ბავშვთა უფლებების დაცვის მოტივით, ფორმულას “ჩემი ცოლის დაქალების“ დღის ეთერში გაშვების გამო უჩივლეს

ტელეკომპანია ფორმულას სერიალ “ჩემი ცოლის დაქალების” დღის ეთერში გაშვების გამო კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში უჩივლეს. საჩივრის ავტორს, გიორგი ყიფიანს საფუძვლად მოჰყავს ახლადამოქმედებული “ბავშვის უფლებათა კოდექსი” და ამტკიცებს, რომ “ჩცდ-ს თითქმის ყველა სერია შეიცავს შეურაცმყოფელ ლექსიკასა და გინებას”.

ფორმულას გენერალური დირექტორი, ზუკა გუმბარიძე ამბობს, რომ ამ კანონის სრულად ამოქმედებით მედიის ცენზურა დაიწყება და შესაძლოა, ჩცდ-ს შემდეგ სხვა კონტენტიც შეზღუდონ.

“ერთის მხრივ, ეს წარმოადგენს პრობლემას შინაარსის მიმართულებით, იმიტომ რომ ესაა მაუწყებლის კონტენტში ჩარევის მცდელობა, მეორეს მხრივ ამას გარკვეული ფინანსური ზეწოლაც მოყვება”, – ამბობს ზუკა გუმბარიძე.

საჩივარში, ფორმულას გარდა მოხსენიებულია ტელეკომპანია “მარაო” და GDS, რომლებიც, საჩივრის ავტორის თქმითვე, ასევე არღვევენ კანონს. იგი წერს, რომ “მარაოზე” დღის 10 საათზე აჩვენეს ფილმები, სადაც ძალადობისა და ნარკოტიკის მოხმარების სცენებია ასახული, ხოლო GDS-ზე 19 ნოემბერს აჩვენეს ფილმი “მამაცი გული”, “რომელსაც მინიჭებული აქვს 17 წლამდე კატეგორია”.

მომჩივანი მოითხოვს, შეწყდეს “არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი” ფილმების ჩვენება და ტელეარხები დაჯარიმდნენ. ფორმულას ინფორმაციით, მარეგულირებელ კომისიაში საჩივარს ხვალ, 31 დეკემბერს განიხილავენ.

ბავშვთა კოდექსით, რომელიც პირველი სექტემბრიდან ამოქმედდა, მაუწყებლებს ეკრძალებათ ბავშვებისთვის “საფრთხის შემცველი” მასალების გავრცელება. კანონით გაწერეს, რომ იკრძალება ისეთი პროგრამები, რომელმაც შეიძლება, ზიანი მიაყენოს არასრულწლოვნის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ინტელექტუალურ, სულიერ განვითარებას, მის ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობასა და სოციალიზაციას. ჩანაწერი, რომელშიც ეს ფართო ცნებებია გამოყენებული, ეხება ნებისმიერ სატელევიზიო პროგრამას.

ცვლილების ამოქმედებამდე მედია ორგანიზაციები სახელმწიფოს მხრიდან მედიის კონტროლის საფრთხეზე საუბრობდნენ. მაუწყებლებმა მაშინ პარლამენტსა და კომუნიკაციების კომისიას კანონის ნორმების ამოქმედებაზე მორატორიუმისკენაც მოუწოდეს.

1-ლი თებერვლიდან სათხილამურო კურორტების მუშაობა ვერ აღდგება – ცქიტიშვილი

ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, სათხილამურო კურორტები პირველი თებერვლიდან მუშაობას ვერ აღადგენენ - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის...

ვახოზე და იაგოზე მხოლოდ კარგ კომედი შოუში ვისაუბრებ – ბოკერია

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ამბობს, რომ გირჩის პოლიტიკოსებზე მხოლოდ კომედი შოუში ისაუბრებს. "ვახოზე ,...

ერთად დავარწმუნოთ მოსახლეობა, რომ ვაქცინა გაიკეთონ – ცერცვაძის მიმართვა ექსპერტებს

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიც ცერცვაძე სამედიცინო სფეროს ექსპერტებს მიმართავს, მოსახლეობის დარწმუნებაში დაეხმარონ, რათა მათ...

ვუხსნით, რომ არ არის ჩვენი ნება-სურვილი მათი დაკეტვა და არგახსნა – თურნავა ბიზნესზე

ეკონომიკის მინისტრი და ვიცეპრემიერი ნათია თურნავა ამტკიცებს, რომ ბიზნესის ჩაკეტვა და გახასნა მათი ნება-სურვილი...

7 ოპოზიციური პარტია ერთობლივი განცხადებას ავრცელებს

7 ოპოზიციური პარტიის ერთობლივი განცხადება და მოწოდება ხელისუფლებას . ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტიები, რომლებიც...

ლარი მცირედით გამყარდა – ეროვნულმა ბანკმა ახალი კურსი დაადგინა

ლარი დოლართან მცირედით გამყარდა და ხვალის 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3011 ლარი იქნება. კურსი,...

ბიზნესის ლიკვიდირება ხდება ეპიდემიოლოგების გადაწყვეტილებით, სპეკულირებენ ადამიანის სიცოცხლით – რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე

ბიზნესის ლიკვიდირება ხდება ეპიდემიოლოგების გადაწყვეტილებით, ისინი სპეკულირებენ ადამიანის სიცოცხლით, - ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე...

შსს-მ ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავა მოსამართლის განჩინების საფუძველზე,...

სხვა სიახლეები

“МВД უნდა დავითრიოთო.მთავარია,ვასიკომ სადმე კონსპირაციულ ბინაში არ მიაძინოს“–ელისო კილაძე კობახიძეზე

ქრონიკა +–ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების ახალ თავმჯდომარეს, ირალკი კობახიძეს შსს–ს ხელში ჩაგდებაზე ოცნებობდა, თუმცა ივანიშვილმა აშკარად აჩვენა, ვის ხელშია რეალური...

ჯანმრთელობა

მეცნიერმა კორონავირუსით დაინფიცირების ზრდასა და მზის სხივების ნაკლებობას შორის კავშირი დაადგინა

შემოდგომაზე ბევრ ევროპულ ქვეყანაში მკვეთრად გაიზარდა კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები. ბევრმა ჩათვალა, რომ ეს ტემპერატურის სეზონურ კლებას უკავშირდება. თუმცა, ძირითადი ფაქტორი შესაძლოა ამ ქვეყნების გეოგრაფიული...

შოუ ბიზნესი

“რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ“–ნინი ქარსელაძის დედა აღიარებს, რომ მისი შვილი გათხოვდა

ნინი ქარსელაძის დედა, ხათუნა ჟორდანია ფეისბუქზე წერს, რომ მისი შვილი გათხოვდა: “რადგან ბევრმა სააგენტომ გაავრცელა, დავწერ მეც!!!! ჩემი შვილი გათხოვდა უკვე დიდი ხანია რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ. ახლა...

ვიდეო