გარემოცვას პუტინისთვის სიმართლის თქმის ეშინია–აშშ–ს დაზვერვა

ამერიკულმა სპეცსამსახურებმა ნაწილობრივ გაასაჯაროვეს ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ პუტინის გარემოცვა მას ზუსტ და სრულ ინფორმაციას არ აწვდის რეალობის შესახებ.

ანგარიშის შესახებ ჟურნალისტებს თეთრი სახლისკომუნიკაციების დირექტორი, კეიტ ბედინგფილდი ესაუბრა

“ჩვენ ვფლობთ ინფორმაციას, რომ პუტინი თავს რუსი სამხედროების მიერ შეცდომაში შეყვანილად გრძნობს, რის შედეგადაც პუტინსა და სამხედრო ხელმძღვანელობას შორის მუდმივი დაძაბულობაა. ჩვენი აზრით, პუტინს მისი მრჩევლები დეზინფორმაციას აწვდიან იმის შესახებ, თუ რამდენად ეფექტურად მოქმედებენ რუსი სამხედროები და რა მაშტაბით არის დაზიანებული რუსეთის ეკონომიკა სანქციებით. და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ მის უფროს მრჩევლებს მეტისმეტად ეშინიათ მისთვის სიმართლის თქმის“– ამბობს ის.

ბედინგფილდის განცხადებით, ბაიდენის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა ინფორმაცია გაასაჯაროვოს იმისთვის, რომ აჩვენოს, რა სტრატეგიულ შეცდომად იქცა რუსეთისთვის უკრაინაში ომი. ის დასძენს, რომ ამ ინფორმაციის წყაროები და მეთოდები, რომლითაც დაზვერვამ ეს მონაცემები მოიპოვა ვერ გასაჯაროვდება.

“პუტინის ომი სტრატეგიულ შეცდომად იქცა, რომელმაც რუსეთი გრძელვადიან პერსპექტივაში დაასუსტა და უფრო იზოლირებული გახადა მსოფლიო ასპარეზზე“– ამბობს თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორი.

მსგავსი მოსაზრება გამოთქვა ბრიტანეთის ელექტრონული დაზვერვის მეთაურმა, ჯერემი ფლემინგმა.

მან განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი უკრაინაზე თავდასხმის წინ არაადეკვატურად აფასებდა საკუთარი არმიის სიძლიერეს და მოწინააღმდეგეს, ახლა კი ქვეშევრდომებს ეშინიათ მას უთხრან, როგორ მიდის რეალურად საქმე.

“პუტინი ძალიან შეცდა სიტუაციის შეფასებისას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ პუტინის მრჩევლებს ეშინიათ სიმართლის თქმის“– ციტირებს როიტერი ჯერემი ფლემინგის გმოსვლას ავსტრალიის ნაციონალურ უნივერსიტეტში.

პენტაგონის წარმომადგენლის, ჯონ კირბის თქმით,  აშშ–ს სამხერდო უწყება ეთანხმება თეთრი სახლის შეფასებას, რომ რუსეთის პრეზიდენტი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ცუდად არის ინფორმირებული.

კირბის თქმით, პენტაგონს ეს შეფასება აშფოთებს.

“ეს მისი არმიაა. ეს მისი ომია. ის მან აირჩია… ის ფაქტი, რომ მას შეიძლება ბოლომდე არ ესმოდეს, რა მაშტაბის წარუმატებლობა აქვს მის არმიას უკრაინაში, გარკვეულ შეშფოთებას იწვევს“– თქვა კირბიმ.

პენტაგონის წარმომადგენლის თქმით, იმან, რომ პუტინი ცუდად არის ინფორმირებული, შეიძლება არასწორი გადაწყვეტილებები გამოიწვიოს კონფლიქტის შეწყვეტასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების დროს.

“თუ ის სრულად არ არის ინფორმირებული, რა ცუდად აქვს საქმე, მაშინ როგორ უნდა მიაღწიონ მისმა მომლაპარაკებლებმა შეთანხმებას?“–კითხულობს კირბი.

თავისთავად დასკვნა იმის შესახებ, რომ პუტინი თითქმის არავის ეკონტაქტება და არავის ენდობა, დიდი ხნის ნაცნობი ძალოვანების ვიწრო წრის გარდა, ახალი არ არის. ნაწილობრივ ეს მკაცრ საკარანტინო ზომებსაც უკავშირდება, რაც მის გარშემო კორონავირუსის პანდემიის გამო შეიქმნა.

