“გაბედეთ და ხმამაღლა თქვით თქვენი სათქმელი“–ინგა გრიგოლია ექიმებს მიმართავს

ტელეწამყვანი  ინგა გრიგოლოია ექიმებს მიმართავს და მოუწოდებს ხმა ამოიღონ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებიბთ:

“ყველაზე მეტად ამ სამყაროში ,პატივს ვცემ პროფესია-ექიმს. ყველაზე მეტად! ვაფასებ და ვენდობი ქართველ ექიმებს და ჯანმრთელობის ურთულესი პრობლემა როცა მქონია,არასოდეს წავსულვარ სამკურნალოდ ქვეყნის გარეთ ,იმიტომ რომ თვალდახუჭული ვენდობოდი ქართველ ექიმებს. ახლა? ახლა მაკვირვებს მათი დიდი ნაწილის დუმილი, როცა საქვეყნოდ კვდება პაციენტი და ხმას არ იღებენ. მესმის, რომ სადაზღვევო ინტერესებითაა მიბმული ბევრი კლინიკა სახელმწიფოზე და ეშინიათ, არ დაკარგონ დაფინანსება.. მაგრამ არ მესმის, ამან როგორ შეიძლება გადაწონოს უმძიმესი პაციენტის სიკვდილის საფრთხე და როგორ შეიძლება გაჩუმდნენ ამ დროს. ჯერ კიდევ მაქვს იმედი ,კონსილიუმში შემავლი ექიმები ხმას ამოიღებენ!არც ერთი დაფინანსება არ ღირს ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის მიზანმიმართულ მკვლელობაზე თვალების დახუჭვად.  გაბედეთ და ხმამაღლა თქვით თქვენი სათქმელი და მოითხოვეთ მოშიმშილე პრეზიდენტის შესაბამის კლინიკაში გადაყვანა!!!!! ძალიან მძიმე ისტორია იწერება ახლა და ნუ მოაწერთ ხელს-ჰიპოკრატეს ფიცის დამდები ხალხი!!!!!“– წერს ინგა გრიგოლია ფეისბუქზე.

მიხეილ სააკაშვილი 45–ე დღეა შიმშილობს. მისი მდგომარეობა გუშინ კიდევ უფრო დამძიმდა. სააკაშვილი შიმშილობას შეწყვეტს, თუ მას მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ, თუმცა ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებას არ იღებს.

მგონი, უკრაინაში ბედნიერებიც არიან, რომ გათავისუფლდნენ სააკაშვილისგან – კობახიძე

"პირველ რიგში, უკრაინელებს არაფერში სჭირდებათ სააკაშვილი და, მე მგონი, ისინი ჩვენზე ბედნიერებიც  არიან, რომ...

თეორიულადაც არ ვუშვებთ რიგგარეშე არჩევნებს – ირაკლი კობახიძე

"ჩვენი ამოცანაა, ძალიან მკაფიოდ მივანიშნოთ ყველას, რომ ჩვენ თეორიულადაც არ ვუშვებთ რიგგარეშე არჩევნებს და...

გახარია დუმს, ყოველთვის უნდა უფრთხილდე მდუმარე კაცს – ქემოკლიძე

"გიორგი გახარია არ გაუჩინარებულა, ცალსახად შემიძლია, გითხრათ. ის ყოველდღიურად საქმიანობს და ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაწილეობს....

სათოფეზე არ შეიძლება სააკაშვილის ხელისუფლებასთან გაკარება – ელისაშვილი

"რა გვითხრა იცით სააკაშვილმა? სათოფეზე არ შეიძლება მისი ხელისუფლებასთან გაკარება, სათოფეზე. ეს გვითხრა გუშინ...

ხალხს უნდა ვაჩვენოთ, რომ ამოცანად მაინცდამაინც ოცნების ხელისუფლებიდან გაშვება არ გვაქვს – ვაშაძე

"თუ ჩვენ არ გამოვიტანეთ დასკვნები იმ შედეგებიდან ამ ორი ბოლო არჩევნების შედეგად მივიღეთ, ვერ...

ამისთანა კოჭლი იხვი, ფუნქციადაკარგული არცერთი პარლამენტი არ ყოფილა – უგულავა

"ეს მთელი უმრავლესობა არის ერთსახოვანი მასა, რომელსაც ლიმონკა აქვს გახსნილი ხელში და როდის აუფეთქდება,...

სახელმწიფოს დავა არ წაუგია, ეს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებაა – კალაძე 80 მლნ-ზე

თბილისის მერი კახა კალაძე, რომლის ენერგეტიკის მინისტრობის დროსაც დაიწყო რუსულ ენერგოკომპანია Inter RAO-სთან, სტოკჰოლმის...

სააკაშვილი მზად არის ხვალინდელი დღისთვის – მკურნალი ექიმი

მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი, ნინო გოგორიშვილი ამბობს, რომ ექსპრეზიდენტი ხვალინდელი დღისთვის მზადაა. "მზად არის ხვალინდელი...

რა ვარჯიშები დაეხმარა ანჯელინა ჯოლის ახალი ფილმისთვის სხეულის სრულყოფაში

ცოტა ხნის წინ პოტკასტ Disney — D23 Inside–ისთვის მიცემულ ინტერვიუში მსახიობმა ანჯელინა ჯოლიმ ისაუბრა ვარჯიშების უნიკალურ მეთოდზე, რომელიც ახალ ფილმში – “მარადიულნი“ მისი როლისთვის...

რატომ არ ღირს პანიკა კოვიდის ახალი ვარიანტის გამო–ფაქტები “ომიკრონზე“

კორონავირუსის ახალი ვარიანტის შესახებ მსოფლიომ გასული კვირის მეორე ნახევარში შეიტყო, შაბათ–კვირას კი ის უკვე მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში აღმოაჩინეს, მიუხედავად საზღვრების ჩაკეტვისა და სხვა ზომებისა,...

ანიტა რაჭველიშვილი დედა გახდა

ცნობილი ქართველი მეცო–სოპრანო, ანიტა რაჭველიშვილი დედა გახდა. მას პირველი შვილი– გოგონა ლილე შეეძინა. მომღერალი შვილთან ერთად სამშობიაროში გადაღებულ ფოტოს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს. კლინიკა,...