გვინდა წარსულში დაბრუნება? გვინდა ისევ მარტონი აღმოვჩნდეთ რუსეთის წინაშე? – ღოღობერიძე

თითქოს უკვე ყველაფერი ითქვა… და მაინც მინდა დავამატო კიდევ რაღაც, ძალიან პირადი. და მახსენდება…1937 წელი. საყოველთაო შიშის ატმოსფერო.8 წლის ვარ. მოვდივარ ქუჩაში. მხვდება ჩვენი სახლის ხშირი სტუმარი, რომელიც ძალინ მიყვარს. გახარებული ვეძახი, ის კი – დამინახავს და გარბის. მე ვერ ვხვდები, რა ხდება და მივდევ…

1989 წლის 9 აპრილის ღამე.

ხალხით გადავსებული რუსთაველი. განსაცდელის მოლოდინი. მღერიან უსინათლოები. წამოვიდა წვიმა. საიდანღაც გაჩნდა ცელოფნის გადასაფარებლები.. ადამიანებმა სანთლები აანთეს. სანთლების მოციმციმე შუქით განათებული ცელოფნები რაღაც არაამქვეყნიურის განწყობას ქმნიდა. ისმოდა უსინათლოთა სიმღერა.მხატვრის სახლის ფანჯრიდან დავინახეთ, როგორ შემოვიდა თავისუფლების მოედანზე ტანკების კოლონა.მერე იყო ქაოსი. ტანკები ხალხში შემოიჭრენ. ატყდა ალიაქოთი. ჩვენთან ახლოს ვიღაც დაეცა. მე და ნუცა გავრბოდით, და ფეხდაფახ მოგვდევდა ნაჯახშემართული, ჩაფხუტიანი ჯარისკაცი.როგორღაც ქაშვეთის ეზოში ჩავხტით…იმ მართლაც საზარელი ღამიდან ეს ხატი გამომყვა სამუდამოდ, – ნაჯახშემართულიჯარისკაცი, რომელიც მოგდევს – საბჭოთა იმპერიის სიმბოლო. მაგრამ დამრჩა ამის საპირისპირო, ძალიან ამაღლებული ხატიც: ერის არნახული ერთიანობის განცდა. მაშინ მართლაც ყველა ერთად ვიყავით – ეროვნული მოძრაობა, ხალხი, ინტელიგენცია, ემიგრანტები, ქართული მილიცია… და ხელისუფლების ერთი ნაწილი.

და კიდევ ერთი მოგონება: ერთი წვიმიანი, ქარიანი დღე. სტრასბურგი. 1999 წლის 27 აპრილი. ჩვენ, საქართველოს წარმომადგენლები – საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, საპარლამენტო დელეგაცია, ევროპელთა დიდ ოჯახთან ერთად, ვდგავართ ევროსაბჭოს შენობის ფასადის წინ და სუნთქვაშეკრულნი ვადევნევნებთ თვალს, როგორ მიიწევს ცისკენ საქართველოს დროშა. მთელი ჩვენი სისხლიანი ისტორიის მანძილზე ყოველთვის ვიყავით მარტო, პატარა, ეული და უნათესაო ერი, გარშემორტყმული დიდი იმპერიებით, რომლებიც გვიპყრობდნენ, გვაჩანაგებდნენ… მაგრამ ჩვენ გადავრჩით და მოვედით დღევანდელ დღემდე იმიტომ, რომ არ ვყრიდით ფარ-ხმალს, ვიბრძოდით და ზურგს გვიმაგრებდა თავისუფლებისკენ შეურყეველი სწრაფვა, ეროვნული ღირსების განცდა და ათასწლოვანი მდიდარი კულტურა. დროშა გაჩერდა, დაიმკიდრა თავისი ადგილი საფრანგეთის და გერმანიის დროშებს შორის. და ჩვენ გვწამდა: ეს იყო ჩვენი ქვეყნისთვის მართლაც უდიდესი დღე, ისტორიულად დეტერმინირებული მარტოობის დაძლევის დღე. თანასწორობის საფუძველზე მსოფლიოს ყველაზე უფრო განვითარებული, ცივილიზებული, კულტურული ოჯახის წევრად გახდომის დღე. ჩვენ ვიცოდით, რომ ეს აქტი ევროპის კარის მხოლოდ შეღებას ნიშნავდა, მაგრამ მომავალში წინ ევრო კავშირის კონტურები გველანდებოდა! და ევროპაში საბოლოო გაერთიანების პროცესი შეუქცევადად გვესახებოდა…

და რა ხდება დღეს? როცა ისმენ ყველა ჩვენი სტრატეგიული მეგობრის – ევროკავშირის, გაეროს, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის, ცნობილი პოლიტიკური მოღვაწეების, სხვადასხვა ევროპული ქვეყნების ელჩების ერთსულოვან განცხადებებს იმის შესახებ, რომ კანონი შეაფერხებს, თუ ბოლოს მოუღებს ჩვენს ევროპულ მისწრაფებებს, ისევ გეუფლება თითქოს სამუდამოდ დაძლეული განცდა: ნუთუ შენი ქვეყანა ისევ უნდა იყოს მარტო სამყაროსა და ისტორიის წინაშე?ნუთუ მარტოობა ჩვენი ბედისწერაა?!

როცა ხედავ ყოველგვარი წინსვლის ძირგამომთხრელ დაპირისპირებას ქვეყნის შიგნით – პარლამენტში თუ ქუჩაში, ხვდები, რომ იმ საბედისწერო დროს მიღწეულ ერთიანობაზე ოცნებაც კი მიუღწეველი ხდება, რომ საბოლოოდ ვყალიბდებით ერთმანეთის მიმართ სიძულვილით სავსე საზოგადოებად.

და დღეს მე ვსვამ კითხვას: გვინდა იმ წარსულში დაბრუნება?გვინდა ისევ მარტონი და დაუცველები აღმოვჩნდეთ მოძალადე, დრომოჭმული იმპერიული ამბიციებით შეპყრობილი რუსეთის წინაშე?

თუ იქნებ ვცადოთ ასეთი წარმოუდგენელი რამ: დავდგეთ ყველა ერთად – ხალხი, სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკური პარტიები, ხელისუფლება (!), პიროვნებები და ევროპისკენ სვლა მართლაც შეუქცევადი გავხადოთ?

წერს კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე Facebook-ზე რუსულ კანონთან დაკავშირებით.

დააკავეს 60 წლის კაცი, რომელსაც ახალგაზრდა ქალები გაუპატიურებაში ადანაშაულებენ

პოლიციამ ახალგაზრდა ქალების გაუპატიურების, ძალადობისა და მუქარის ბრალდებით 60 წლის კაცი დააკავა. სავარაუდო დამნაშავის...

როსავიაციამ რუსულ ავიაკომპანიებს თხოვა,ზოგიერთი რუსული თვითმფრინავით საზღვარგარეთ არ იფრინონ

როსავიაციამ გააფრთხილა რუსული ავიაკომპანები  ზოგიერთი რუსული თვითმფრინავის საზღვარგარეთ გაფრენის რისკების შესახებ РБК–ს წყაროს ცნობით  საქმე...

უკრაინა და შეერთებული შტატები განიხილავენ იარაღის ერთობლივ წარმოებას-ერმაკი

უკრაინა და შეერთებული შტატები ამუშავებენ გეგმას იარაღის, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემების ერთობლივი წარმოების...

სანდო წყარომ მომაწოდა ინფორმაცია, თუ როგორ იგეგმებოდა ფარცხალაძის გამოყენება მომავალ არჩევნებზე-სამადაშვილი

“ლელო საქართველოსთვის“ წევრი, სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ 2024 წლის არჩევნებზე იგეგმებოდა ოთარ ფარცხალაძის გამოყენება....

3 ოქტომბრიდან ნორვეგია რუსულნომრიან მანქანებს ქვეყანაში არ შეუშვებს

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომის საპასუხოდ ნორვეგია აძლიერებს რუსეთის წინააღმდეგ შემზღუდავ ზომებს და...

რუსეთმა შავ ზღვაში რაკეტმზიდი ხომალდების რაოდენობა გაზარდა – უკრაინის სარდლობა

"რუსეთმა შავ ზღვაში რაკეტმზიდი ხომალდების რაოდენობა გაზარდა" - შესაბამის ინფორმაციას, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის...

უკრაინას არ შეუცვლია თავისი ტერიტორიის საზღვრები! – უკრაინა ორბანს პასუხობს

"უკრაინას არ შეუცვლია თავისი ტერიტორიის საზღვრები! " - ასე პასუხობს, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო...

სუს-მა პრევენციისთვის გააკეთა განცხადება – ირაკლი ზარქუა

"რადიკალები ემზადებიან რევოლუციური სცენარისთვის. მათ ჰქონდათ არაერთი მცდელობა, უბრალოდ არ გამოვიდა, ხალხი არ აყვა....

მეცნიერები: დედამიწა 250 მილიონი წლის შემდეგ საცხოვრებლად უვარგისი გახდება

როგორც ჩანს, კაცობრიობას კიდევ ერთი მიზეზი გამოუჩნდა, რომ სწრაფად მოძებნოს პლანეტა დაკვირვებად სამყაროში, რომელიც შესაფერისია განსახლებისთვის და იქამდე მისაღწევად რაიმე გზა შეიმუშაოს, რადგან დრო...

სალმონელოზის შემთხვევების გამო დაგროვილ კითხვებს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი პასუხობს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს სალმონელოზის შესახებ, რომელიც ნიკორა ტრეიდის პროდუქციაში აღმოჩნდა და 8 ადამიანის ინტოქსიკაცია გამოიწვია. “ნიკორასთან დაკავშირებული სალმონელოზის შემთხვევების გამო ბევრი შეკითხვაა...

სოფი ლორენს სასწრაფო ოპერაცია დაჭირდა

იტალიელმა მსახიობმა სოფია ლორენმა შვეიცარიაში, საკუთარ სახლში, აბაზანაში დაცემის შემდეგ გადაუდებელი ოპერაცია გაიკეთა. 89 წლის მსახიობს ბარძაყის ძვლის რამდენიმე სერიოზული მოტეხილობა აქვს– განუცხადა მისმა იმპრესარიომ...