გადმოსხმულია ათეულ ათასიანი დესანტი, რომელიც შიგნიდან ხრავს ქართულ სახელმწიფოებრიობას–ხუხაშვილი

ექსპერტი გია ხუხაშვილი საქართველოში ჩემოსული ათეულობით ათასი რუსის შესახებ წერს, რომლებიც მისი აზრით საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენენ.
“რუსეთიდან ჩამოცხოვრებული ურდო ორ ძირითად კატეგორიად იყოფა:
1. სანქცირებული და მათთან აფილირებული კომპანიების თანამშრომლები, რომლებიც დღესაც ე.წ. “აუთსორსზე” მუშაობენ რუსეთის მხრიდან სანქციების გვერდის ავლის ფინანსური, ლოგისტიკური, აგენტურული სქემების დასალაგებლად და მათი მომსახურებისათვის.
2. რუსეთში არსებულ პრობლემებს გამოქცეული, გაწვევის, ფულის დაკარგვის, ან რაიმე სხვა შიშით შეპყრობილი ხალხი.
პირველ კატეგორიასთან დაკავშირებით ცხადია, რომ ისინი დიდ პრობლემას უქმნიან ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო უსაფრთხოებას.
რაც შეეხება მეორე კატეგორიას, რომელიც თითქოს საფრთხეს არ წარმოადგენს, როგორც მეუბნებიან, მათთან დაკავშირებით კიდევ უფრო უარესად არის საქმე.
დადის ფსბ-ს აგენტურა კაფეებში, ნაქირავებ ბინებში, სასტუმროებში და ამ ხალხს “ავერბოვკებს” იმ მუქარით, რომ თუ არ დათანხმდებიან თანამშრომლობაზე, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ პრობლემები შეექმნებათ. ეს კატეგორია განსაკუთრებით “გემრიელია”, რადგან პრაქტიკულად უფასოა რუსული სპეც-სამსახურებისთვის.
დასკვნა – ყველა საქართველოში ჩამოსული რუსი, მათ შორის პუტინის პოლიტიკის მოწინააღმდეგეც, რუსეთზე მუშაობს, ან პოტენციურად იმუშავებს ნებსით, თუ იძულებით. ანუ, გადმოსხმულია ათეულ ათასიანი დესანტი, რომელიც შიგნიდან ხრავს ქართულ სახელმწიფოებრიობას.“ – წერს ხუხაშვილი ფეისბუქზე.

უკრაინაში სასკოლო პროგრამიდან რუსული ლიტერატურის თითქმის ყველა კლასიკოსი ამოიღეს

უკრაინაში გადაწყვიტეს სასკოლო პროგრამიდან ამოიღონ თითქმის ყველა რუსი მწერალი. გამონაკლისი მხოლოდ ნიკოლაი გოგოლი და...

ერდოღანი უკრაინაში ჩადის და ზელენსკისთან “ომის დიპლომატიური გზით შეწყვეტაზე“ საუბარს აპირებს

ლვოვში დაგეგმილ სამიტზე, რომელშიც უკრაინის პრეზიდენტი, თურქეთის პრეზიდენტი და გაეროს გენერალური მდივანი მიიღებენ მონაწილეობას,...

ზელენსკი მოუწოდებს ყირიმის მოსახლეობას არ მიუახლოვდნენ რუსულ სამხედრო ობიექტებს

უკრაინის პრეზიდენტმა საღამოს ვიდეომიმართვაში ანექსირებული ყირიმის მოსახლეობას მოუწოდა არ მიუახლოვდნენ რუსულ სამხედრო ობიექტებს, რადგან...

“დარწმუნებული ვარ, უკრაინელები თავისიანს არ მიატოვებენ და ვემახსოვრები“–სააკაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქზე უკრაინულად ავრცელებს სტატუსს: “მე ტყვეობაში ვარ, საქართველოს ციხეში, მაგრამ ჩემი...

ზელენსკიმ განმარტა, რატომ არ ატეხა განგაში უკრაინის ხელისუფლებამ რუსეთის შეჭრამდე

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ Washington Post–ისთვის მიცემულ ინტერვიუში განმარტა, რატომ არ აწარმოა ომის წინ...

ბრიტანეთმა რუსეთის თავზე მზვერავი თვითმფრინავის გადაფრენის განაცხადი შეიტანა. რუსები ამბობენ, რომ ეს პროვოკაციაა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ბრიტანეთმა შეიტანა განაცხადი მზვერავი თვიმფრინავის, RC-135–ის ფრენაზე მარშრუტით, რომლის...

“ასეთ სისულელეზე როგორ ჩავერთო, რაზე უნდა გავაკეთო კომენტარი?“–ნიკოლოზ ბასილაშვილი სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩაერთო

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ჩობურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ  ყოფილ მეუღლეზე განხორციელებული ძალადობის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს,...

ლაგოდეხის ნაკრძალში 16 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე სასამართლომ კლასის დამრიგებელი დამნაშავედ ცნო

გურჯაანის სასამართლოს მოსამართლე ნანა ჩალათაშვილმა დამნაშავედ ცნო 16 წლის სოფი ნიკოლეიშვილის კლასის დამრიგებელი და...

26 წლიანი ქორწინების შემდეგ ვიტალი კლიჩკო ცოლს გაშორდა

კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო ცოლს, ნატალიას გაშორდა. ამის შესახებ კლიჩკომ მედიას თვითონ უთხრა: “მრავალი წელი– განსხვავებული ინტერესები, სხვადასხვა ცხოვრება. და ჩვენ გადავწყვიტეთ, ეს ოფიციალურად გაგვეფორმებინა....

მაიმუნის ყვავილის გამო ნიუ იორკში საგანგებო ვითარებაა

ნიუ იორკის შტატის გუბერნატორმა ქეთი ჰოქულმა ნიუ-იორკის შტატის ჯანდაცვაში საგანგებო ვითარება გამოაცხადა, რაც მაიმუნის ყვავილის გავრცელებით შექმნილ სიტუაციას უკავშირდება. ჰოქულმა აღნიშნული ნაბიჯი „მაიმუნის ყვავილის...

ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი დაქორწინდნენ

51 წლის ამერიკელი მსახიობი და მომღერალი, ჯენიფერ ლოპესი ოსკაროსან მსახიობს და რეჟისორს, ბენ აფლეკს გაყვა ცოლად. ამის შესახებ ტაბლოიდები ინსაიდერულ ინფორმაციაზე და დოკუმენტებზე დაყრდნობით...