შვილთან ერთად ინერციით მივედი, ბოდიში, ეს არ იყო პრივილეგია – კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე გუშინ 12 ნოემბერს საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის გამართულ შეხვედრაზე დასწრებას ეხმაურება და ვრცელ განცხადებას ავრცელებს.

კალაძე ბოდიშს იხდის და ამბობს, რომ შვილთან ერთად “ინერციით” მივიდა, დაჯარიმებულ გულშემატკივარს კი პირდება, რომ ჯარიმა ტვირთად არ დააწავება.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“გუშინ ძალიან ახლოს ვიდექით ჩვენი 30-წლიანი საფეხბურთო ოცნების ახდენასთან, ევროპის ჩემპიონატზე თამაშთან. სამწუხაროდ, ვერ მოვიგეთ, რამაც თითოეულ ჩვენგანს გული გვატკინა.

გუშინდელმა დღემ გული დაწყვიტა ჩვენი ნაკრების ყველა გულშემატკივარს, რომლებიც ფეხბურთის და ჩვენი ქვეყნის სიყვარულმა, ჩვენი გამარჯვების ჟინმა გააერთიანა.

გუშინ ბევრი მათგანის თვალზე ვიხილეთ ცრემლი და ეს ემოცია ყველაზე დიდ დაფასებას იმსახურებს.

გუშინ, ერთ-ერთი ასეთი გულანთებული ადამიანი საკანონმდებლო რეგულაციების საფუძველზე დაჯარიმდა, რამაც ადამიანების გულწრფელი აღშფოთება გამოიწვია.

ფეხბურთის და საკუთარი ქვეყნის ნაკრების ასეთი გულშემატკივრობა, დაფასებას იმსახურებს და ჩემი აზრით ჯარიმა ამ ადამიანის ოჯახს ტვირთად არ უნდა დააწვეს.

ამიტომ პირობას ვიძლევი, ამ ადამიანს პრობლემა არ შეექმნება და კანონის მოთხოვნების სრული დაცვით შევძლებთ ამ პრობლემის გადაჭრას.

რაც შეეხება ჩემს სტადიონზე ყოფნას, მინდა გავმარტო, რომ მე იქ ვიყავი “უეფა”-ს დელეგაციის და ფეხბურთის ფედერაციის მიერ მიწვეული, სხვა ვეტერან ფეხბურთელებთან ერთად.

სტადიონზე ვიმყოფებოდი ჩემი განვლილი ცხოვრებიდან და საფეხბურთო კარიერიდან გამომდინარე და არა როგორც პოლიტიკოსი ან ქალაქის მერი.

ეს არ იყო არც რაიმე სახის პრივილეგია, „ჩაწყობა“, “ჩინოვნიკობა”, ან რამე უკანონო ქმედება.

“უეფა”-სგან და ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან მივიღე მოსაწვევი, როგორიც ყველა სხვა მატჩეზეც მომდის-ხოლმე. ეს მოსაწვევი დამატებით სამი პირის თანხლების უფლებას მაძლევდა.

უცნაური ის იქნებოდა მე და სხვა ვეტერანი ფეხბურთელები, ბიჭების გვერდში, რომ არ ვმდგარიყავით ამ უმნიშვნელოვანეს წუთებში.

აქვე, მინდა შევეხო ჩემი უფროსი შვილის, ლევანის ტრიბუნაზე ყოფნის ფაქტსაც. ვისაც გული დაწყდა ამ კადრის დანახვისას, განგიმარტავთ, რომ ყოველთვის, ძალიან პატარა ასაკიდან, ჩემი შვილი ლევანი პრაქტიკულად ყველა მატჩზე თან მახლავს და ინერციით გუშინაც ერთად მივედით ამ უმნიშვნელოვანეს მატჩზე.

ალბათ მეტად უნდა გამეთვალისწინებინა რეგულაციებიდან გამომდინარე შექმნილი განსაკუთრებული ვითარება, თუმცა ჩემთვის გუშინ იმდენად ემოციური დღე იყო ამ საკითხზე სამწუხაროდ ყურადღება აღარ გამიმახვილებია.

