წამებისთვის ძებნილი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დავით ჭაკუა გერმანიამ საქართველოს გადმოსცა

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დავით ჭაკუა გერმანიამ ქართულ მართლმსაჯულებას გადმოსცა. ჭაკუას ექსტრადირება ბერლინიდან თბილისში დღეს განხორციელდება.

დავით ჭაკუა არაერთ გახმაურებულ საქმეში ფიგურანტი და მსჯავრდებულია. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, მსჯავრდებულ ბაჩო ახალაიასთან, რეზო ჭარბაძესა და მეგის ქარდავასთან ერთად მსჯავრდებულია 2006 წლის 27 მარტს, თბილისში ციხის ბუნტის პროვოცირებაში, რასაც შვიდი პატიმრის სიცოცხლე შეეწირა. ამასთან, დავით ჭაკუა მსჯავრდებულია იუსტიციის ყოფილ მინისტრთან ზურაბ ადეიშვილთან ერთად, პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზებაში; სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში; სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციასა და მოწმეზე ძალადობაში.

დავით ჭაკუას ბაჩო ახალაიასთან ერთად ასევე ბრალი ედებოდა ბიზნესმენ ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთასა და ცემაში.

დავით ჭაკუა ინტერპოლის წითელი ცირკულარით 2013 წლის 23 მარტიდან იძებნებოდა.

პროკურატურა ჯერ კიდევ 2013 წელს აცხადებდა, რომ ჭაკუას ექსტრადირებისთვის საჭირო დოკუმენტებს ამზადებდა. მაშინ ყოფილი მაღალჩინოსანი ავსტრიაში დააკავეს, თუმცა მალევე 5000 ევროიანი გირაო შეუფარდეს და გაათავისუფლეს. ჭაკუას აკრძალული ჰქონდა ქვეყნის დატოვება.

ჩანაწერები რიგგარეშე არჩევნების საფუძველს წარმოადგენს – კახა ოქრიაშვილი

'' ჩანაწერები რიგგარეშე არჩევნების საფუძველს წარმოადგენს''- პარტია “პროგრესი და თავისუფლება“ ლიდერის კახა ოქრიაშვილის განცხადებით, 6...

საქართველოში კორონავირუსის 234 შემთხვევა დაფიქსრიდა გარდაიცვალა – 9 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 234 შემთხვევა დაფიქსრიდა გარდაიცვალა - 9 პაციენტი. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების...

როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

7 მარტს საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების...

“ბერა ივანიშვილი არის კაციჭამია, ავადმყოფი ნაძირალა! – ნიკა გვარამია

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ტვ პირველის ეთერში გავრცელებულ ჩანაწერებს საკუთარ გადაცემაში "მთავარი...

გიგი უგულავა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას მოითხოვს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას მოითხოვს. ამის შესახებ გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს. “სანამ რიგგარეშე არჩევნები იქნება...

ქართული ოცნების ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

"BERA მოძალადე ტიკ-ტოკერი", "მამიკოს ბიჭი კანონის წინაშე აგებს პასუხს"  -  ამ და სხვა ლოზუნგებით,...

სკანდალური აუდიოჩანაწერი: ბერა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი ახალგაზრდების დასჯაზე საუბრობენ, ვინც ბერას ფეისბუქით შეურაცხყოფა...

ნოდარ მელაძის შაბათში გავიდა სიუჟეტი ფარული აუდიო ჩანაწერით, რომელშიც წამყვანის განცხადებით საქართველოს ამჟამინდელი პრემიერი,...

ცესკომ განცხადება გაავრცელა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეორგანიზაციის შესახებ განცხადება გაავრცელა. ცესკოს ინფორმაციით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სტრუქტურული ერთეულების...

სხვა სიახლეები

“მერკი” კონკურენტ კომპანიას, Johnson & Johnson-ს ვაქცინის დამზადებაში დაეხმარება

ამერიკული ფარმაკო-გიგანტი "მერკი"  კონკურენტ კომპანიას "ჯონსონ და ჯონსონს" კორონავირუსის ვაქცინის წარმოებაში დაეხამრება რათა ვაქცინის წარმოება დაჩქარდეს. ეს შეთანხმება უზრუნველყოფს, რომ უახლოეს თვეებში, აშშ-ს ჯანდაცვას მილონობით...

ჯანმრთელობა

“მერკი” კონკურენტ კომპანიას, Johnson & Johnson-ს ვაქცინის დამზადებაში დაეხმარება

ამერიკული ფარმაკო-გიგანტი "მერკი"  კონკურენტ კომპანიას "ჯონსონ და ჯონსონს" კორონავირუსის ვაქცინის წარმოებაში დაეხამრება რათა ვაქცინის წარმოება დაჩქარდეს. ეს შეთანხმება უზრუნველყოფს, რომ უახლოეს თვეებში, აშშ-ს ჯანდაცვას მილონობით...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო