ბადრი ესებუა სამხედრო სამსახურიდან 2019 წელს დაითხოვეს – თავდაცვის სამინისტრო დოკუმენტს ასაჯაროებს

თავდაცვის სამინისტრო ოფიციალურ დოკუმენტს ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაში ბრალდებული პირი – ბადრი ესებუა მოქმედი სამხედრო მოსამსახურე არ არის. უწყების მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, თავდაცვის ძალების პირველი კლასის რიგითი ბადრი ესებუა 2019 წელს დაითხოვეს.

დოკუმენტის მიხედვით, ესებუა, რომელიც რიგითი ჯარისკაცი იყო სამხედრო სამსახურიდან დაითხოვეს. ბრძანებას ხელს პოლკოვნიკი ტატალაშვილი აწერს.

როგორც თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ მოლოდინაშვილი აცხადებს, რომ “საზოგადოებისა და თავდაცვის ძალების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე”, ოფიციალურ დოკუმენტს ავრცელებენ.

„ნაციონალური მოძრაობის პარტიული ტელევიზიის „მთავარი არხის“ მიერ გრძელდება დეზინფორმაციული კამპანია თავდაცვის ძალების წინააღმდეგ, თითქოს, ზუგდიდში, ერთ-ერთი ბანკის ფილიალზე თავდამსხმელი მოქმედი სამხედრო მოსამსახურეა. მიუხედავად იმისა, რომ საჯარო განმარტება გავაკეთეთ, რომ აღნიშნული პირი არ არის მოქმედი სამხედრო მოსამსახურე, აღნიშნული ტელევიზია და ზოგიერთი ანგაჟირებული პოლიტიკოსი უგულვებელყოფს ამ ფაქტს და შეგნებულად ავრცელებს სრულად საპირისპირო ინფორმაციას. საზოგადოებისა და თავდაცვის ძალების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ვავრცელებთ ოფიციალურ დოკუმენტს, რომლითაც მტკიცდება, რომ თავდასხმაში ბრალდებული პირი, ბადრი ესებუა არ არის მოქმედი სამხედრო მოსამსახურე“, – აცხადებს მოლოდინაშვილი.

28 ნოემბრიდან ღია და დახურული ბაზრობები არ იმუშვებენ, იმუშავებს აგრარული ბაზრები

28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით, დიდ ქალაქებში თბილისში, ბათუმში,  ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდში, თელავში - და...

28 ნოემბრიდან 31 იანვრამდე მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

28 ნოემბრიდან 31 იანვრამდე იკრძალება ქ. თბილისის, ქ. თელავის, ქ. ბათუმის, ქ. ქუთაისის, ქ....

ჩერდება მუნიციპალური ტრანსპორტი, იკეტება ბაზრობები – რა შეზღუდვები დააწესა მთავრობამ

28 ნოემბრიდან მაღაზიები, რესტორნები, ფიტნეს ცენტრები და საცურაო აუზები იხურება, საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი...

რომელმა პარტიებმა მიმართეს და არ მიმართეს ცესკოს საბიუჯეტო დაფინანსების მისაღებად

ცესკოს საბიუჯეტო დაფინანსების მისაღებად, 9 პოლიტიკურმა პარტიამ მიმართა. 9 პარტიას შორის არიან ის პარტიებიც...

თავიანთ შვილებს ჩვენს სახელებს დაარქმევენ, რომ ქუჩაში არ დავრჩეთ – სანიკიძე

გაერთიანებული ოპოზიციის წევრი გუბაზ სანიკიძე ამბობს, რომ ქართული ოცნება ყველაფერს გააკეთებს, რომ ოპოზიცია პარლამენტში...

რეჟიმისთვის წინააღმდეგობის დასაორგანიზებლად გვჭირდება- კანდელაკი საბიუჯეტო დაფინანსებაზე

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიორგი კანდელაკი აცხადებს, რომ მისი პარტია საბიუჯეტო დაფინანსებას აიღებს, რადგან...

ინფიცირებულია 40 ექიმი და 45 ექთანი – კლინიკა „გული“ დაიკეტა

კარდიოლოგიური კლინიკა „გული“ დაიკეტა. "პრაიმტაიმი" ავრცელებს კლინიკის გენერალური დირექტორის ანზორ მელიას განცხადებას, რომელიც აცხადებს,...

კორონავირუსის 3801 ახალი შემთხვევიდან 1293 თბილისში გამოვლინდა, 793 – იმერეთში

დღეს დადასტურებული კორონავირუსით ინფიცირების 3 801 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 293 შემთხვევა, აჭარა-...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

საქართველოს კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას ითხოვს

საქართველოს კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის სისტემაში შექმნილი კრიზისისა და მძიმე მდგომარეობის გამო ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს. ამის შესახებ კლინიკების ასოციაციის მიერ გავრცელებულ...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო