“გვესმის მინიშნება” – რა უთხრეს კობახიძეს პარტნიორებმა აშშ-ში

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში პარტნიორებისგან მიიღო მინიშნებები, რომ ქართული ოცნებისგან, როგორც მმართველი პარტიისგან, არსებობს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის მოლოდინი.

„დიდ დროს ვუთმობთ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე საუბარს, როგორ წარიმართება დიალოგის პროცესი, როგორ ვხედავთ ჩვენ ამ პროცესის განვითარებას და ვისმენთ საინტერესო მოსაზრებებს და რჩევებს პარტნიორებისგან. ჩვენ გვესმის მინიშნება, რომ ქართული ოცნება არის მმართველი პარტია და სჭირდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ საკითხები გადაიჭრას. ჩვენ ვაფიქსირებთ მზადყოფნას, რომ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები კომპრომისის მიმართულებით, რაც არაერთხელ დავადასტურეთ.

ყველა დეტალზე ინფორმაციას ვაწვდით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათგან რჩევების მოსმენა, ეს რჩევები არის ძალიან საინტერესო და ბუნებრივია, დაგვეხმარება საბოლოო ჯამში იმაში, რომ ჩვენ სათანადოდ გადავჭრათ ის საკითხები, რომლებიც უკავშირდება პოლიტიკურ პროცესების სათანადოდ განვითარებას საქართველოში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ოცნების თავმჯდომარე აშშ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

მელია: ოცნებაში დაიჯერეთ, რომ სულ იქნებით ხელისუფლებაში?! მოემზადეთ ოპოზიციისთვის

"ქართულ ოცნებაში მართლა დაიჯერეთ, რომ სულ იქნებით ხელისუფლებაში?! რად გინდათ ჩაბღაუჭება იმაზე, რასაც ხავსიც აღარ აქვს მოჭიდებული, დასრულებულია...

ოხანაშვილი: თუ კანდიდატი მელია იქნება, “ოცნების” კანდიდატს მოგება გაუმარტივდება

უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ თუ მერობის კანდიდატი ნიკა მელია ექნება, ქართული ოცნების...

უგულავა ვაშაძეზე: ქიმიოთერაპიული გზა აირჩია, რომ ნაცსხეულიდან თავი ამოიკვეთოს

გიგი უგულავა აცხადებს, რომ სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერს, გიორგი ვაშაძეს ლეგიტიმური უფლება აქვს, ნაციონალურ მოძრაობაზე...

გამყრელიძე ვაქცინაციაზე: მოთხოვნილება სჭარბობს მიწოდებას, უნდა დავაბალანსოთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ვაქცინაზე მოთხოვნა უფრო მეტია, ვიდრე...

გაბუნია: დღეში ჩატარებული აცრების რაოდენობა მიუახლოვდა 5 ათასს, მიზანია 6000

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეში აცრების რაოდენობამ 5 ათასს მიაღწია, მიზანი კი...

კომენდანტის საათი ისევ ძალაში რჩება – საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კომენდანტის საათი კვლავ ძალაში რჩება. "ამ ეტაპზე, ძალაში რჩება, ღამის საათებში 21:00...

13 მაისიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგება

13 მაისიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნება. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ დღეს მიიღო. უქმე დღეებში...

მოითხოვენ, დავტოვოთ თანამდებობა – გორის მერის 2 მოადგილე გახარიას გუნდს შეუერთდა

გორის მუნიციპალიტეტის მერის ორმა მოადგილემ - ერასტი ელიჯარაშვილმა და პაატა ივანიშვილმა თანამდებობები დატოვეს და...

იშვიათი მოვლენა: ქალმა 9 ბავშვი გააჩინა, რომელთაგან ყველა გადარჩა

მალიში მცხოვრებმა 25 წლის ქალმა 9 ბავშვი გააჩინა. არადა ფეხმძიმობისას ექოსკოპიაზე ექიმებმა მხოლოდ 7 ბავშვი შეამჩნიეს. ჰალიმა სისეს მშობიარობა მაროკოში, სპეციალურ კლინიკაში შედგა, სადაც ის...

მეცნიერების გათვლებით კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რეალური მაჩვენებელი ოფიციალურს ორჯერ აღემატება

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, რომელიც საკუთარ გათვლებში სხვადასხვა ქვეყნების ოფიციალურ მონაცემებს იყენებს, კორონავირუსის პანდემიის დროს 156 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, 3.2 მილიონი კი გარდაიცვალა. თუმცა, ვაშინგტონის...

გოგო ალბინიზმით ჩინური თავშესაფრიდან Vogue-ს მოდელი გახდა. ნახეთ მისი ისტორია

სიუელი ბავშვობისას მშობლებმა ბავშვთა სახლის კართან დატოვეს. ჩინეთში ზოგიერთი ალბინიზმს წყევლად თვლის. ამ იშვიათ  გენეტიკურ მოვლენას იმ პიგმენტის სრული ან ნაწილობრივი არქონა ახასიათებს, რომელიც კანს...