საქართველოს მოქალაქეები 4 ოქტომბერს აპირებენ მშვიდობიანად იდგნენ და დაასრულონ რეჟიმი, აქციაზე მოდიან საკუთარი შვილებით, ოჯახის წევრებით, მაშინ ე.წ. ხელისუფლებამ და სპეცრაზმმა უნდა იცოდეს, რომ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ კონსტიტუციით განსაზღვრული თავდაცვის უფლება და თავს დაიცავენ. ჩვენ არ მივცემთ შესაძლებლობას, რომ საქართველოს ერთი მოქალაქე მაინც დაჩაგროს რეჟიმმა.
4 000 გდდ-ის თანამშრომელი, რომელსაც არანაირი მოტივაცია არ აქვს საერთოდ, განსაკუთრებით, იმ რღვევის შემდეგ, რაც ქართულ ოცნებაში ხდება, ვერ მოერევა ათასობით საქართველოს მოქალაქეს, თუ ის გაბედავს, რომ ხელი აწიოს მათზე.
მშვიდობიანი იყო ყველა აქცია, მათ შორის დეკემბრის აქციები, რუსული კანონის დროს აქციები, როდესაც საქართველოს მოქალაქეები სასტიკად ცემეს. ლევან ხაბეიშვილი რომ გაიტაცეს და სასტიკად სცემეს, მშვიდობიანად იდგა და უკანონოდ დაკავებული ახალგაზრდის გადარჩენას ცდილობდა. დავით ქაცარავა მშვიდობიანად იდგა და აპროტესტებდა. გუკა როგავაც პირდაპირ ეთერში ერთვებოდა და მშვიდობიანად იდგა, როცა გდდ-ის სპეცრაზმელი მივიდა და სასიკვდილოდ გაიმეტა. ეს პრაქტიკა არის ხელისუფლების მხრიდან, მშვიდობიან მოქალაქეებს არბევს.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ – თუ გადაწყვეტენ, რომ საქართველოს მოქალაქეებს გაუსწორდნენ და ისე სასტიკად მოექცნენ, როგორც რეჟიმი ყველა აქციის დროს იქცეოდა, მათ უნდა იცოდნენ, რომ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ კონსტიტუციური უფლება დაიცვან თავი.
ამ ქვეყანაში ერთადერთი, 13 წლის განმავლობაში, თუ ვინმე ძალადობს, ეს არის რეჟიმი, რომელსაც ლეგიტიმაცია არ აქვს საქართველოს მოქალაქეებში, ამიტომ მშვიდობიანი პროტესტის ჩახშობა ჰგონია, რომ შეუძლია ასეთი ძალადობით.
სახელმწიფო დაცვის სამსახური კი არა, სულ რომ უცხოპლანეტელები ჩამოიყვანოს 4 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილმა, საქართველოს ათასობით მოქალაქეს, რომელიც ქუჩაში იდგება, ვერ შეძლებს ვერავინ დაუპირისპირდეს. მართალი ხალხის ძალა არის ის, რასთანაც ყოველთვის წააგებს ოლიგარქი.
განაცხადა ენმ-ის წევრმა, ანა წითლიძემ.















