გიორგი ვაშაძე 12 მილიონი ლარის ბიტკოინს ფლობს

პოლიტიკური პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ კრიტპოვალუტაში ინვესტიცია წარმატებით განახორციელა – ამის შესახებ პოლიტიკოსის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა.

2021 წლის 11 თებერვალს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ვაშაძე 57 ბიტკოინს და 315 ეთერიუმს ფლობდა, რომელთა საერთო ღირებულება დეკლარაციის შევსების დროისთვის $3 მილიონი დოლარი ანუ 10.17 მილიონი ლარი (11 თებერვლის კურსით) იყო. იმ შემთხვევაში, თუკი ვაშაძე ამჟამადაც ფლობს აღნიშნულ კრიპოვალუტებს, მაშინ მის საკუთრებაში არსებული კრიპტოვალუტების ღირებულება $4.26 მილიონ დოლარს, ანუ 14.6 მილიონ ლარს შეადგენს – ამის მიზეზი კი კრიპტოვალუტების გაზრდილი ფასია.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გიორგი ვაშაძემ ბიტკოინში $18,000 დოლარის ინვესტიცია 2013 წელს განახორციელა და 57 ბიტკოინი შეიძინა. კრიპტოვალუტა ეთერიუმის შეძენის თარიღად გიორგი ვაშაძეს 2016 წელი აქვს მითითებული, დოკუმენტის თანახმად, მან $5,000 დოლარით 315 ეთერიუმი შეიძინა.

უფრო დეტალურად, კრიპტოვალუტების მიხედვით გიორგი ვაშაძის ქონება ასე ნაწილდება:

ბიტკოინი – დეკლარაციის შევსების დროს გიორგი ვაშაძე 57 ბიტკოინს ფლობდა, ერთი ბიტკოინი $44,500 ღირდა, შესაბამისად მისი ჯამური ღირებულება $2,536,500 დოლარს, ანუ 8,395,815 ლარს შეადგენდა. იქიდან გამომდინარე, რომ ამჟამად ერთი ბიტკოინის ღირებულება $61,399 დოლარია, თუკი ვაშაძე კვლავ ფლობს 57 ბიტკოინს, მაშინ ამ კრიპტოვალუტის ჯამური ფასი $3,499,743 დოლარი, ანუ 12,004,118 ლარია.

ეთერიუმი – დეკლარაციის შევსების დროს გიორგი ვაშაძე 315 ეთერიუმს ფლობდა, ერთი ეთერიუმი $1,710 ღირდა, შესაბამისად, მისი ჯამური ღირებულება $538,650 დოლარს, ანუ 1,782,931 ლარს შეადგენდა. იქიდან გამომდინარე, რომ ამჟამად ერთი ეთერიუმის ღირებულება $2,409 დოლარია, თუკი გიორგი ვაშაძე კვლავ ფლობს 315 ეთერიუმს, მაშინ ამ კრიპტოვალუტის ჯამური ფასი $758,835 დოლარი, ანუ 2,602,804 ლარია.

თავად გიორგი ვაშაძეს ბლოკჩეინის შესახებ წარსულში არაერთი საჯარო განცხადება აქვს გაკეთებული. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ის პირველი “კრიტპოქალაქის” შექმნის ინიციატივითაც გამოვიდა:

“პირველი ბლოკჩეინ ქალაქი არის პროექტი, რომელიც ნიშნავს ერთი მხრივ ქალაქის გაშენებას, მაგრამ მისი აქციები იქნება კრიპტობირჟაზე გამოტანილი, თბილისის თითოეული მცხოვრებელი მიიღებს თითო აქციას, რომლის ფასის ზრდასთან ერთად, მეტ შემოსავალს მიიღებენ ამ აქციის მფლობელები. მთავარი ღირებულება ამ პროექტის არის ის, რომ ამით ჩვენ შევძლებთ, სწრაფად ძალიან დიდი ინვესტიციების მოზიდვას. კრიპტობირჟა არის დღეს ყველაზე მეტი ინვესტიციის მოზიდვის საშუალება”, – 2017 წელს განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

2017 წელს გამართულ კონფერენციაზე გიორგი ვაშაძემ საქართველოს მთავრობას საჯარო სერვისებში ბლოკჩეინის ინოვაციური სისტემის ფართოდ დანერგვისკენ მოუწოდა. 2018 წელს კი ვაშაძემ ჩიკაგოში გამართულ ბლოკჩეინ კონგრესშიც მიიღო მონაწილეობა.

