“გამოიკვეთა ფიზიკური ძალადობის არაერთი ფაქტი” – ბასილაშვილს ბრალი დაუმძიმდა

ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურამ მათი მოთხოვნა გაიზიარა და ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ გამოტანილი ბრალდების შესახებ დადგენილება დააზუსტა.

ადვოკატის ინფორმაციით, გამოძიების მიმდინარეობისას მოპოვებული მტკიცებულებებით გამოიკვეთა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან ნელი დოროყაშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა გენდერული ნიშნით განხორციელებულ არაერთი ფიზიკური ძალადობის ფაქტს. ამასთანავე, ნიკოლოზ ბასილაშვილი წლების განმავლობაში ახორციელებდა გენდერული ნიშნით სისტემატურ ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობას, რის შედეგადაც ნელი დოროყაშვილი განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

ამ დრომდე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ბ ქვეპუნქტით მიმდინარეობდა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვანის თანდასწრებით.

“გვსურს აღვნიშნოთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ ბრალად წარდგენილი ეპიზოდების გარდა, ფიზიკური ძალადობის რამდენიმე ინციდენტის შემთხვევაში გასულია სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა, თუმცა აღნიშნული ქმედებები მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ძალადობის სისტემატურობისა და სიმძიმის შეფასებისას” – აცხადებს ორგანიზაცია.

ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე სასამართლო სხდომა 20 ოქტომბერს ჩაინიშნა.

კორონავირუსით თბილისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მოძღვარი გარდაიცვალა

2 დეკემბერს კორონავირუსით თბილისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მოძღვარი, მღვდელი დავით მაჩიტაძე კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას "საპატრიარქოს...

საქართველოში COVID-19-ით რეინფიცირების 3 შემთხვევაა დაფიქსირებული – ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების 3 შემთხვევაა დაფიქსირდა. მისი განმარტებით, შესაძლოა...

რას გულისხმობს ნატო-საქართველოს „არსებითი პაკეტის“ განახლება

„ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი, საქართველოსთვის, პრაქტიკული ინსტრუმენტების გაძლიერების თვალსაზრისით“ - აცხადებს...

ვინც ტესტი არ ან ვერ გაიკეთა, არც ყოფილა ისე მძიმედ, რომ გარდაცვლილიყო – თენგიზ...

"ვინც ტესტი არ ან ვერ გაიკეთა, არც ყოფილა ისე მძიმედ, რომ გარდაცვლილიყო "- ინფექციური...

“რა გგონიათ, ამერიკაში არ ხდება?” – ცერცვაძე კლინიკაში ნაცნობობით მოხვედრაზე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ საქართველოში პაციენტები საავადმყოფოში ნაცნობობით ხვდებიან, თუმცა ამას...

“დიახ, ბატონო თენგიზ, შეცდომაა კოვიდსასტუმროები“ – ირმა კვიცარიძე

ინსბურგის სამედიცინო უნივერსიტეტის რადიოლოგიის ცენტრის უფროსი ექიმი, ირმა კვიცარიძე ამბობს, რომ საქართველოში კოვიდსასტუმროები არის...

იშვიათად მინახავს თავისი სიტყვის ასე ერთგული კაცი, მისი გაშმაგებული ლანძღვა არის მეტისმეტი! – ელისაშვილი...

"იშვიათად მინახავს თავისი სიტყვის ასე ერთგული და წესიერი კაცი, მისი გაშმაგებული ლანძღვა არის მეტისმეტი!"-...

“პოლიტიკური ინდმეწარმეები, პედოფილიის მხარდამჭერები” – ვოლსკი ოპოზიციაზე

ქართული ოცნების წევრი, გიორგი ვოლსკი ოპოზიციურ პარტიებს აფასებთ. "წამოიდგინეთ უცებ, ქართული ოცნება გვერდზე რომ გაიწიოს,...

სხვა სიახლეები

“საიდან ამდენი ღვარძლი, ბოღმა და სიძულვილი?“– თენგიზ ცერცვაძე კიდევ ერთ კოლეგას უპირისპირდება

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მორიგ ვრცელ წერილს აქვეყნებს და ისევ კოლეგებს უპირისპირდება. ამჯერად მისი კრიტიკის ობიექტი ინფექციონისტი გიორგი კანდელაკია,...

ჯანმრთელობა

“დიახ, ბატონო თენგიზ, შეცდომაა კოვიდსასტუმროები“ – ირმა კვიცარიძე

ინსბურგის სამედიცინო უნივერსიტეტის რადიოლოგიის ცენტრის უფროსი ექიმი, ირმა კვიცარიძე ამბობს, რომ საქართველოში კოვიდსასტუმროები არის შეცდომა. ამის შესახებ მან "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "დღის სტუმარი"...

შოუ ბიზნესი

მსახიობმა ელენ პეიჯმა განაცხადა, რომ ტრანსგენდერია და ყველას სთხოვა ამიერიდან ელიოტი დაუძახონ

მსახიობმა ელენ პეიჯმა განაცხადა, რომ ტრანსგენდერია და ყველას სთხოვა მას ელიოტი დაუძახონ, გარდა ამისა, მასზე საუბრისას მამრობითი სქესის აღმნიშვნელი ნაცვალსახელი გამოიყენონ. მსახიობი, რომელიც კანადაში დაიბადა...

ვიდეო