აშშ-ს ჰელსინკის კომისია ევროპულ საბჭოს მოუწოდებს სტატუსი სამივე ქვეყანას მიანიჭოს

აშშ-ის ჰელსინკის კომისია ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებამდე ერთი დღით ადრე ევროპელ პარტნიორებს მოუწოდებს, უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, კანდიდატი ქვეყნის სტატუსი საქართველოსაც მიანიჭონ.

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ ბენ კარდინმა, თანათავმჯდომარე სტივ კოენმა, სენატორმა როჯერ ვიკერმა და დეპუტატ ჯო უილსონმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ კანდიდატის სტატუსის სამივე ქვეყნისთვის მინიჭება მათ მისცემს ბრძოლის შანსს, საერთო ევროპულ ოცნებაში.

“მივესალმებით ევროკომისიის ისტორიულ გადაწყვეტილებას უკრაინასა და მოდლოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციის შესახებ. ყველა ქვეყანას აქვს სუვერენული უფლება აირჩიოს საკუთარი ალიანსები და განსაზღვროს საკუთარი საგარეო პოლიტიკა. უკრაინისა და მოლდოვას მოსახლეობას დიდი ხანია აქვს დასავლეთთან ინტეგრაციის ოცნება. ევროკომისიის რეკომენდაცია აჯილდოებს მათ დაჟინებულ ძალისხმევას ამ მისწრაფებების განსახორციელებლად, დაუნდობელი რუსული აგრესიის პირობებში.

ქართველმა ხალხმა ასევე ბევრი მსხვერპლი გაიღო თავისი ევროპული იდენტობისთვის რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, რუსეთის აგრესიისა და მტკივნეული რეფორმების გამოწვევების მიუხედავად. მათ აჩვენეს, რომ შეუძლიათ გაუმკლავდნენ გამოწვევას, თუ გზა ნათელია. გვჯერა, რომ უნდა შესთავაზონ ევროკავშირის წევრობის თანაბრად კონკრეტული საგზაო რუკა.

ლიბერალური დემოკრატიისკენ მიმავალი გზა არასდროს არის შემთხვევითი წარუმატებლობისა და შემოვლითი გზების გარეშე, ყოველთვის საჭიროებს სიფხიზლეს, ფრთხილ ძალისხმევას და კომპრომისს. ჩვენ გვჯერა, რომ კანდიდატის სტატუსი სამივე ქვეყანას მისცემს ბრძოლის შანსს საერთო ევროპულ ოცნებაში”, – ნათქვამია განცხადებაში.

17 ივნისს ევროკომისიამ  უჭერს უკრაინა-მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, საქართველოსთვის კი მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის პირობებს შეასრულებს.

დეოლიგარქიზაცია, ინსტიტუციური გაძლიერება, ანგარიშვალდებულება, მართლმსაჯულების რეფორმა, მედიის დამოუკიდებლობა – ეს იმ ძირითადი რეკომენდაციების ნაწილია, რომლებსაც ევროკომისია საქართველოს მიმართ თავის დასკვნაში გასცემს.

“ესენი არიან “ტროიკა” – დივანი და ორი სავარძელი” – გოცირიძე “ოცნებიდან” წასულებზე

''ესენი არიან "ტროიკა", პირდაპირ ეს სიტყვა შეეფერება, სამეული, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, დივანი და...

ასე უბრალოდ “მინდვრებში” ჩვენთან არავინ ისვრის – პუნიტი კრემენჩუგზე

"ასე უბრალოდ "მინდვრებში" ჩვენთან არავინ ისვრის. როგორც წესი, ეს დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით ხორციელდება. დარწმუნებული...

ოკუპანტების სამხედრო დანაკარგები ომის დაწებიდან დღემდე

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. გენშტაბის ცნობით,...

ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის საკითხი, ვკისრულობთ ვალდებულებას შემდგომ მხარდაჭერაზე–შარლ მიშელი

“გასულ კვირას ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების  პერსპექტივის საკითხი, ვკისრულობთ ვალდებულებას შემდგომ მხარდაჭერაზე,...

შესაძლო სცენარების უმრავლესობაში რუსეთი კიდევ უფრო დიდი საფრთხე გახდება–ბრიტანეთის გენშტაბის ახალი უფროსი

ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაურის, გენერალ პატრიკ სანდერსის თქმით რუსეთი, სავარაუდოდ უკრაინასთან ომის დასრულების...

რუსეთმა პენტაგონის კოორდინატები გაასაჯაროვა

რუსეთის კოსმოსურმა სააგენტომ დასავლური ქვეყნების თავდაცვის უწყებების და სხვა სამთავრობო შენობების კოორდინატები გაასაჯაროვა, მათ...

აშშ განაგრძობს საქართველოს მისწრაფებების მხარდაჭერას NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით – შაჰინი

"სასიამოვნო იყო საქართველოს დელეგაციიდან პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს მისწრაფებების მხარდაჭერას ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ვცდილობთ ვიყოთ...

ქართველი ხალხი ყოველდღე ცხოვრობს რუსული აგრესიის ფრონტის ხაზზე – ჯონსონი

„ქართველი ხალხი ყოველდღე ცხოვრობს რუსული აგრესიის ფრონტის ხაზზე. პუტინს არ უნდა მივცეთ უფლება, გამოიყენოს...

“პრეზიდენტზე ზეწოლა მისი ოჯახის მეშვეობით შესაძლებელია“–ელენა ზელენსკას ინტერვიუ

უკრაინაში რუსეთის ფართომაშტაბიანი შეჭრის შემდეგ ელენა ზელესკას შვილებთან, ალესანდრასთან და კირილთან ერთად უკრაინის ტერიტორია არ დაუტოვებია, თუმცა რეგულარულად იცვლიდა ადგილს უსაფრთხოების მიზნით. ამის შესახებ...

ლუდმა შეიძლება ნაწლავების მუშაობა გააუმჯობესოს – მეცნიერების ახალი კვლევა

ითვლება, რომ მიკრობული მრავალფეროვნება ადამიანის ნაწლავებში თავად ნაწლავების ჯანმრთელობის საფუძველია. ახალი კვლევა ვარაუდობს, რომ ლუდის ზომიერი მოხმარება შეიძლება დადებითად მოქმედებდეს ამ მრავალფეროვნების შენარჩუნებაზე. ამასთან,...

ერთი სიგარეტის კოლოფიც კი არ მახსოვს ივანიშვილისგან–თემურ თათარაშვილს ლანძღვა მობეზრდა და ოცნების აქტიურ მხარდაჭერას აღარ აპირებს

მომღერალ თემურ თათარაშვილს ოცნების ღია მხარდაჭერას აღარ აპირებს. ამის შესახებ მომღერალი ფეისბუქზე წერს. ის ამბობს, რომ ოცნების მხარდაჭერის გამო თავდასხმების მსხვერპლია: "ბევრი ვიფიქრე მეგობრებო და...