ახალშობილთა მშობლებს იუსტიციის სამინისტრო 25-ლარიან სასაჩუქრე ვაუჩერს გადასცემს

იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, 15 დეკემბრიდან ახალშობილთა მშობლებს, რომლებიც სამინისტროს შვილის დაბადების რეგისტრაციისთვის მიმართავენ, 25-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცემათ. მისი გამოყენება ბავშვთა მოვლისა და კვების პროდუქტების შესაძენად იქნება შესაძლებელი.

უწყების განმარტებით, სოციალურად დაუცველ ოჯახებში დაბადებული ახალშობილების მშობლები, შვილის დაბადების მოწმობასთან ერთად, ჩვილის ტანისამოსისა და ჰიგიენური საშუალებების გარდა, ბავშვთა მოვლისა და კვების პროდუქტებზე 25-ლარიან ვაუჩერებს მიიღებენ; ბავშვის საფენების, კვებისა და მოვლის ბრენდებზე კი ერთი წლის განმავლობაში 30-40-პროცენტიანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. გარდა ამისა, ბენეფიციარები სხვადასხვა მწარმოებლის პროდუქციის შეძენისას ერთჯერადად 50-პროცენტიანი ფასდაკლების ბარათით სარგებლობას შეძლებენ.

სამინისტროში ამბობენ, რომ ფასდაკლებით ისარგებლებენ იუსტიციის სახლში, საზოგადოებრივ ცენტრსა და სახელმწიფო განვითარების სააგენტოში მომუშავე ყველა მშობელი, ვინც პირველად იღებს ბავშვის დაბადების მოწმობას.

“მათ ბავშვთა მოვლისა და კვების პროდუქტების 25-ლარიანი ვაუჩერები გადაეცემათ. გარდა ამისა, ბავშვის საფენების, კვებისა და მოვლის კონკრეტულ ბრენდებს 10-20-40%-იანი ფასდაკლებით შეიძენენ”, – აცხადებს უწყება.

პროექტის ბენეფიციარები ვაუჩერების გამოყენებას ფარმადეპოსა და ჯპს-ის ფილიალებში შეძლებენ.

სამინისტროს ცნობით, პროექტი 2016 წლიდან მოქმედებს, მის ფარგლებში სასაჩუქრე ნაკრები სოციალურად დაუცველ ოჯახში დაბადებულ დაახლოებით 15 ათას ბავშვს გადაეცა. ის წლიურად 50 ათას ადამიანს შეეხება.

ვინ ეკითხებოდა აქციის დაშლას ან არ არ დაშლას?! – გოგა ხაინდრავა გაჩეჩილაძის აღიარებაზე

"საერთოდ არ მესმის ამდენი წლის მერე ამ თემაზე საუბარი რას უკავშირდება და რა შუაშია....

“იგივეა ფერადკანიანს დააბრალო kkk-ს წევრობა” – ზურა ჯაფარიძე თაკო ჩარკვიანს პასუხობს

"იგივეა ფერადკანიანს დააბრალო kkk-ს წევრობა" - ასე გამოეხმაურა, "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურა ჯაფარიძე...

კობახიძის დავალებით, პირველი ვინც უნდა დაგეშანტაჟებინათ, ვაშაძე იყო – თაკო ჩარკვიანი იაგო ხვიჩიას

"კობახიძის დავალებით, პირველი ვინც უნდა დაგეშანტაჟებინათ, ვაშაძე იყო"- "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი, თაკო ჩარკვიანი "გირჩის...

ნათლისღების საიდუმლო პანდემიის დამარცხებაში გარდატეხას შეიტანს – მეუფე დანიელი

ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა სამებაში განაცხადა, რომ პანდემიის დამარცხებაში ნათლისღების საიდუმლო უმთავრეს წვლილს...

ეს არის კლასიკური ღალატი, მე რომ ახლა ბიძინას შევხვდე ჩუმად და 13 წლის შემდეგ...

"ეს არის კლასიკური ღალატი, მე რომ ახლა ბიძინას შევხვდე ჩუმად და 13 წლის შემდეგ...

გია გაჩეჩილაძე 13 წლის შემდეგ აღიარებს, რაზე გაურიგდა 2008 წელს სააკაშვილს აქციის დაშლის სანაცვლოდ

მომღერალი გია გაჩეჩილაძე, რომელიც წლების წინ ოპოზიციის საპროტესტო აქციების ერთ–ერთი ლიდერი იყო, ამბობს, რომ...

პანდემიასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება ყოველთვის იყო ვაქცინაცია – მიტროპოლიტი დიმიტრი

"პანდემიასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება ყოველთვის იყო ვაქცინაცია"- ამის შესახებ ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა,  დიმიტრიმ...

ბაჩალიაშვილის საქმეზე მტკიცებულების შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს – პროკურატურა

გენერალური პროკურატურის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, მტკიცებულების შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. "გამოძიების...

სხვა სიახლეები

“МВД უნდა დავითრიოთო.მთავარია,ვასიკომ სადმე კონსპირაციულ ბინაში არ მიაძინოს“–ელისო კილაძე კობახიძეზე

ქრონიკა +–ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების ახალ თავმჯდომარეს, ირალკი კობახიძეს შსს–ს ხელში ჩაგდებაზე ოცნებობდა, თუმცა ივანიშვილმა აშკარად აჩვენა, ვის ხელშია რეალური...

ჯანმრთელობა

კოვიდგადატანილთა მესამედი კვლავ საავადმყოფოებში ხვდება– ახალი კვლევა

პანდემიის პირველი ტალღისას კორონავირუსით დაინფიცირებულ  და გამოჯანმრთელებულ ბრიტანელ პაციენტთა  30% შემდგომი 5 თვის განმავლობაში კვლავ საავადმყოფოში მოხვდა. ამის შესახებ ლესტერის უნივერსიტეტის და სტატისტიკის ეროვნული...

შოუ ბიზნესი

ახალი სკანდალი თუ შერიგების მცდელობა–მეგან მარკლის მამა შვილზე დოკუმენტურ ფილმს იღებს

მეგან მარკლის შემთხვევაში ფრაზა – “ნათესავებს არ ირჩევენ“ განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს. ბრიტანეთის პრინცის, ჰარის მეუღლის ნახევარდამ მათ დაძაბულ ურთიერთობებს მთელი წიგნი მიუძღვნა, რომელიც იანვრის...

ვიდეო