წყარო : BM.GE

საქართველოში რუსეთის მავნე ქმედებებს, დეზინფორმაციას ქვეყანაზე გავლენა აქვს – დანიგენი

საქართველოში უცხოელი აგენტების კანონის გარშემო პროტესტებს ვაკვირდებოდი და ვფიქრობ, ისინი ასახავდა ქართველი ხალხის სურვილს...

საქართველოში აშშ-ის ელჩად დამტკიცების შემთხვევაში ვიმუშავებ 4 პრიორიტეტზე – დანიგენი

ელჩად დამტკიცების შემთხვევაში ჩემი ყურადღება მიმართული იქნება 4 პრიორიტეტისკენ. პირველი, ჩემი უმთავრესი ვალდებულება იქნება აშშ-ის...

სოფელ მეჯვრისხევში, ფაბრიკის დასახლებასთან ცხედარი იპოვეს

შიდა ქართლში, სოფელ მეჯვრისხევში  ფაბრიკის დასახლებასთან კაცის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ცხედარი დასახიჩრებულია. ჟურნალისტებს პოლიცია...

მტკიცებულებების გასაჯაროვების გარეშეა დაკავებული, ჩათვალეს, რომ მისი დემონიზება ადვილი იქნებოდა – ბოკერია დაკავებულ აქტივისტზე

ამ ახალგაზრდის დაკავება ავტომატურად მინიმუმ შერჩევითი სამართალია იმ რეჟიმისგან, რომელიც პუტინისტური ძალადობის ორგანიზატორებს არ...

“საჩუქარი პუტინს” – ჩეხეთი უკრაინას მობილურ საჰაერო თავდაცვის სისტემებს უგზავნის

ჩეხეთი უკრაინას 15 MR-2 Viktor -ის მობილურ საჰაერო თავდაცვის სისტემებს უგზავნის. საჰაერო სისტემები,  სამოქალაქო...

სემეკმა GWP 75 000 ლარით დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სახელმწიფო ბიუჯეტის...

სააკაშვილს აქვს შესაძლებლობა საკვები მიიღოს, მაგრამ ამას მიზანმიმართულად არ აკეთებს – ოხანაშვილი

„ამ საკითხზე პოლიტიკური განცხადებები არ არის საჭირო და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს უნდა მოვუსმინოთ, ვისაც...

იმერეთში 46-მა თანამდებობის პირმა დეკლარაცია არაზუსტად შეავსო – TI

იმერეთში 46-მა თანამდებობის პირმა დეკლარაცია არაზუსტად შეავსო - ამის შესახებ ინფორმაციას, საერთაშორისო გამჭვირვალობა -...

მზეზე აღმოჩენილი ახალი გიგანტური ხვრელი: 31 მარტს და 1 აპრილს დედამიწაზე მაგნიტურ ქარიშხალს ელიან

მზის ზედაპირზე ახალი კორონალური ხვრელი აღმოაჩინეს, რომელიც 20-ჯერ აღემატება დედამიწის ზომას, იტყობინება Daily Mail NASA-ზე დაყრდნობით. გამოცემის ცნობით, ამის გამო უახლოეს დღეებში დედამიწის მაცხოვრებლები...

შოტლანდიელი მეცნიერები: დღეში 2 ლიტრი წყლის დალევის რეკომენდაცია შეცდომა იყო

შოტლანდიის აბერდინის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რეკომენდაცია დღეში ორი ლიტრი წყლის მიღების შესახებ შეიძლება გადაჭარბებული იყოს. შოტლანდიელი მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ადამიანი  სითხის დღიური ნორმის დაახლოებით...

„მე ისევ რუსი ვარ“: დეპარდიე ამბობს, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ არ შეცვლილა

მსახიობმა ჟერარ დეპარდიემ განაცხადა, რომ მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ უკრაინაში შეჭრის შემდეგაც არ შეცვლილა. მისი თქმით, ის „ჯერ კიდევ რუსია“. ამის შესახებ ფრანგმა კულტურის...