“გვაქვს არაჩვეულებრივი შანსი რომ სრულად განვაახლოთ ჩვენი შეიარაღება“–ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს სტატუსს უძღვნის და საუბრობს იმაზე, რა შანსები აქვს ამჟამად საქართველოს, რომ საკუთარი შეიარაღებული ძალები გააძლიეროს, თუმცა მისი აზრით, ამ შანსის გამოყენებას საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება არ აპირებს:

“უკრაინის ომი როგორც მრავალმხრივი შესაძლებლობა ჩვენთვის.

პოლიტიკური შესაძლებლობები უამრავი აქვს ამ ომს ჩვენთვის და ეს ყველაზე უინტელექტო ქოცმაც კი იცის. მე ერთ და სხვა შესაძლებლობაზე მინდა გითხრათ.

2005 წლამდე საქართველოს შეიარაღებულ ძალებს აბსოლუტურად არაფერი (შეიარაღება) არ გააჩნდათ. შეიძლება ითქვას რომ შეიარაღებული ძალები თითქმის არც არსებობდა.

არნახული წვალების, “კომბინაციების” და ძალისხმევის ფასად გვიწევდა იმ იარაღის ყიდვა, რასაც ვყიდულობდით, რადგან რუსეთი ყველაფერს გვიბლოკავდა და მათთან გართულებებს, ჩვენს გამო, ყველა ქვეყანა ერიდებოდა. ეგეთ დროს კი, აქ ბევრი ვითომ სამხედრო ჟურნალისტი თუ სხვა მავანი კამპანიას აგორებდა რომ მოძველებულ საბჭოთა “კალაშნიკოვებს” და ტანკ “ტ-72”-ებს რატომ ვყიდულობდით. გეგონება “აბრაამსები”, “მერკავები” და “ლეოპარდები” სადმე დახლზე ეწყო და უარს ვამბობდით. 2006 წელს “ჰეკლერ კოხი”-ს 200 ავტომატის ყიდვა მინდოდა სპეცრაზმისთვის და მაშინდელმა კანცლერმა მერკელმა პირადად დაბლოკა ეგ შესყიდვა, მაშინ როდესაც თავად “ჰეკლერ კოხი” ლობირებდა ჩვენს სასარგებლოდ. არ მოგესმათ, ავტომატი ვახსენე და არა ჰაუბიცა, არც ჯავშანმანქანა, არც ტანკი ან თვითმფრინავი. ავტომატზე გვეუბნებოდნენ უარს და უფრო სერიოზულს ვინ მოგვცემდა. იყო ანეგდოტური სიტუაციაც – ფრანგებმა ორი სუპერთანამედროვე კორვეტი შემოგვთავაზეს, მაგრამ დააყოლეს – სარკოზი რუსებთან არ გაირთულებს საქმეს და კორვეტებს იარაღის გარეშე მოგყიდითო. ანუ სასეირნო ნავები უნდა გვეყიდა.

2008 წლის ომმა უფრო გაართულა ჩვენთვის იარაღის შესყიდვის შესაძლებლობა. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ამ ომის დროს ტექნიკის დიდი ნაწილი განადგურდა ან რუსებმა წაიყვანეს. ტყვია-წამლის საწყობები სრულად დაიცალა და დღემდე აღარ შევსებულა, იშვიათ გამონაკლისებს თუ არ ჩავთვლით, როდესაც რამდენიმე წლის წინ ჯაველინები მოგვაწოდეს ამერიკელებმა.
უკრაინაში მიმდინარე ომის და მათდამი ამ სახის დახმარების ფონზე გვაქვს არაჩვეულებრივი შანსი რომ სრულად განვაახლოთ ჩვენი შეიარაღება, რათა უფრო მეტად ვიყოთ დაცული (“თუ გინდა მშვიდობა ემზადე ომისთვის” და არა “აბა ომი გინდა?”-სთვის). ახლა აწყვია დახლზე “აბრაამსებიც” და “ლეოპარდებიც”, თან უფასოდ, თუმცა ვინაა მაგ შესაძლებლობის გამომყენებელი.

შეიარაღებული ძალების დღეს გილოცავთ. უკაცრავად შემეშალა, შეიარაღებული ძალები ხომ დიდი ხანია აღარ გვყავს და მათ სახელი გადავარქვით რუსი რომ არ გაგვეღიზიანებინა. თავდაცვის ძალების დღეს გილოცავთ.“ -წერს ოქრუაშვილი.

მე-3 თვეა ასობით რუსი ჯარიკაცის გვამს მაცივარ-ვაგონებში ვინახავთ – უკრზალიზნიცია

უკრაინის სახელმწიფო სარკინიგზო კომპანია "უკრზალიზნიცია" აცხადებს, რომ მე-3 თვეა ასობით რუსი ჯარისკაცის ცხედარს მაცივარ-ვაგონებში...

ცეცხლის შეწყვეტა შეუძლებელია რუსული ჯარების სრულად გაყვანამდე – პოდოლიაკი

"ნუ შემოგთავაზებთ ცეცხლის შეწყვეტას - ეს შეუძლებელია რუსული ჯარების სრული გაყვანის გარეშე. უკრაინული საზოგადოება...

უკრაინამ კურსკის ოლქის დასახლება დაბომბა, არის მსხვერპლი – რუსეთი

კურსკის ოლქის გუბერნატორი რომან სტაროვოიტი ამტკიცებს, რომ გამთენიისას უკრაინამ დაბობმა რუსეთ-უკრაინის საზღვართან მდებარე დასახლება...

აზოვსტალი უკრაინელი მებრძოლების ნახევარზე მეტმა დატოვა – პუშილინი

ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მარიონეტი ლიდერი აცხადებს, რომ აზოვსტალის ქარხანა უკრაინელი მებრძოლების ნახევარზე მეტმა...

აბაშიძეს საკმაოდ ხშირად ვუკავშირდები – გრიგორი კარასინი

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ ხშირი კომუნიკაცია აქვს...

გერმანია ყოფილ კანცლერს რუსეთთან ურთიერთობის გამო ოფიციალურ პრივილეგიებს ჩამოართმევს

გერმანიის სამი მმართველი პარტია გეგმავს ყოფილ კანცლერ გერჰარდ შროდერს ჩამოართვას ოფიციალური პრივილეგიები და შტატის...

რუსეთი მეთაურებს ათავისუფლებს, ინიციატივის დაბრუნება გაუჭირდება – ბრიტანეთი

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, ბოლო კვირებში რუსეთმა გაათავისუფლა უფროსი მეთაურები, რომლებიც ცუდად ასრულებდნენ უკრაინაში...

რუსეთის სამხედრო დანაკარგები ომის დაწყებიდან 85-ე დღეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის სამხედრო დანაკარგებზე განახლებულ ინფორმაციას აქვეყნებს. უწყების ცნობით, ომის დაწყებიდან 85...

უსახლკარო მილიარდერი– აბრამოვიჩს სახლი პორტუგალიაშიც დაუპატიმრეს

პორტუგალიის ხელისუფლებამ რუსი მილიარდერის, რომან აბრამოვიჩის სახლი დააპატიმრა, რომლის ღირებულება 10 მილიონი ევროა. ამის შესახებ გაზეთი Público წერს. სახლი ალგრავის რეგიონში, ქალაქ კინტა–დუ–ლაგუში, პორტუგალიის სამხრეთით...

ერთ–ერთი მთავარი მიზეზი,რის გამოც ადამიანები წონაში ვერ იკლებენ – ახალი კვლევა

ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ცუდი ძილი შეიძლება წონის დაკლებას და მის შენარჩუნებას უშლიდეს ხელს. კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ადამიანები, რომლებიც დიეტაზე არიან უფრო...

“ბარემ ზელენსკის “ოსკარი“ მიეცით და მუხლი მოიყარეთ უკრაინის წინაშე“–თინა კანდელაკი ევროვიზიაზე უკრაინის გამარჯვებით აღშფოთებულია

ერთ–ერთი რუსი პროპაგანდისტი, რუსული გაზპრომ მედიას დირექტორის მოადგილე, თინა კანდელაკი უკმაყოფილოა იმის გამო, რომ უკრაინულმა ჯგუფმა Kalush Orchestra–მ ევროვიზია 2022–ის ფინალში გამარჯვება მოიპოვა. ამის...