“გაყალბებულია” ოპოზიციის აქცია – რუსთაველის გამზირზე მოძრაობა გადაიკეტა

“გაყალბებულია”- ამ შინაარსის პლაკატებით აქცია, რომელიც თბილისში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ოფიციალური ვიზიტის პარალელურად იმართება, 11 საათზე დაიწყება. მანამდე კი გაერთიანებული ოპოზიციის ლიდრეები, მხარდამჭერები და საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენლები რესპუბლიკის მოედანზე იკრიბებიან და აქციის საორგანიზაციო საკითხებს აგვარებენ.

მოქალაქეები და ოპოზიციის ლიდერები დისტანციის დაცვით შექმნიან ერთგვარ ჯაჭვს, რომლითაც მათივე თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების შესახებ პროტესტს გამოხატავენ და ამ ფორმით აშშ-ს და საერთაშორისო საზოგადოებას პროტესტის შესახებ აცნობებენ. აქციის მონაწილეები,რომლებიც ფილარმონიიდან ოპერის თეატრამდე ცოცხალი ჭაჭვის ფორმატით განლაგდებიან, ბიძინა ივანიშვილისა და ვლადიმერ პუტინის გამოსახულებით სტიკერებს აკრავენ.

ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა უკვე გადაკეტილია.

„ ამ აქციაში მონაწილეობას ათასობით ჩვენი თანამოქალაქე მიიღებს. აქცია მდუმარედ, ყოველგვარი გამოსვლის გარეშე ჩაივლის, რომლის მთავარი მიზანი არის დავანახოთ მაიკ პომპეოს ჩვენი პოზიცია. პირველ რიგში, ეს არის ჩვენი მხარდაჭერა და პატივისცემა აშშ-ს მიმართ და მეორე- გზავნილი იქნება იმ გაყალბების შესახებ, რომელსაც ადგილი ჰქონდა 31 ოქტომბერს,როცა ბიძინა ივანიშვილმა მიიტაცა ქართველი ხალხის ნება. ვინც თვლის, რომ არჩევანი მოპარეს, შეუძლია შემოგვიერთდეს”, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ამასთან, აქციის მონაწილეებმა რესპუბლიკის მოედანზე დააკრეს პლაკატები წარწერით- „ამერიკა, მადლობა საქართველოს დამოუკიდებლობის მხადაჭერისთვის”, ” შეწყდეს სახელმწიფოს მიტაცება რუსი ოლიგარქის მიერ”.

“ძირს “ცრუ მეფე “, ძირს ოლიგარქი! ქვეყანას ანექსიას უმზადებენ!“–თაკო ჩარკვიანი

“სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, თაკო ჩარკვიანი თვლის, რომ ბიძინ ავანიშვილის ხელისუფლება საქართველოს რუსეთის ანექსიისთვის ამზადებს: “ალბათ...

კახი კავსაძე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. ის მართვით სუნთქვაზეა

მსახიობი კახი კავსაძე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. კლინიკის ხელმძღვანელობა ამ ინფორმაციას ადასტურებს და ამბობს,...

აკრძალვებისა და ჯარიმის მიუხედავად ფიტნესცენტრი “Reformerfitness” ისევ აპირებს მუშაობის გაგრძელებას

ფიტნესცენტრმა, Reformerfitness-მა ქვეყანაში არსებული აკრძალვების მიუხედავად ფუნქციონირება გააგრძელა, რის გამოც ცოტახნისწინ დააჯარიმეს. როგორც ფიტნესცენტრში...

ვინ არის აშშ–ს ახალი პირველი ლედი. ჯო ბაიდენის პირადი ტრაგედია და ახლადარჩეული პრეზიდენტის გამორჩეული...

აშშ–ს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ჯო ბაიდენის მეუღლე, 69 წლის ჯილ ბაიდენი, რომელიც ამერიკის ახალი...

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთს, თავი შეიკავოს მცდარი ინფორმაციის გავრცელებისგან

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთს, თავი შეიკავოს მცდარი ინფორმაციის გავრცელებისგან.უწყება აბაშიძე-კარასინის ფორმატში გამართულ...

ევროპა საკარანტინო შეზღუდვების შემსუბუქებას იწყებს

ევროპა თანდათანობით საკარანტინო შეზღუდვების გაუქმებას იწყებს, რომლებიც კორონავირუსის მეორე ტალღის გამო შემოიღეს. ლღეს ევროპის...

პარლამენტთან აქციის დროს დაკავებული ორი პირი გაათავისუფლეს

პარლამენტთან აქციის დროს დაკავებული ორი პირი  გაათავისუფლეს. მათ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ცოტა ხნის წინ...

“ზამთრის მარაგი”-სოციალურ ქსელში სამსახურის გარეშე დარჩენილი მოქალაქეების დასახმარებლად ჯგუფი შეიქმნა

სოციალურ ქსელში, მოქალაქეებმა ახალი ჯგუფი შექმნეს, რომელიც მიზნად ისახავს სამსახურის გარეშე დარჩენილი ადამიანების დახმარებას. დღეიდან...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

სისხლის ანალიზის მეთოდი, რომელსაც კიბოს 50 სახეობის ადრეული გამოვლენა შეუძლია ფართომაშტაბიანი გამოცდის სტადიაშია

ბრიტანეთის ჯანდაცვის ნაციონალური სამსახური ფართომაშტაბიანი ცდებისთვის ემზადება, რომლის დროსაც სისხლის ანალიზის ის მეთოდი უნდა გამოიცადოს, რომელიც კიბოს ადგენს. მეთოდი აშშ–ში შემუშავდა. პოტენციურად, ახალი მეთოდის...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო