ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიების ფარგლებში პროკურატურაში სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნება

საქართველოს გენერალური პროკურატურა გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძისა და თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებისა და ადვოკატის შეხვედრის თაობაზე განცხადებას ავრცელებს.

პროკურატურის ინფორმაციით, პროკურატურაში სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც გენერალური და თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამსახურების გამოცდილი კადრებით დაკომპლექტდება.

„საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში, აშშ-ში კომპანიების „ფეისბუქის“ და „გუგლის“ ადმინისტრაციებს მიმართა თამარ ბაჩალიაშვილის „ფეისბუქის“, „ინსტაგრამის“, „ვოთსაფის“ და „გუგლის“ მომსახურებების (ელექტრონული ფოსტა, ინტერნეტში შესვლის ისტორია, იუთუბი, ასევე „გუგლით“ სარგებლობასთან დაკავშირებული სხვა შინაარსობრივი ინფორმაცია) მონაცემების შენახვის მოთხოვნით. პროკურატურამ კომპანია „ფეისბუქის“ სამართალდამცავებთან თანამშრომლობის რეგიონულ კოორდინატორს მიმართა განმარტებისთვის თუ რა შეიძლებოდა გამხდარიყო მომხმარებლის წაშლის მიზეზი. ასევე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტს მიმართა „ფეისბუქ“ და „ინსტაგრამ“ მომხმარებლის შინაარსობრივი მონაცემების მოპოვების შუამდგომლობით.

საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, საქართველოს პროკურატურა გამოთქვამს მზაობას, მომავალშიც საჭიროების შემთხვევაში, ითანამშრომლოს პარტნიორი ქვეყნების საგამოძიებო უწყებებთან და უცხო სახელმწიფოს შესაბამის საექსპერტო დაწესებულებებთან.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ თამარ ბაჩალიაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო, საინფორმაციო-ტექნოლოგიური, ტრასოლოგიური, ქიმიური, მიკრონაწილაკური, დაქტილოსკოპიური, ბიოლოგიური, ავტოტექნიკური, კალიგრაფიული და ფონოსკოპიური ექსპერტიზები. გამოძიება მუშაობს ყველა შესაძლო ვერსიაზე და აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირება ეტაპობრივად ხდება.

მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, საქართველოს პროკურატურამ გაითვალისწინა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის თხოვნა, რომ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება პროკურატურაში გაგრძელდეს. საქართველოს პროკურატურაში სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც გენერალური და თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამსახურების გამოცდილი კადრებით დაკომპლექტდება.

საქართველოს პროკურატურა სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიმდინარეობის ფარგლებში თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს ინტენსიურად მიაწვდის სამართლებრივი გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაციას. ასევე, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, პროკურატურა ოჯახთან კონსულტაციის შემდეგ მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ტორესა მოსიმ გირჩი დატოვა

გირჩის წევრის და მწერლის, ტორესა მოსის განცხადებით, გირჩს ტოვებს და პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას წყვეტს. "დიდი...

რაქვიაშვილის თქმით, ზურაბ ჯაფარიძემ პარტიის ლიდერებს ულტიმატუმები წამოუყენა

გირჩის ერთერთი ლიდერის, სანდრო რაქვიაშვილის თქმით, ზურა ჯაფარიძემ პარტიის წევრებს რამდენიმე ულტიმატუმი წაუყენა, რაც...

კორონავირუსის 5 068 ახალი შემთხვევიდან 1 959 თბილისში გამოვლინდა, იმერეთში – 980

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 068 ახალი შემთხვევიდან 1 959 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა, აჭარაში - 483, იმერეთში -...

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 38 ადამიანი გარდაიცვალა, სულ – 1425

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 5 068 შემთხვევა გამოვლინდა, 38 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო  2336...

საქართველოში კორონავირუსის 5 068 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 5 068 შემთხვევა გამოვლინდა, 38 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო  2336...

ჩემი, იაგოს და ვახოს გზები გაიყო – აღარ ვაპირებ მათთან ერთად “გირჩის“ კეთებას –...

პარტია გირჩის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, თავის თანაპარტიელებთან, იაგო ხვიჩიასთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და ალექსანდრე...

სამეგრელოში, სასწრაფოს მანქანა, რომელსაც დაშავებული გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა

სამეგრელოში, ჩხოროწყუ-მუხურის გზაზე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი, რომელსაც დაშავებული გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა. გავრცელებული ინფორმაციით, სასწრაფოს მანქანა საპირისპირო...

კორონავირუსით თბილისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მოძღვარი გარდაიცვალა

2 დეკემბერს კორონავირუსით თბილისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მოძღვარი, მღვდელი დავით მაჩიტაძე კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას "საპატრიარქოს...

სხვა სიახლეები

“საიდან ამდენი ღვარძლი, ბოღმა და სიძულვილი?“– თენგიზ ცერცვაძე კიდევ ერთ კოლეგას უპირისპირდება

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მორიგ ვრცელ წერილს აქვეყნებს და ისევ კოლეგებს უპირისპირდება. ამჯერად მისი კრიტიკის ობიექტი ინფექციონისტი გიორგი კანდელაკია,...

ჯანმრთელობა

“დიახ, ბატონო თენგიზ, შეცდომაა კოვიდსასტუმროები“ – ირმა კვიცარიძე

ინსბურგის სამედიცინო უნივერსიტეტის რადიოლოგიის ცენტრის უფროსი ექიმი, ირმა კვიცარიძე ამბობს, რომ საქართველოში კოვიდსასტუმროები არის შეცდომა. ამის შესახებ მან "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "დღის სტუმარი"...

შოუ ბიზნესი

მსახიობმა ელენ პეიჯმა განაცხადა, რომ ტრანსგენდერია და ყველას სთხოვა ამიერიდან ელიოტი დაუძახონ

მსახიობმა ელენ პეიჯმა განაცხადა, რომ ტრანსგენდერია და ყველას სთხოვა მას ელიოტი დაუძახონ, გარდა ამისა, მასზე საუბრისას მამრობითი სქესის აღმნიშვნელი ნაცვალსახელი გამოიყენონ. მსახიობი, რომელიც კანადაში დაიბადა...

ვიდეო