ბოდიშს ვუხდით მაყურებელს და გადაცემის სტუმრებს – “რუსთავი2″ განცხადებას ავრცელებს

რუსთავი 2-ის აღმასრულებელი დირექტორი, ირაკლი იმნაიშვილი, სოციალურ ქსელში, განცხადებას ავრცელებს, გუშინ გვიან ღამით გასულ ეთერთან დაკავშირებით. გუშინ არხის ეთერში, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ალეკო ელისაშვილი და მამუკა ხაზარაძე. მოგვიანებით, ნიკა გვარამია გამოეხმაურე “რუსთავი2”-ის ამ ეთერს და თქვა, რომ “ყველა ასეთი გადაცემა, ჩემი მოკრძალებული აზრით, ივანიშვილის საქმეს აკეთებს.”

“რუსთავი 2-სთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ამოცანაა განსხვავებული პოზიციების წარმოჩენა და დიალოგის პლატფორმის შექმნა.

ვწუხვართ, რომ ბატონ მამუკა ხაზარაძეს შეექმნა შთაბეჭდილება, თითქოს, ”ღამის კურიერის” 19 იანვრის ეთერში მომხდარი ინცინდენტი იყო წინასწარ დაგეგმილი.

ჩვენმა მაყურებელმა იცის, რომ “ღამის კურიერის” მთავარი სარედაქციო ფასეულობაა ურთიერთპატივისცემა. გადაცემის მიზანი არ ყოფილა სანახაობის დადგმა ან პოლიტიკოსების ხელოვნური დაპირისპირება.

თუმცა, გადაცემის ფორმატი დაირღვა და პირდაპირ ეთერში სიტუაციის დეესკალაცია ვერ მოხერხდა. რუსთავი 2-მა ვერ უზრუნველყო სტუმრებისათვის კონსტრუქციული გარემოს შექმნა.
ჩვენს მაყურებელს და გადაცემის სტუმრებს ვუხდით ბოდიშს.

19 იანვრის სამწუხარო ინციდენტის გამოყენება რუსთავი 2-ის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანიის ნაწილია იმ ჯგუფის მხრიდან, ვინც 26 წლიანი ისტორიის მქონე ტელეკომპანიის ეთერიდან გათიშვა ერთხელ უკვე სცადა. რუსთავი 2-ის ისტორია, არის საქართველოს უახლესი ისტორიის სარკე.

სამწუხაროდ იყო პერიოდი, როცა ტელეკომპანია ღიად ატარებდა პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებს. ამ ჯგუფის მხიდან ტელეკომპანიაზე კონტროლის დაკარგვის შემდეგ ისინი ცდილობენ გააქრონ რუსთავი 2 და ცილი დასწამონ აქ მომუშავე ადამიანებს.

ჩვენი სარედაქციო ამოცანაა, ვიყოთ პლატფორმა ყველა მხარისთვის, მივცეთ მათ აზრის გამოხატვის შესაძლებლობა და ყველა პოლიტიკურ ძალას გავუწიოთ ოპონირება.

პოლიტიკური კრიზისის დაწყებიდან  ჩვენ ვცდილობთ გავწიოთ ფასილიტაცია, რომ პრობლემა დიალოგის გზით მოგვარდეს. ეს აღნიშნულია ევროკავშირისა და ‘გაეროს განვითარების ფონდის’ მიერ დაკვეთილი მედიამონიტორინგის კვლევაშიც.

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შევინარჩუნოთ დიალოგის პლატფორმა, რომელიც მაყურებელს საშუალებას აძლევს მოუსმინოს ყველა პოლიტიკურ ძალას და ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს.

ირაკლი იმნაიშვილი
სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის აღმასრულებელი დირექტორი”- ნათქვამია განცხადებაში.

სკანდალური აუდიოჩანაწერი: ბერა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი ახალგაზრდების დასჯაზე საუბრობენ, ვინც ბერას ფეისბუქით შეურაცხყოფა...

ნოდარ მელაძის შაბათში გავიდა სიუჟეტი ფარული აუდიო ჩანაწერით, რომელშიც წამყვანის განცხადებით საქართველოს ამჟამინდელი პრემიერი,...

ცესკომ განცხადება გაავრცელა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეორგანიზაციის შესახებ განცხადება გაავრცელა. ცესკოს ინფორმაციით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სტრუქტურული ერთეულების...

სად გაიკეთეს ქართველმა მილიონერებმა, Covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა

სად გაიკეთეს ქართველმა მილიონერებმა, Covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა -  ამის შესახებ, სიუჟეტს ტელეკომპანია "ფორმულა" ავრცელებს. სოციალურ...

2011 წელს არის გაკეთებული, რაღაც ფრაგმენტები ამოღებული და შეკოწიწებული – ვოლსკი ფარულ ჩანაწერებზე

"2011 წელს არის გაკეთებული, რაღაც ფრაგმენტები ამოღებული და შეკოწიწებული" - ასე გამოეხმაურა, პარლამენტის პირველი...

ვიზიარებთ ეუთო/ოდირის შეშფოთებას და მოვუწოდებთ პარლამენტს, გააგრძელოს რეფორმაზე მსჯელობა – აშშს საელჩო

"ვიზიარებთ ეუთო/ოდირის შეშფოთებას და მოვუწოდებთ პარლამენტს, გააგრძელოს რეფორმაზე მსჯელობა" - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს...

ესპანეთში 4 ქართველი მეზღვაური დააკავეს

23 თებერვალს, ესპანეთში, 4 ქართველი მეზღვაური დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ  ადგილობრივი მედია ავრცელებს. გამოცემის...

მთავარი არხი აცხადებს, რომ მესტიის მერი მათ ჟურნალისტს დაემუქრა და მანქანა დაუზიანა

ტელეკომპანია, "მთავარი არხი" აცხადებს, რომ მესტიის მერი მათ ჟურნალისტს დაემუქრა და მანქანა დაუზიანა. ჟურნალისტური...

14 წლის გოგოს მიმართ გარყვნილი ქმედების გამო “პატრიოტთა ალიანსის” გორის ოფისის წარმომადგენელი დააკავეს

შიდა ქართლში 14 წლის გოგოს მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით "პატრიოტთა ალიანსის" ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი...

სხვა სიახლეები

“მერკი” კონკურენტ კომპანიას, Johnson & Johnson-ს ვაქცინის დამზადებაში დაეხმარება

ამერიკული ფარმაკო-გიგანტი "მერკი"  კონკურენტ კომპანიას "ჯონსონ და ჯონსონს" კორონავირუსის ვაქცინის წარმოებაში დაეხამრება რათა ვაქცინის წარმოება დაჩქარდეს. ეს შეთანხმება უზრუნველყოფს, რომ უახლოეს თვეებში, აშშ-ს ჯანდაცვას მილონობით...

ჯანმრთელობა

“მერკი” კონკურენტ კომპანიას, Johnson & Johnson-ს ვაქცინის დამზადებაში დაეხმარება

ამერიკული ფარმაკო-გიგანტი "მერკი"  კონკურენტ კომპანიას "ჯონსონ და ჯონსონს" კორონავირუსის ვაქცინის წარმოებაში დაეხამრება რათა ვაქცინის წარმოება დაჩქარდეს. ეს შეთანხმება უზრუნველყოფს, რომ უახლოეს თვეებში, აშშ-ს ჯანდაცვას მილონობით...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო