გახარიასთან მინდა შეხვედრა, თუ პატივს დამდებს – ბაჩალიაშვილის დედა

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი და მათი ადვოკატი ახლა შინაგან საქმეთა სამინისტროში გამომძიებელს ხვდებიან. ბაჩალიაშვილის დედის თქმით, ის ასევე ითხოვს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრასაც.

გახარიასთან მინდა შეხვედრა თუ პატივს დამდებს და შემხვდება. გადმოცემით ვიცი, ამ კაცმა თქვა, რომ ბაჩალიაშვილის და შაქარაშვილის საქმეები უნდა იყოს გამოძიებული. უშუალოდ მისგან მინდა გავიგო რას მეტყვის”, – თქვა ბაჩალიაშილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა.

ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, ოჯახს აინტერესებს რამდენად ინფორმირებულია გამოძიება საქმის ახალ დეტალებზე.

“მოგვაწოდეს არასასიამოვნო ფაქტები და ამ ფაქტებთან დაკავშირებით გვაინტერესებს რამდენად ინფორმირებულია გამოძიება. რა მოქმედებები განხორციელდა ოჯახს აინტერესებს ყველაფერი დეტალურად ვიდეო კამერებთან და ყველა იმ ფაილთან დაკავშირებით, რომლებიც კომპიუტერში არის”. – ამბობს გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი.

გუშინ “შაბათის ფორმულამ” ბაჩალიაშვილის მკვლელობის ახალი მოტივის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. ახალგაზრდა პროგრამისტმა, ერთ-ერთ პროგრამაზე მუშაობისას, გახსნა საიდუმლო ფაილები. საუბარია ქართველი მაღალჩინოსნების, კერძოდ, 3 ადამიანის კომპრომატებზე. რა შინაარსის იყო კომპრომატები, რომლებიც თამარ ბაჩალიაშვილმა ნახა,  უცნობია, მაგრამ მას შემდეგ, რაც თამარმა ფაილები ნახა, მისი მისამართით დაიწყო ღია და ირიბი მუქარები.

თამარ ბაჩალიაშვილს გაუჩინარების დღეს, მას შემდეგ, რაც მას „ვოთსაფით“ ესაუბრნენ, ამავე პლატფორმაზე მესიჯად გაუგზავნეს ლოკაცია, სადაც ის უნდა მისულიყო და დაინტერესებული მხარისთვის საიდუმლო ფაილები გადაეცა.

წყარო საგამოძიებო უწყებიდან „შაბათის ფორმულას“ უდასტურებს, რომ ბაჩალიაშვილს სპეციალურად გაუგზავნეს ისეთი ლოკაცია, რომ მას გაევლო მარნეულის გზა თეთრიწყარომდე, რათა მისი გადაადგილება ჭკვიან კამერებს დაეფიქსირებინათ და გამოძიებას კვალი არეოდა.

„შაბათის ფორმულასთვის“ ცნობილია, რომ ბაჩალიაშვილის ცხედრის გამოჩენა არ იგეგმებოდა, ის უფრო გვიან და სრულიად სხვა ადგილას უნდა ენახათ, თუმცა მას შემდეგ, რაც ოჯახმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტა, ცხედარი მანქანით სწორედ იმ ადგილას მიიტანეს, სადაც ის მომდევნო დღეს ნახეს.

„შაბათის ფორმულას“ ინფორმაციით, მანქანა ადგილამდე მისაბმელით მიიტანეს. წყარო საგამოძიებო უწყებიდან ადასტურებს, რომ მანქანაში ყველაფერი გასუფთავებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ არც მანქანიდან და არც ცხედრიდან არ ამოვა უცხო დნმ. 

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

შეხვედრაზე 2019 წლის მოვლენები ნახსენები არ ყოფილა,ეს გახლავთ რუსეთის მხარის ინტერპრეტაცია – ზურაბ აბაშიძე

2019 წლის მოვლენები შეხვედრაზე ნახსენები საერთოდ არ ყოფილა; ეს გახლავთ რუსეთის მხარის ინტერპრეტაცია, -...

გია ვოლსკი ოპოზიციის პროტესტს რუსეთთან “შეთამაშებულ” ქმედებად მიიჩნევს

მმართველი გუნდის  დეპუტატიგია ვოლსკი ოპოზიციის პროტესტს რუსეთთან "შეთამაშებულ" ქმედებად მიიჩნევს. მისი თქმით, რუსეთისა და...

ეს არის მონური სულის, ვასალური სულის ხელისუფლება – ბურჯანაძე

"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრას...

თენგიზ ცერცვაძე სტაციონარიდან სახლში გაეწერა

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე სტაციონარიდან სახლში გაეწერა. ინფორმაციას ინფექციური საავადმყოფო...

პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებმა ორი აქტივისტი დააკავეს

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებმა ორი აქტივისტი დააკავეს. როგორც  „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა...

პარლამენტთან და საგარეო უწყებასთან ნამგალი და ურო დახატეს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პარლამენტის შენობასთან საბჭოთა კავშირის სიმბოლო, ნამგალი და ურო დახატეს....

8 წელია ქართული მხარე რუსული მხარისგან თითის ქნევით ისმენს საყვედურებს – უდუმაშვილი აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე

„ტრადიციულად, ჩვენ მიჩვეული ვართ 8 წლის განმავლობაში, რომ ქართული მხარე რუსული მხარისგან თითის ქნევით ისმენს...

პატიმრებს ხანმოკლე პაემნით სარგებლობის უფლება პირველ იანვრამდე შეეზღუდათ

ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე და უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, მიმდინარე წლის 28 ნოემბრიდან გარკვეული...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

სისხლის ანალიზის მეთოდი, რომელსაც კიბოს 50 სახეობის ადრეული გამოვლენა შეუძლია ფართომაშტაბიანი გამოცდის სტადიაშია

ბრიტანეთის ჯანდაცვის ნაციონალური სამსახური ფართომაშტაბიანი ცდებისთვის ემზადება, რომლის დროსაც სისხლის ანალიზის ის მეთოდი უნდა გამოიცადოს, რომელიც კიბოს ადგენს. მეთოდი აშშ–ში შემუშავდა. პოტენციურად, ახალი მეთოდის...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო