ბავშვთა შიმშილობა არასწორი ტერმინია, არასრულფასოვან კვებაზე ვისაუბროთ – ხუნდაძე

ქართული ოცნების დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ ტერმინი “ბავშთა შიმშილობა” არასწორია და რეალობასაც არ ასახავს.

“ბავშვთა სიღარიბე ჯერ კიდევ დაუძლეველია და პანდემიის ფონზე შესაძლოა კიდევ უფრო საყურადღებო გახდეს, ხშირად არის საუბარი ბავშვთა შიმშილობაზე. მე დავაზუსტებ, ეს არასწორი ტერმინია, ასეთი დეფინიცია არ არსებობს და არც რეალობას ასახავს. უფრო სწორი იქნება, ბავშვთა არასრულფასოვან კვებაზე ვისაუბროთ. ეს არ ეხება მხოლოდ სოციალურ დაუცველთა ჯგუფს, ეს ეხება კიდევ უფრო დიდ სეგმენტს. ხომ არ ფიქრობთ, რომ დროა, შევეჭიდოთ არც თუ ისე მცირებიუჯეტიან პროექტს, სკოლაში ბავშვთა კვების თაობაზე?”,– ჰკითხა ხუნდაძემ მიხეილ ჩხენკელს.

უმრავლესობის წევრები დღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის კანდიდატს, მიხეილ ჩხენკელს უსმენენ