გამაოგნებელია პარლამენტში შესული ოპოზიციის დუმილი – აქტივისტები სანქციების გამკაცრებაზე

სამოქალაქო აქტივისტები და მოძრაობები ეხმიანებიან კანონპროექტს, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. კანონპროექტის თანახმად, სამართალდამცველის მიმართ დაუმორჩილებლობასა და შეურაცხყოფაზე სანქციები მკაცრდება და ჯარიმების რაოდენობა იზრდება.

სამოქალაქო აქტივისტები მას გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ და პარლამენტში შესული ოპოზიციის დუმილით აღშფოთებულები არიან.

“დღეს პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით კიდევ უფრო გაამკაცრა სანქციები სიტყვისა და გამოხატვის უფლების რეალიზებისთვის. 2019 წლის 20 ივნისის შემდეგ, დღემდე ასობით სამოქალაქო აქტივისტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი შაბლონური მუხლით – წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის გასამართლდა. სამოქალაქო აქტივისტების დიდ ნაწილს ათობით ათასი ლარის ჯარიმა აქვს დაკისრებული, ბევრ მათგანს ყადაღა აქვს დადებული, ბევრი ჩვენგანი არაერთხელ იყო ადმინისტრაციული წესით დაკავებული.

ჩვენთვის ხელისუფლების მხრიდან რეპრესიული მექანიზმის გაძლიერება გასაკვირი არ არის, თუმცა გამაოგნებელია კრიზისის დაძლევის და პოლარიზაციის დასრულების მოტივით პარლამენტში შესული ოპოზიციის სრული დუმილი. აღმაშფოთებელია იმ პოლიტიკოსების დუმილი, რომელთა გვერდითაც თითოეული ჩვენგანი 2 წლის განმავლობაში იბრძოდა. ჩვენ არ მოგვისმენია მათი არც ერთი კრიტიკული განცხადება.

ამ ნაბიჯით პარლამენტში შესულმა ოპოზიციამ არა მხოლოდ უარი თქვა ჩვენი, სამოქალაქო აქტივისტების უფლებების დაცვაზე, არამედ პროტესტი არ გამოხატა ადამიანის ფუნდამენტური კონსტიტუციური უფლებების – სიტყვის, გამოხატვისა და შეკრების უფლების კიდევ უფრო შეზღუდვის შესახებ, რაც საპარლამენტო ოპიზიციის მხრიდან კიდევ უფრო გამაოგნებელი ნაბიჯია”.- წერია განცხადებაში.

ხელმომწერები:

  • მოძრაობა ‘შეცვალე
  • დემოკრატიული მომავლისთვის
  • მოძრაობა საქართველოსთვის
  • ალტერნატივა
  • სამოქალაქო აქტივისტი-შუშანა მაცაბერიძე
  • სამოქალაქო აქტივისტი-თამთა გოგოლაძე

მეცნიერების გათვლებით კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რეალური მაჩვენებელი ოფიციალურს ორჯერ აღემატება

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, რომელიც საკუთარ გათვლებში სხვადასხვა ქვეყნების ოფიციალურ მონაცემებს იყენებს, კორონავირუსის პანდემიის...

ნაციონალური მოძრაობის არცერთი კანდიდატი არ უნდა იყოს არცერთ თანამდებობაზე არასდროს – ალეკო ელისაშვილი

ნაციონალური მოძრაობის არცერთი კანდიდატი არ უნდა იყოს თბილისის მერი და არცერთ თანამდებობაზე არასდროს -...

26 წლის გოგოს გაუპატიურებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

საქართველოს პროკურატურამ გაუპატიურების და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა...

ამჟამად არის 100 000 დოზა, დამატებითი 500 000 დოზა ივნისში შემოვა – გამყრელიძე სინოფარმზე

"ამჟამად არის 100 000 დოზა, დამატებითი 500 000 დოზა ივნისში შემოვა"- ამის შესახებ, დაავადებათა ...

ვეტოს უფლების გამოყენების შეეშინდა – ვაშაძე პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე

"ვეტოს უფლების გამოყენების შეეშინდა " - ასე გამოეხმაურა, სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე პრეზიდენტის მიერ...

იმედგაცრუებული ვართ – სამადაშვილი პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე

იმედგაცრუებული ვართ, რომ ვეტოს უფლება გამოყენებული არ იქნა, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“...

მან “ქართულ ოცნებას“ ბოლო შანსი მისცა – იოსელიანი ზურაბიშვილზე

სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი განცხადება “ქართული ოცნების“ მიმართ ბოლო გაფრთხილება იყო, მან “ქართულ ოცნებას“ ბოლო...

ეს არის შეურაცხმყოფელი საზოგადოებისთვის, უტიფრობის დემონსტრირება – ბოკერია ზურაბიშვილის გადაწყვეტილებაზე

"ეს არის შეურაცხმყოფელი საზოგადოებისთვის, უტიფრობის დემონსტრირება"- ასე აფასებს, "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია, სალომე...

იშვიათი მოვლენა: ქალმა 9 ბავშვი გააჩინა, რომელთაგან ყველა გადარჩა

მალიში მცხოვრებმა 25 წლის ქალმა 9 ბავშვი გააჩინა. არადა ფეხმძიმობისას ექოსკოპიაზე ექიმებმა მხოლოდ 7 ბავშვი შეამჩნიეს. ჰალიმა სისეს მშობიარობა მაროკოში, სპეციალურ კლინიკაში შედგა, სადაც ის...

მეცნიერების გათვლებით კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რეალური მაჩვენებელი ოფიციალურს ორჯერ აღემატება

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, რომელიც საკუთარ გათვლებში სხვადასხვა ქვეყნების ოფიციალურ მონაცემებს იყენებს, კორონავირუსის პანდემიის დროს 156 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, 3.2 მილიონი კი გარდაიცვალა. თუმცა, ვაშინგტონის...

გოგო ალბინიზმით ჩინური თავშესაფრიდან Vogue-ს მოდელი გახდა. ნახეთ მისი ისტორია

სიუელი ბავშვობისას მშობლებმა ბავშვთა სახლის კართან დატოვეს. ჩინეთში ზოგიერთი ალბინიზმს წყევლად თვლის. ამ იშვიათ  გენეტიკურ მოვლენას იმ პიგმენტის სრული ან ნაწილობრივი არქონა ახასიათებს, რომელიც კანს...