გარეჯის მოვლენის გადაფარვა შეიძლება 1 რამით – ბანკში უნდა შევიდეს ტერორისტი – ვოლსკი

ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი, გია ვოლსკი ზუგდიდში, საქართველოს ბანკში თავდამსხმელის შეჭრას ოპოზიციას უკავშირებს.

მისი თქმით, დავით გარეჯის საკითხი იმდენად რეზონანსული იყო, რომ მისი გადაფარვა მხოლოდ ბანკში ტერორისტის შესვლით იყო შესაძლებელი.

“გარეჯთან დაკავშირებით საოცრება ხდება. ეს არის იმხელა რეზონანსის მქონე მოვლენა, რომლის გადაფარვა შეიძლება მხოლოდ 1 რამით – ზუგდიდის ბანკში უნდა შეიჭრას ტერორისტი. მე არ ვამბობ, რომ მართლაც ეგრეა, მე ვამბობ იმ რეალისტურ სურათს, რაც სამწუხაროდ, საქართველოში იხატება”,- თქვა გია ვოლსკიმ პროსახელისუფლო მედია პოსტივისთან ინტერვიუში.

მისივე თქმით, 2008 წლის ომში სააკაშვილი და რუსეთი უნისონში მოქმედებდნენ, ამიტომ არსებობს “უშველებელი კითხვის ნიშანი, გაყიდეს თუ არა ეს ტერიტორია”.

“რუსების შემოჭრა გადაწყვეტილი იყო, მაგრამ გადაწყვეტის დროს რუსებმა დაგეგმეს, რა უნდა ექნა სააკაშვილს, ჯარების სარდალს და რა უნდა ექნათ სხვადასხვა ფიგურანტებს. ეს არის უნისონში ყველაფერი და აქაც უშველებელი კითხვის ნიშანი ჩნდება, გაყიდეს თუ არა ეს ტერიტორია”,- აცხადებს გია ვოლსკი.

ცნობისთვის, გუშინ თავდამსხმელი ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალში შეიჭრა და 19 მძევალი აიყვანა. მან 500 ათასი დოლარი და უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა. რამდენიმე საათში მან 3 მძევალი დაიტოვა, რის შემდეგაც შსს–მ მას მოთხოვნილი თანხა მიუტანა. მძევლებთან ერთად ის პოლიციის მანქანით გაურკვეველი მიმართულებით წავიდა. გვიან ღამით მან ყველა მძევალი გაათავისუფლა და გაიქცა.

შსს–ს ცნობით, ამ დროისთვის მისი ძებნის ოპერაცია მიმდინარეობს. აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი აცხადებს, რომ ე.წ. საზღვარზე თავდამსხმელს არ შეუშვებენ. 

ბაიდენი საჯაროდ მიწოდებდა აღმოსავლეთ ევროპის ჯორჯ ვაშინგტონს – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მას საჯაროდ...

საველე ჰოსპიტლების გამოყენების საკითხს არ განვიხილავთ – ტიკარაძე

"კარვების სანაცვლოდ არაერთი დამატებითი სივრცე გვაქვს გამოყოფილი, რომელიც ამ ეტაპისთვის მზადდება", - ამის შესახებ...

ამ ეპიდტალღის პიკზე ვიყავით გუშინ, შეზღუდვები არაფერს მოიტანს – ინფექციონისტი

ინფექციონისტი გიორგი კანდელაკი ამბობს, რომ ვაშინგტონის ერთ–ერთი ავტორიტეტული ორგანიზაციის მონაცემებით, კორონავირუსის ეპიდტალღის პიკი საქართველოში...

“კარფურში” ყოფილმა ქმარმა ცოლი საკანცელარიო დანით დაჭრა

„კარფურის“ გლდანის ფილიალში კაცი ქალს თავს დაესხა და ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენა, კერძოდ საკანცელარიო...

ძალიანაც კარგი თუ პატრიარქი არ ულოცავს არჩევნებში გამარჯვებულს – დეკანოზი თამაზ ლომიძე

"თუ პატრიარქი წელს არ ულოცავს არჩევნებში გამარჯვებულს, ძალიანაც კარგი" -ამის შესახებ დეკანოზი თამაზ ლომიძე...

საქართველოს მოწვევა უნდა გავუგზავნოთ NATO-ში დაუყოვნებლივ გაწევრიანებისთვის – გენერალი ბენ ჰოჯესი

ევროპაში აშშ-ს სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაურის, ბენ ჰოჯესის განცხადებით, ნატო-მ საქართველოს დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს...

მნიშვნელოვანია შეზღუდვების დაწესება, ვერ ვიქნებით ადამიანების ქცევაზე დამოკიდებული – ტიკარაძე

"მნიშვნელოვანია შეზღუდვების დაწესება, ვერ ვიქნებით ადამიანების ქცევაზე დამოკიდებული" -  ამის შესახებ  ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე...

უნდა შევზღუდოთ მეგობრებთან სტუმრობა მინიმუმ ერთი თვე – ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი

"უნდა შევზღუდოთ მეგობრებთან სტუმრობა მინიმუმ ერთი თვე " - ამის შესახებ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

საქართველოს კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას ითხოვს

საქართველოს კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის სისტემაში შექმნილი კრიზისისა და მძიმე მდგომარეობის გამო ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს. ამის შესახებ კლინიკების ასოციაციის მიერ გავრცელებულ...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო