ახლა საქმე კარგად არ მიდის, მაშინებს საქართველოს მომავალი – სენატორი რიში

სენატორი ჯიმ რიში საქართველოში მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ “ახლა საქმე კარგად არ არის”.

“კომპრომისი ყოველთვის შესაძლებელია, თუ ორი რამე გაქვს: მხარეებს საერთო მიზანი ამოძრავებთ და კეთილსინდისიერად მიდიან წინ. თუ ეს ორი რამ არის, კომპრომისი მიღწევადია. როგორც იცით, მე და სენატორი შაჰინი ადგილზე კავშირში ვართ ჩვენს წარმომადგენლებთან, ამერიკის ელჩთან და ისინი ყველაფერს აკეთებენ, რათა ხელი შეუწყონ ამას. ახლა საქმე კარგად არ მიდის. ჩემი გზავნილია: დაუბრუნდით მაგიდას, გააკეთეთ ეს. ეს საქართველოს და მსოფლიოს ინტერესშია”,– ამბობს რიში.

მისი აზრით, ხელისუფლებას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვს.

“კიდევ ერთხელ, როგორც ჯინმა აღნიშნა, ეს ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს. როცა მთავრობაში ხარ, სახელისუფლო პარტია ხარ, გაქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, რომ ყველაფერი მწყობრში იყოს. მთავრობაში მყოფს ანგარიშვალდებულება აქვს. ეს არ ნიშნავს, რომ ოპოზიციურ პარტიას არ აქვს პასუხისმგებლობა. ორივე მხარე საჭიროა”,– თქვა მან.
სენატორი აღნიშნავს, რომ თუ კომპრომისი არ შედგება, საქართველოს მომავალი აშინებს. მისი თქმით, თავიანთი გზავნილების გასათვალისწინებლად შეიძლება გამოიყენონ დახმარების პირობითობის დაწესება და შემდეგ ის უბრალოდ შეწყვიტონ.

“ჩვენ რაც შეიძლება ძლიერად მოგიწოდოთ, რომ სწორად მოიქცეთ. თუ ახლა ამას არ გააკეთებთ, მე ძალიან მაშინებს საქართველოს მომავალი. თქვენს წინაშე არის შესაძლებლობა, რომელიც წინა თაობას არ ჰქონდა. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა – წადით წინ, თქვენი შვილებისა და შვილიშვილებისთვის, გადალახეთ ეს. თქვენ ეს შეგიძლიათ, თუმცა ამას სჭირდება მზაობა და კეთილსინდისიერება.

პირველი [დახმარების] პირობითობაა, მეორე კი უკვე უბრალოდ შეწყვეტა. ჩვენ არ გვინდა რომ ეს მოხდეს. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო წარმატებული ვიხილოთ. წარმატება იქნება, თუ გადაიჭრება ყველა ეს საკითხი და შემდეგ ჩატარდება არჩევნები, რომლის შედეგებსაც ხალხი აღიარებს”,– განაცხადა ჯიმ რიშმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში.

გიორგიმ შეიძლება მოაწეროს, მაგრამ მე არ მოვაწერ. კოალიციას დავტოვებ – თაკო ჩარკვიანი

"გიორგიმ შეიძლება მოაწეროს, მაგრამ მე არ მოვაწერ. კოალიციას დავტოვებ"- პარტია თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ ...

ხელს ვაწერ სამი რამის გამო – ზურა ჯაფარიძე შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს მოაწერს

პარტია "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურა ჯაფარიძე შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტს ხელს მოაწერს....

პრეზიდენტი გიორგი რურუას შეიწყალებს თუ შარლ მიშელის დოკუმენტს ორივე მხარე ხელს მოაწერს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მზადაა,  „მთავარი არხის“ მეწილიე შეიწყალოს თუ შარლ მიშელის დოკუმენტს ორივე...

ხელმოწერა არ ნიშნავს, რომ ჟვანიამ თანამდებობა უნდა დატოვოს – არჩილ თალაკვაძე

"ხელმოწერა არ ნიშნავს, რომ თამარ ჟვანიამ თანამდებობა უნდა დატოვოს"-  ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ...

“ მე ამ გარიგებაში ვერ და არ შევალ!“–მელიას წერილი ციხიდან შარლ მიშელის დოკუმენტზე

შარლ მიშელის დოკუმენტის ბოლო ვერსიას, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა და რომელსაც ოპოზიციის ნაწილი ხელს აწერს,...

კრიზისის მოგვარებისკენ მივდივართ – კელი დეგნანი

კრიზისის მოგვარებისკენ მივდივართ - განაცხადა, ამერიკის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ოპოზიციისა და ხელისუფლებისთვის შეთავაზებულ...

ხელისუფლების პასუხი შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტზე

მმართველი პარტია, მზადყოფნას გამოთქვამს, განიხილოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ მხარეებისთვის შეთავაზებული ახალი...

“ოცნების” დეპუტატებს ყავაზე დავპატიჟებთ, მწვადს შევწვავთ, მათ ბავშვებსაც გავიცნობთ – მეგრელიშვილი

პარტია "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი, ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ იმისათვის,რომ მმართველი პარტიის წევრებთან "ადამიანური" ურთიერთობა...

სხვა სიახლეები

ნაომი ქემბელის კენიური თავშესაფარი: ნახეთ როგორ გამოიყურება სუპერმოდელის აფრიკული ვილა

ყოველთვის, როცა სტაჟიან სუპერმოდელს, ნაომი ქემბელს განმარტოება და დასვენება უნდა კენიაში, მალინდიში მდებარე საკუთარ ვილაში მიდის. 35 წლიანი ფენომენალური კარიერის მქონე მოდელმა აღმოსავლეთ აფრიკაში იპოვნა...

ჯანმრთელობა

რატომ არ უნდა გეშინოდეთ კორონავირუსის, როცა გაციებული ხართ

წარმოიდგინეთ, რომ თქვენს ორგანიზმში – ცხვირში, ყელში და ფილტვებში არსებული უჯრედები სახლებია. როგორც კი ვირუსი ამ სახლების შიგნით ხვდება, მას შეუძლია კარი ღია დატოვოს...

შოუ ბიზნესი

ნაომი ქემბელის კენიური თავშესაფარი: ნახეთ როგორ გამოიყურება სუპერმოდელის აფრიკული ვილა

ყოველთვის, როცა სტაჟიან სუპერმოდელს, ნაომი ქემბელს განმარტოება და დასვენება უნდა კენიაში, მალინდიში მდებარე საკუთარ ვილაში მიდის. 35 წლიანი ფენომენალური კარიერის მქონე მოდელმა აღმოსავლეთ აფრიკაში იპოვნა...

ვიდეო