აშშ უკრაინის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ერთგულია – ბლინკენი

უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, პირობა დადო, რომ აშშ მხარს დაუჭერს უკრაინის სუვერენიტეტს და ქვეყანაში დემოკრატიის განმტკიცების ძალისხმევას.

„მე აქ ვარ ძალიან მარტივი მიზეზის გამო, – პრეზიდენტ ჯო ბაიდენის სახელით, ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული პრტნიორობისადმი მტკიცე ერთგულება დავადასტურო. ერთგულება უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისადმი.“ – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

თავის მხრივ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ, ამერიკელ კოლეგასთან შეხედრისას, ამერიკის შეერთებული შტატები თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში, უკრაინის ნომერ პირველ მოკავშირედ მოიხსენია.

ბლინკენის ვიზიტს წინ უძღოდა უკრაინის საზღვრებთან რუსული სამხედრო ძალების მობილიზება. რუსეთის ქმედება დასავლეთის მთავრობების შეშფოთებას იწვევს. კრემლი კი აცხადებს, რომ სამხედრო ძალების მობილიზება სამხედრო წვრთნებს უკავშირდებოდა და აპრილის ბოლოს ისინი ბაზებზე დაბრუნდებოდნენ.

უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრამდე, ენტონი ბლინკენი პრეზიდენტ ვოლოდომირ ზელენსკის და პრემიერ-მინისტრ დენის შმიჰალს შეხვდა.

სახელმწიფო მდივანმა, კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აშშ არ აღიარებს 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიას და მოუწოდებს რუსეთს, ანქესირებული ყირიმი უკრაინას დაუბრუნოს.

ბლინკენი, ასევე მოუწოდებს რუსეთს, დაიცვას მინსკის შეთანხმებით ნაკისრი ვადლებულებები. რუსეთი 2014 წლიდან მხარს უჭერს დონბასის რეგიონში მოქმედ პრორუს სეპარატისტებს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, „უკრაინის დემოკრატიული ინსტიტუტების, ეკონომიკური აღმავლობისა და ევროატლანტიკური მომავლის“ მთავარ გასაღებად, უკრაინის ინსტიტუციების რეფორმებს მიიჩნევს.

უკრაინაში ვიზიტისას, სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა აშშ-ის მხრიდან უკრაინის ეკონომიკური მხარდაჭერის მნიშვნელობას. სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, 2014 წლიდან შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 4.6 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება გაუწია.

წყარო: ამერიკის ხმა

“ჩავარდნილი სპექტაკლის რეჟისორი გამოვარდა სცენაზე და თქვა, რომ ეს მართლა ხელოვნებაა”– მარგველაშვილი ივანიშვილ–გახარიაზე

"რეჟისორი გამოდის სცენაზე და ჩავარდნილ პრემიერაზე გვიმტკიცებს, რომ არა, იცოდეთ, რომ ეს გახარია არ...

ბიძა რომელიც მოწმეს ჩვენების მიცემის გამო ემუქრებოდა დაკავებულია – პროკურატურა ნინოწმინდაზე

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონის საქმეზე ერთ-ერთი მოწმის, გ.ჩ.-ს მიმართ მუქარისთვის მის ბიძას, ჩ.გ.-ს...

„ნიუ ჰოსპიტალსის“ ეზოში ავარიის შედეგად დაშავებული ადამიანებიდან, ერთი გარდაიცვალა

ორთაჭალაში, „ნიუ ჰოსპიტალსის ეზოში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ადამიანებიდან 1 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ,...

რაზე შეთანხმდნენ – “რიონის ხეობის მცველების” და ევროკავშირის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა

ნამახვანჰესისი მშენებლობის მოწინააღმდეგეებსა და ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა. "რიონის ხეობის მცველების"...

გამყრელიძის განცხადებით, ორჯერ აცრილებისთვის კომენდანტის საათზე შეღავათები განიხილება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, ორჯერ აცრილებისთვის კომენდანტის საათზე...

ივლისიდან ქვეყანა გადადის მასობრივ ვაქცინაციაზე – ამირან გამყრელიძე

ივლისიდან ქვეყანა გადადის მასობრივ ვაქცინაციაზე - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველო „ჯონსონ...

1 დაღუპული 8 დაშავებული – ორთაჭალაში სატვირთო ავტომობილი გადავარდა და რამდენიმე მანქანა მოიყოლა

ორთაჭალაში, "ნიუ ჰოსპიტალისის" ეზოში სატვირთო ამობრუნდა და მსუბუქი მანქანები მოიყოლა. არსებული ინფორმაციით,  დაშავებულია 8...

მყვინთავი კუზა ვეშაპმა გადაყლაპა

აშშ-ში 56 წლის  მყვინთავი, მაიკლ პაკარდი, კუზა ვეშაპმა გადაყლაპა. ის ვეშაპის მუცლის ღრუში თითქმის...

რეგიონებში ვიზიტისას საფრანგეთის პრეზიდენტს მოქალაქემ სილა გააწნა. ნახეთ ვიდეო

საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს სამხრეთ საფრანგეთის რეგიონებში ვიზიტისას სილა გააწნეს. ვიდეოზე, რომელიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა ჩანს, როგორ მიდის მაკრონი ჯებირთან ვალანსის გარეუბანში ერთ–ერთ კომუნაში ვიზიტისას...

კოვიდგადატანილებში იმუნიტეტი შესაძლოა მთელი ცხოვრება გაგრძელდეს – მეცნიერების ახალი დასკვნა

ადამიანებს, რომლებმაც Covid-19 გადაიტანეს კორონავირუსის მიმართ მდგრადი იმუნიტეტი უყალიბდებათ, რომელმაც შეიძლება პაციენტი განმეორებითი დაინფიცირებისგან ათწლეულების მანძილზე დაიცვას. თანაც იმ შემთხვევაშიც კი, თუ დაავადება შედარებით...

„იმ ადამიანმა თეატრი შემაძულა” – ნინუცა მაყაშვილი რობერტ სტურუაზე

"იმ ადამიანმა, ცოტა ხნით, თეატრი, შემაძულა. რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ვგულისხმობ" - ეს განცხადება, მსახიობმა და ტელეწამყვანმა, ნინუცა მაყაშვილმა, "პრაიმტაიმთან" საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, თეატრიდან...