ბოლო 72 საათის განმავლობაში, შემოწმებულია რამდენიმე ასეული ობიექტი, რომელთაგან დაჯარიმდა 23 ობიექტი, მათ შორის 11 არის იურიდიული და 12 ფიზიკური პირი, ხოლო დაილუქა 8 ობიექტი. ამის შესახებ ინფორმაციას შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე ავრცელებს.
შრომის ინსპექციამ, მონიტორინგის შედეგად, რამდენიმე დაწესებულება დალუქა, რადგან აკრძალვის მიუხედავად, აგრძელებდნენ საქმიანობას.