიპლომატს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებაში.


საუბრისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს საპარლამენტო არჩევნების მაქსიმალურად გამჭვირვალე, თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების მნიშვნელობას ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.“–ნათქვამია გახარიას გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

როდესაც ჩვენი გუნდის მინისტრები მოდიან, მწვავე კითხვების დასმას არ ვერიდებით – ზარქუა

ოცნების დეპუტატი ირაკლი ზარქუა ირწმუნება, რომ პარლამენტში მისულ მინისტრებს მმართველი გუნდის წევრები მწვავე კითხვებს...

იტალიამ AstraZeneca-ს 250 ათასი დოზა ვაქცინის ავსტრალიაში შეტანა დაბლოკა

იტალიამ AstraZeneca-ს 250 ათასი დოზა ვაქცინის ავსტრალიაში ექსპორტი დაბლოკა. იტალია ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, რომელმაც ექსპორტის...

5 მარტი: გამოვლინდა COVID-19-ის 390 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 10 პაციენტი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 390 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 172 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 10...

კარტოგრაფების საქმეს აშკარად გააჩნია პოლიტიკური ან სხვა მოტივი – სახალხო დამცველი

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ე. წ. კარტოგრაფების საქმეზე სასამართლოს მეგობრის (amicus curiae) მოსაზრებით...

პლებისციტი ხაფანგია, რომელშიც თუ ოპოზიცია თავს გაყოფს, დამარცხდება – იოსელიანი

პარტია „მოქალაქეების“ ერთ–ერთი ლიდერის, ლევან იოსელიანის განცხადებით, პლებისციტი ხაფანგია და თუ მასში ოპოზიცია თავს გაყოფს, აუცილებლად...

დღეს პარლამენტში ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ

დღეს პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს "მინისტრის საათის" ფორმატში მოუსმენენ. ის დეპუტატებს სამინისტროს...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში 02:40 საათზე მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი აცხადებს, რომ მიწისძვრის ეპიცენტრი დაბა ყაზბეგთან,...

მიშაც ცდება ხანდახან, პლებისციტზე ასეთი დარტყმით, შეცდა – ბერძენიშვილი

''მიშაც ცდება ხანდახან, პლებისციტზე ასეთი დარტყმით, შეცდა''- ასე ეხმაურება ''რესპუბლიკური პარტიის'' წევრი დავით ბერძენიშვილი...

სხვა სიახლეები

“მერკი” კონკურენტ კომპანიას, Johnson & Johnson-ს ვაქცინის დამზადებაში დაეხმარება

ამერიკული ფარმაკო-გიგანტი "მერკი"  კონკურენტ კომპანიას "ჯონსონ და ჯონსონს" კორონავირუსის ვაქცინის წარმოებაში დაეხამრება რათა ვაქცინის წარმოება დაჩქარდეს. ეს შეთანხმება უზრუნველყოფს, რომ უახლოეს თვეებში, აშშ-ს ჯანდაცვას მილონობით...

ჯანმრთელობა

“მერკი” კონკურენტ კომპანიას, Johnson & Johnson-ს ვაქცინის დამზადებაში დაეხმარება

ამერიკული ფარმაკო-გიგანტი "მერკი"  კონკურენტ კომპანიას "ჯონსონ და ჯონსონს" კორონავირუსის ვაქცინის წარმოებაში დაეხამრება რათა ვაქცინის წარმოება დაჩქარდეს. ეს შეთანხმება უზრუნველყოფს, რომ უახლოეს თვეებში, აშშ-ს ჯანდაცვას მილონობით...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო