გერმანია Covid19–ის საყოველთაო ვაქცინაციისთვის ემზადება. 100 მილიონი დოზა პირველ ეტაპზე

Covid19-ის პირველი ვაქცინა შეიძლება ითქვას, რომ მზად არის. მიუხედავად მის მიმართ არსებული გარკვეული სკეპტიციზმისა, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები საყოველთაო ვაქცინაციისთვის ემზადებიან. მათ შორის არის გერმანია, რომელიც ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში ერთ–ერთი წარმატებული ქვეყანაა და  ვაქცინაციის პროცესის უმოკლეს ვადებში დასაწყებად ემზადება. როგორ იგეგმება ვაქცინაციის პროცესი გერმანიაში, ამის შესახებ გერმანიაში მცხოვრები ქართველი, ირინა დანელია newsreport.ge-სთვის მომზადებულ სტატიაში გვიამბობს.ირინა დანელია მრავალი წელია გერმანიაში ცხოვრობს და გერმანიის მოქალაქეა, ამჟამად ცხოვრობს ქალაქ შვეცინგენში,  არის სოციოლოგი, მაინცის უნივერსიტეტის მაგისტრი, ამჟამად მუშაობს კერძო კომპანიაში, ენერგეტიკის სფეროში.

გერმანია Covid19–ის ვაქცინის 100 მილიონ დოზას მიიღებს

უკვე რამდენი თვეა კაცობრიობა მოუთმენლად ელის კოვიდ-19 საწინააღმდეგო ვაქცინას და მართლაც რამდენიმე კვირის წინ სანდო საინფორმაციო საშუალებებმა მთელ მსოფლიოს ამცნეს სასიხარულო ამბავი იმის შესახებ, რომ Biontech & Pfizer-ის ვაქცინამ წარმატებით გაიარა გამოცდის მორიგი ეტაპი და 2021 წლის დასაწყისში იგი უკვე ხელმისაწვდომი გახდება ადამიანთა გარკვეული ჯგუფისათვის. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი მეცნიერი ჯერ კიდევ სკეპტიკურადაა განწყობილი ამ ვაქცინის მიმართ და საყოველთაო ოპტიმიზმს არ იზიარებს. ამჟამინდელი მონაცემებით ვაქცინას 90% ეფექტურობა ახასიათებს. დროთა განმავლობაში, რაც უფრო მეტი მონაცემები იქნება დამუშავებული, შეიძლება ეს რიცხვი შეიცვალოს და 70% –მდე ჩამოვიდეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, გერმანიის წამყვან ვირუსოლოგს, კრისტიან დროსტენს, ეს მონაცემები საკმარისად მიაჩნია ოპტიმისტური პროგნოზების გასაკეთებლად. ფაქტია, რომ გერმანიის ფედერალური რესპუბლიკა ინტენსიურად ემზადება უდიდესი ლოგისტიკური პრობლემის გადაჭრისათვის, რასაც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ვაქცინის სამართლიანი და ეფექტური გადანაწილება ქვია. პროცესში ჩართულია 16-ვე ფედერალური მიწის ჯანდაცვის სახელმწიფო ორგანო და ასევე გერმანიის ეთიკური საბჭო. დღეისათვის უკვე დაგეგმილია მთელი ქვეყნის  მაშტაბით 300 -ზე მეტი სპეციალურად აღჭურვილი მუდმივი და მობილური ცენტრების შექმნა. ვაქცინის გადანაწილების ლოგისტიკური უზრუნველყოფა კი პაულ ერლიხის სახელობის ფედერალურ ინსტიტუტს დაევალა (Paul-Ehrlich-Institut), რომელიც უკვე მუდმივ კონტაქტშია  ვაქცინის მწარმოებელ ფირმასთან, რათა ზუსტად მოხდეს ვაქცინაციის მეთოდების შემუშავება და პროცესების შეუფერხებლად წარმართვა.  გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკას უკვე აქვს მიღებული გარანტია ვაქცინის 100 მილიონ დოზაზე. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ვაქცინის ეფექტურობისათვის ორი აცრაა საჭირო, 3 კვირის შუალედით. პირველ ეტაპზე გერმანია გეგმავს რისკ-ჯგუფების, კერძოდ ასაკოვანი და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანების აცრას, შემდეგ სამედიცინო პერსონალის და სისტემისთვის მნიშვნელოვანი სხვა პროფესიული ჯგუფების ვაქცინაციას. სავარაუდოდ 2021 წლის აგვისტოდან კი ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება  დანარჩენ მსურველთათვის. ამასთან ფედერალური რესპუბლიკის მთავრობა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ვაქცინაცია ყველასათვის ნებაყოფლობითი იქნება. ევროგაერთიანების გადაწყვეტილებით, რომლის მრავალმილიონიანი დაფინანსებითაც იქნა შესაძლებელი ამ ვაქცინის შექმნა, ვაქცინა თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება ყველა ქვეყნისათვის, მიუხედავად მათი ფინანსური შესაძლებლობებისა. პანდემიის შესაჩერებლად 15 მილიარდი ერთეული ვაქცინაა საჭირო, რომელიც მსოფლიოს მოსახლეობის 75 % უზრუნველყოფს. ლოგისტიკური კონცერნის Kühne+Nagel (კუნე + ნაგელ)-ის ცნობით ეს 60 ათას ტონას შეადგენ. აქედან ტვირთის 52% გადაზიდვა სპეციალური სატვირთო თვითფრინავებით მოხდება, რაც 700 ცალი სრულად დატვირთული ბოინგ-747 -ია. ტვირთის დანარჩენი ნაწილის გადაზიდვა სახმელეთო გზითაა დაგეგმილი.

ირინა დანელია

2026 წლისთვის მთავრობის წმინდა ვალს შევამცირებთ 45%-მდე – ფინანსთა მინისტრი

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის თქმით, 2026 წლისთვის მთავრობის წმინდა ვალი 45%-მდე შემცირდება, ხოლო 2030...

102 წლის ემინე ჯორბენაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

აჭარაში, 102 წლის ემინე ჯორბენაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით Pfizer-ით აიცრა. ემინე ჯორბენაძემ Pfizer-ის პირველი...

გათავისუფლების შესახებ მედიის საშუალებით გავიგეთ – ინსპექტორი ჩოლოიანზე

გათავისუფლების შესახებ მედიის საშუალებით გავიგეთ - ასე ეხმაურება, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ლუკა სირაძის გარდაცვალების...

ლარი გამყარდა – ეროვნულმა ბანკმა ახალი კურსი დაადგინა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 5 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, ლარი როგორც დოლართან, ისე ევროსთან მიმართებით გამყარდა. დოლართან...

პრეზიდენტს უფლებაც არ აქვს დემარში განახორციელოს საკონსტიტუციო ორგანოს წინააღმდეგ – კუჭავა

"არანაირი კონფლიქტი არ არსებობს, პრეზიდენტს უფლებაც არ აქვს დემარში განახორციელოს საკონსტიტუციო ორგანოს წინააღმდეგ"  -...

დააკავეს აქტივისტი, რომელმაც მარიანა ჩოლოიანის გათავისუფლება გააპროტესტა

ლუკა სირაძის საქმეზე მარიანა ჩოლოიანის გათავისუფლება აქტივისტებმა იუსტიციის სამინისტროსთან გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებმა გზის სავალ ნაწილზე...

ილია II-ს შეუძლია აცრისკენ მოწოდება, მაგრამ სატანის ერთგულად უნდა დარჩენა – კობახიძე

"ცხოვრებაში ერთხელ რომ სიკეთე გააკეთოს ილია მეორემ, ხომ შეუძლია და აცრისაკენ მოუწოდოს ხალხს. მაგან...

მოსახლეობის მესამედი ამ პერიოდამდე ვაქცინირებული რომ ყოფილიყო, ეს საკითხები ასე მწვავედ არ იდგებოდა...

ძალიან საშიშია ჰუმანიტარული კატასტროფა არ მოხდეს, სახლში არ დაგვეღუპონ ადამიანები, მოსახლეობის მესამედი ამ პერიოდამდე...

AstraZeneca–ს წარმოებამ მილიარდ დოზას მიაღწია

ბრიტანულ–შვედურმა კომპანია AstraZeneca–მ განაცხადა, რომ მის მიერ წარმოებული ვაქცინების რაოდენობამ ერთ მილიარდს მიაღწია. ეს მილიარდი დოზა მსოფლიოს 170 ქვეყანაში განაწილდა. “ეს შესანიშნავი ამბავია ჩვენთვის, მეცნიერთა...

შესაძლებელია თუ არა ჭაღარა თმას კვლავ ძველი ფერი დაუბრუნდეს–ახალი კვლევა

იმის შესახებ, რომ ძლიერი სტრესისგან გაჭაღარავება შეიძლება, თანაც ზოგჯერ ერთ ღამეში, დიდი ხანია ცნობილია. განსაკუთრებით ბევრი ასეთი შემთხვევაა ცნობილი ომიანობის, ბუნებრივი კატაკლიზმების და მოულოდნელი...

“ტრავმირებული ვარ, უბედური ვარ, ძილი არ შემიძლია“–ბრიტნი სპირსმა სასამართლოს მისი მეურვეობის საქმეზე ჩვენება მისცა

39 წლის პოპ ვარსკვლავმა, ბრიტნი სპირსმა პირველად მოითხოვა სასამართლოსგან პირადად, მოუხსნან მისი მამის მეურვეობა, რომელიც 2008 წლიდან მის საკონცერტო მოღვაწეობას და ფინანსებს აკონტროლებს. მან...