ამის გამო, ბევრმა, ჩემი პოლიტიკური დატვირთვით გაკრიტიკება გადაწყვიტა, რაც ნამდვილად უადგილოა. სპორტი ყველას გვაერთიანებს და მოდით აქ მაინც ნუ შემოვიტანთ პოლიტიკას.

რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვინც გულწრფელად გამაკრიტიკა და გულისწყვეტა გამოხატა, თითოეულ მათგანს ბოდიშს ვუხდი ამ უნებური შეცდომისთვის.

კიდევ ერთხელ მინდა გავამხნევო ნაკრების ბიჭები და გულშემატკივარი. მჯერა, რომ ერთად დგომით და ერთმანეთის გულშემატკივრობით დიდ გამარჯვებებს მივაღწევთ!”, – წერს კალაძე.

სეზონურ სამუშაოზე გერმანიაში წასულებს სოცდაუცველის სტატუსი არ მოეხსნებათ

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, საქართველოს სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომლებიც სეზონური დასაქმების ფარგლებში გერმანიაში გაემგზავრებიან და...

რა მოხდება, თუ ვაქცინაცია დროულად არ დაიწყება – ნანა გეგეჭკორის განმარტება

აშშ–ში მცხოვრები ექიმი–კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი, რო­მე­ლიც The Mount Sinai-ის სამედიცინო ქსე­ლის ჰოს­პი­ტალ­ში მუ­შა­ობს, აცხადებს,...

ოპოზიციამ აქციების ფორმატი შეცვალა, ნაწილი კი გადადო

ოპოზიციამ გადაწყვიტა, დაგეგმილი აქციების ნაწილის ფორმატი შეცვალოს, ნაწილი კი გადადოს. კერძოდ, ხვალ, 4 მარტს...

ოლიგარქიული გარემო, პოლიტიზებული მართლმსაჯულება – Freedom House-ის ანგარიში საქართველოზე

საერთაშორისო ორგანიზაციის Freedom House-ის ანგარიშის "თავისუფლება მსოფლიოში 2021", მიხედვით, საქართველოს რეიტინგი 60 ქულამდე გაუარესდა...

კარტოგრაფების საქმეზე გიორგი მანჯგალაძის სახლში და ოფისში ჩხრეკა ჩატარდა

კარტოგრაფების საქმეზე საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გიორგი მანჯგალაძის ოფისში და სახლში ჩხრეკა...

დღეს გადავწყვეტთ, რა ფორმით გაიმართება აქციები – უდუმაშვილი

აქციები გაგრძელდება, უბრალოდ ჩვენ ვფიქრობთ და დღეს გადავწყვეტთ, რა ფორმით გაიმართება ეს აქციები, - ამის...

ნაზი ჯანეზაშვილი უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესის შეჩერებას ითხოვს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა ბრიფინგი გამართა, ჯანეზაშვილი  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან გასაუბრების პროცესის...

მე ჩემს ადგილს ყველგან ვიპოვი, ბოლო-ბოლო სიმღერებს დავწერ, რა – ირმა ინაშვილი

მე ჩემს ადგილს ყველგან ვიპოვი, ბოლო-ბოლო სიმღერებს დავწერ, რა - ეს განცხადება, "პატრიოტთა ალიანსის"...

სხვა სიახლეები

ოქროს მდინარეები – NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა

NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა. ფოტოებზე პერუს ტროპიკული ტყეებია ასახული, სადაც "ოქროს მდინარეები ჩანს"- ორმოები, რომლებიც ოქროს არალიცენზირებულმა მომპოვებლებმა გათხარეს.ამის შესახებ ინფორმაციას...

ჯანმრთელობა

„კოვაქს პლატფორმა“ განმარტავს, რატომ ვერ მიიღო საქართველომ ამ დრომდე „ფაიზერის“ ვაქცინა

„კოვაქს პლატფორმა“ განმარტავს, რატომ ვერ მიიღო საქართველომ „ფაიზერის“ ვაქცინა თებერვალში. შესაბამისი შეკითხვით „კოვაქს პლატფორმას“ „ინტერპრესნიუსმა“ მიმართა. როგორც სააგენტოს განუცხადეს, თებერვალში ვაქცინა იმ ქვეყნებში გაიგზავნა, რომლებმაც...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო