ბაიდენი საჯაროდ მიწოდებდა აღმოსავლეთ ევროპის ჯორჯ ვაშინგტონს – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მას საჯაროდ აღმოსავლეთ ევროპის ჯო ბაიდენს უწოდებდა. ამის შესახებ სააკაშვილმა “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა.

“არასდროს დამავიწყდება 2007 წელს, როდესაც ჩემმა ძალიან ახლო მეგობარმა, მაკკეინმა პრაქტიკულად, დაგვგმო და თქვა, რომ მიშამ 7 ნოემბერს დაუშვა უხეში შეცდომაო. მაშინ ბაიდენი კენჭს იყრიდა პრეზიდენტად და დებატებზე თქვა, რომ კი შეიძლება, ვიკამათოთ, სააკაშვილმა დაუშვა თუ არა შეცდომა, მაგრამ მანდ რომ რუსეთი აფათურებს ხელს და რუსეთი რო უთხრის ძირსო, ამას რა წყალი გაუვაო. მერე, როდესაც 2008 წლის თავდასხმა მოხდა ჩვენზე, ობამამ პირველი განცხადება გააკეთა ძალიან ნეიტრალური, ეგრევე მისი რეიტინგი დაეცა ოთხი-ხუთი პროცენტით.  ამასობაში ჩამოვიდა ბაიდენი, რომელიც ჯერ არ იყო ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი. ჩამოვართვით ერთმანეთს ხელი, გადავეხვიეთ. მან ჩამოგვიტანა წინადადება მილიარდი დოლარის დახმარების, რომელიც შემდეგ განვახორციელეთ კიდეც. როგორც კი დაბრუნდა, რამდენიმე დღეში მას შესთავაზეს, ყოფილიყო ობამას ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი. დარწმუნებული ვარ, გარკვეული ფაქტორი ამაში იყო მისი ოპერატიული და სწორი რეაგირება საქართველოზე. ამიტომ, მისი ბედი, გარკვეულწილად, საქართველოსთან არის დაკავშირებული, საქართველოს ბედი კი – მასთან. გარდა ამისა, ის იყო ძალიან ახლო მეგობარი ჯონ მაკკეინის, რომელიც იყო ჩვენი მთავარი დამცველი. ბაიდენი არის ადამიანი, რომელიც მე საჯაროდ მიწოდებდა აღმოსავლეთ ევროპის ჯორჯ ვაშინგტონს. ამაზე დიდი კომპლიმეტი არ შეიძლება იყოს. ბაიდენი არის ადამიანი, რომელიც ძალიან მაღალ შეფასებას აძლევდა „ვარდების რევოლუციას“ და მისთვის ფასეულობები ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს”, – განაცხადა სააკაშვილმა.

რაღაც ჯგუფი, იაფფასიანი პოპულიზმიდან გამომდინარე, იწყებს საჯარო სივრცეში ახალი იდეების შემოტანას – პაატა მანჯგალაძე...

"რაღაც ჯგუფი, იაფფასიანი პოპულიზმიდან გამომდინარე, იწყებს საჯარო სივრცეში ახალი იდეების შემოტანას"- ასე შეაფასა „სტრატეგია...

ლანჩხუთში მატარებელი ქალს დაეჯახა – ის ადგილზე გარდაიცვალა

ლანჩხუთში მატარებელი ქალს დაეჯახა, რის შემდეგაც ის ადგილზე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება...

მრევლს თავზე ხელს ადებენ, თითქოს მაგათი კიდურები ჯადოსნურია – კობახიძე მეუფეებზე

თეოლოგი ბასილ კობახიძე მეუფე ნიკოლოზის გავრცელებულ ფოტოს ეხმიანება, რომელშიც ჩანს, რომ ის ბავშვის დალოცვის...

კოვიდის შიშით ქალმა 3 თვე ჩიკაგოს აეროპორტში გაატარა

36 წლის ადიტია სინგხმა, რომელსაც პანდემიის დროს თვითმფრინავში ჩაჯდომის ეშინოდა, სამი თვე ჩიკაგოს აეროპორტში...

ვინ ეკითხებოდა აქციის დაშლას ან არ დაშლას?! – გოგა ხაინდრავა გაჩეჩილაძის აღიარებაზე

"საერთოდ არ მესმის ამდენი წლის მერე ამ თემაზე საუბარი რას უკავშირდება და რა შუაშია....

“იგივეა ფერადკანიანს დააბრალო kkk-ს წევრობა” – ზურა ჯაფარიძე თაკო ჩარკვიანს პასუხობს

"იგივეა ფერადკანიანს დააბრალო kkk-ს წევრობა" - ასე გამოეხმაურა, "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურა ჯაფარიძე...

კობახიძის დავალებით, პირველი ვინც უნდა დაგეშანტაჟებინათ, ვაშაძე იყო – თაკო ჩარკვიანი იაგო ხვიჩიას

"კობახიძის დავალებით, პირველი ვინც უნდა დაგეშანტაჟებინათ, ვაშაძე იყო"- "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი, თაკო ჩარკვიანი "გირჩის...

ნათლისღების საიდუმლო პანდემიის დამარცხებაში გარდატეხას შეიტანს – მეუფე დანიელი

ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა სამებაში განაცხადა, რომ პანდემიის დამარცხებაში ნათლისღების საიდუმლო უმთავრეს წვლილს...

სხვა სიახლეები

“МВД უნდა დავითრიოთო.მთავარია,ვასიკომ სადმე კონსპირაციულ ბინაში არ მიაძინოს“–ელისო კილაძე კობახიძეზე

ქრონიკა +–ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების ახალ თავმჯდომარეს, ირალკი კობახიძეს შსს–ს ხელში ჩაგდებაზე ოცნებობდა, თუმცა ივანიშვილმა აშკარად აჩვენა, ვის ხელშია რეალური...

ჯანმრთელობა

კოვიდგადატანილთა მესამედი კვლავ საავადმყოფოებში ხვდება– ახალი კვლევა

პანდემიის პირველი ტალღისას კორონავირუსით დაინფიცირებულ  და გამოჯანმრთელებულ ბრიტანელ პაციენტთა  30% შემდგომი 5 თვის განმავლობაში კვლავ საავადმყოფოში მოხვდა. ამის შესახებ ლესტერის უნივერსიტეტის და სტატისტიკის ეროვნული...

შოუ ბიზნესი

ახალი სკანდალი თუ შერიგების მცდელობა–მეგან მარკლის მამა შვილზე დოკუმენტურ ფილმს იღებს

მეგან მარკლის შემთხვევაში ფრაზა – “ნათესავებს არ ირჩევენ“ განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს. ბრიტანეთის პრინცის, ჰარის მეუღლის ნახევარდამ მათ დაძაბულ ურთიერთობებს მთელი წიგნი მიუძღვნა, რომელიც იანვრის...

ვიდეო