თუმცა, ბოლო დროს ამერიკულ პრესაში უკვე არაერთი სტატია გამოქვეყნდა, სადაც კეთდება დასკვნა, რომ დასავლურმა სპეცსამსახურებმა მართლაც მოძებნეს გზა იმის გასაგებად, თუ რა ხდება პუტინის გარშემო.

ბადენის ადმინისტრაციამ სისტემატურად დაიწყო მათთვის ცნობილი ინფორმაციის გამოქვეყნება გასული წლის შემოდგომიდან – ამ სტრატეგიის ნაწილი იყო მრავალრიცხოვანი და საბოლოოდ დადასტურებული გაფრთხილებები უკრაინაში ფართომაშტაბიანი შეჭრის შესახებ.

როგორც წესი, დაზვერვა მის მიერ მოპოვებულ ინფორმაციას არ აქვეყნებს. მიზეზი სხვადასხვაა, მათ შორის წყაროების დაცვა. თუმცა, ამ შემთხვევაში მიღებულ ინფორმაციას ასაჯაროებდნენ, რათა ომი თავიდან აეცილებინათ. მაგრამ ეს მაინც ვერ მოხერხდა.

 

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 9 500-ს გადააჭარბა

7.8 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რაოდენობამ 9 500-ს გადააჭარბა. თურქეთის კატასტროფების სააგენტოს ცნობით,...

პირველი ქვა იმ ქვეყანამ ისროლოს, რომელშიც საქართველოზე ნაკლები პოლარიზაციაა – პაპუაშვილი

"ხშირად გვესმის, რომ პოლარიზაციაა საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა. შესაძლოა, ეს ასეა, თუმცა პირველი ქვა...

დასავლეთი საქართველოს ხელებს უგრეხს რუსეთთან ძალიან მშვიდი ურთიერთობის გამო – კარასინი

"როგორც მოსალოდნელი იყო, დასავლეთი ახლა იწყებს საქართველოსთვის ხელების გადაგრეხას რუსეთთან მისი ძალიან მშვიდი ურთიერთობის...

”სოფელ ჯიხაშკარში დააკავეს, სად იმალებოდა 2 წელი არ ვიცი” – ესებუას ადვოკატი

''სოფელ ჯიხაშკარში დააკავეს, სად იმალებოდა 2 წელი არ ვიცი"- აცხადებს ბადრი ესებუას  უფლებადამცველი იოსებ...

შსს–მ საქართველოს ბანკზე თავდამსხმელი, ბადრი ესებუა დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრო "საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარი თავდასხმისთვის ძებნილი პირის ბადრი ესებუას დაკავებასთან დაკავშირებით...

რამ გამოიწვია და რატომ იყო მიწისძვრა თურქეთში ასე დამანგრეველი

თურქეთისა და სირიის საზღვართან მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა ხუთ ათას ადამიანს გადააჭარბა. სირიის...

ლატვიაში ცეცხლი გაუჩნდა ქარხანას, რომელიც უკრაინისა და ნატოსთვის დრონებს აწარმოებდა

სამშაბათს ხანძარი გაჩნდა ლატვიაში მდებარე ამერიკული თვითმფრინავების ქარხანაში, რომელიც უკრაინის და ნატოს  სამხედრო მოკავშირეებისთვის დრონებს...

“პრეზიდენტის შეწყალებით მიხეილ სააკაშვილი ვერ გათავისუფლდება” – ზურაბიშვილი

"6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ, მიხეილ სააკაშვილს სასჯელი არ გადაუვადა. პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილების სამართლიანობა/უსამართლობის შესახებ...

რამ გამოიწვია და რატომ იყო მიწისძვრა თურქეთში ასე დამანგრეველი

თურქეთისა და სირიის საზღვართან მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა ხუთ ათას ადამიანს გადააჭარბა. სირიის საზღვრის მახლობლად ქალაქ გაზიანთეპთან ძლიერ ბიძგებს კიდევ ერთი მოჰყვა -...

შოტლანდიელი მეცნიერები: დღეში 2 ლიტრი წყლის დალევის რეკომენდაცია შეცდომა იყო

შოტლანდიის აბერდინის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რეკომენდაცია დღეში ორი ლიტრი წყლის მიღების შესახებ შეიძლება გადაჭარბებული იყოს. შოტლანდიელი მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ადამიანი  სითხის დღიური ნორმის დაახლოებით...

„მე ისევ რუსი ვარ“: დეპარდიე ამბობს, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ არ შეცვლილა

მსახიობმა ჟერარ დეპარდიემ განაცხადა, რომ მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ უკრაინაში შეჭრის შემდეგაც არ შეცვლილა. მისი თქმით, ის „ჯერ კიდევ რუსია“. ამის შესახებ ფრანგმა კულტურის...