გისურვებთ მადლისთვის-მადლს, ბოროტებისთვის-ბოროტებას – მელაშვილის წერილი ივანიშვილს

საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილი ქმედების ბრალდებით დაკავებული კარტოგრაფი ივერი მელაშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ღია წერილს უგზავნის. წერილს ტვ პირველი ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

“უპირველეს ყოვლისა, თქვენ მინდა მოგილოცოთ დამდეგი 2021 წელი, ბატონო ბიძინა, რამეთუ პირადად თქვენ გეკუთვნით გამარჯვებულის ლავრა, როგორც 2020 წლის არჩევნებში, ასევე გასული 8 წლის განმავლობაში მიღეწული ყველა წარმატებასა თუ წარუმატებლობაში, რაც საქართველოსა და მის მაცხოვრებლებზე აისახა.

მართალია, არსებობენ მოაზროვნე ადამიანები, რომლებიც იტყვიან, რომ – ტყუილებითა და ცრუ დაპირებებით მოვიდაო ქვეყნის სათავეში; უვარგისი ხალხი შემოიკრიბა გარშემოო, რომლებიც ქვეყნისთვის არაფრის მაქნისები არიან და მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობა ადარდებთო. ხოლო მათ შორის, თუ შემთხვევით ისეთებიც გამოერივნენ, რომელთაც მოიწადინეს საჭირო საქმეების კეთება, მოისროლაო ხელისუფლეიდან, კომპრომატების და სხვადასხვა ბინძური მეთოდების გამოყენებითო. ამით იმას გავუსვათ ხაზი, რომ თავის ხელქვეითებს სასიკეთო ინიციატივები კი არ მოეთხოვებათ, არამედ მხოლოდ თქვენი ბრძანებების, დავალებების და სურვილების უსიტყვოდ შესრულება. თანაც, მზად უნდა იყვნენ, დღე-ღამის ნეისმიერ დროს, ხოტბა შეგასხან თქვენ, ხოლო საზოგადოებასა და დაინტერესებულ პირებს თვალებში ნაცარი შეაყარონ. სამაგიეროდ, მათთვის დასაშვებია პირადი ინტერესების დაკმაყოფილება, კორუფციული გარიგებები, ქონების დაგროვება (ოღონდ თქვენს „მადას“ არ უნდა მიუახლოვდნენ), ნათესავებისა და მეგობრების დასაქმება (ოღონდ მათაც არ უნდა გამოიჩინონ სასიკეთო ინიციატივები).

 თვითონ კი, ვითომდა, გვერდზე გადგა, სინამდვილეში სრულიად დაიქვემდებარა საქართველოს მთავრობა, პარლამენტი, პრეზიდენტის ინსტიტუტი, ადგილობრივი თვითმმართველობები და მასმედიის უმეტესი ნაწილიო (მთლიანად ვერ მოახერხაო, მაგრამ მცდელობას არ აკლებსო). მართლმსაჯულების სისტემა (პროკურატურა, სასამართლო, შსს, სუს-ი) ხომ დიდი ხანია თავისი ნებისა და ხუშტურების მოწინააღმდეგეთა მიმართ სადამსჯელო ინსტანციებად აქციაო, რომლებიც ყოველგვარი ღირსების და პროფესიული ღირებულებების უგულებელყოფით, მზად არიან ნებისმიერი ბინძური დავალების შესასრულებლადო; – პუტინის კაციაო.

მის მიერ დაქვემდებარებული მთელი სახელისუფლებო პირამიდა არ აკლებს მცდელობას, რომ ქვეყანამ უარი თქვას ევროკავშირთან წევრობასა და ნატოსთან ინტეგრაციაზე და გეზი აიღოს რუსეთსა და მის შვილობილ ევროაზიური კავშირისაკენო. ამისთვის სჭირდებათო საქართველოს ეკონომიკის დაქცევა, ხალხის გაღარიბება და დაძაბუნება, განათლების სისტემის მოშლა, რადგან ღარიბი და უსწავლელი, ამასთან, ნიჰილიზმით შეპყრობილი მასა უფრო იოლი სამართავიაო;- ნებისმიერი ყალბი, უღირსი, ბინძური მეთოდების გამოყენებით ებრძვის ოპოზირიურ პარტიებს და ოპოზიციურ მასმედიასო.

ყველა მტრად გაიხადა, ვინც კი მის მიდგომებს ეწინააღმდეგება და არც დაპატიმრებებს ერიდება, ყალბი ბრალდებებითო; – ხელისუფლება გაუტკბა და მისი გახანგრძლივების მიზნით არჩევნების გაყალბებასაც არ ერიდებაო. ყველანაირ ფოკუსს, ტყუილს და უკადრებელს იკადრებს ამ მიზნითო.

აბა რა გითხრათ, ჩემს წილად საკუთარ მაგალითზე გამოვცადე თქვენი მთავრობისა და მართლმსაჯულების უსამართლობა- ამიტომაც ვზივარ ციხეში. მაგრამ, უფრო მთავარი სხვა რამეა. ჩემს წინააღმდეგ აღძრული საქმე ემსახურება ორ მიზანს: წინასაარჩევნო ტრიუკის ჩატარებას, პოლიტიკური ოპონენტების გასაშავებლად, ბინძური და უღირსი მეთოდით და საქართველოს პარტნიორ ქვეყანასთან ურთიერთობების გაფუჭებას, ჩვენი მტრის- რუსეთის ფედერაციის საამებლად. ეს ორივე მიზანი უკიდურესად საზიანოა ჩვენი ქვეყნისთვის.

არ მგონია, რომ ჩემი მოლოცვა მნიშვნელოვანი იყოს თქვენთვის, მაგრამ მაინც მინდა გისურვოთ, რომ მალე, მოესწროთ ყოველივეს, რასაც იმსახურებთ: სიკეთისთვის-სიკეთეს, მადლისთვის-მადლს, სიყალბისთვის- სიყალბეს, ბოროტებისთვის-ბოროტებას, სიძულვილისთვის-სიძულვილსა და რისხვას და ა.შ.

თქვენც გილოცავთ ახალ წელს ივანიშვილის მთავრობის, მართლმსაჯულების სისტემის, პარლამენტის და მასმედიის პასუხისმგებელო პირებო და მისი დავალებების შემსრულებლებო! თქვენც მინდა გისურვოთ ყველაფერი იმის ასრულება, რასაც იმსახურებთ.

 ვულოცავ დამდეგ ახალ წელს საღად მოაზროვნე საზოგადოებას, ოპოზიციურ პარტიებსა და ოპოზიციურად განწყობილ მასმედიის საშუალებებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, სხვადასხვა გაერთიანებებსა და კავშირებს. გისურვებთ გაერთიანებული ძალით წარმატების მიღწევას, ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავლის შექმნის საქმეში. მიგულეთ თქვენს გვერდით, ქვეყნის სასიკეთო, საერთო საქმეში.

ვულოცავ ახალ წელს მის უდიდებულესობა ქართველ ხალხს. ხალხო, ეს ქვეყანა ჩვენია, სხვა სამშობლო ჩვენ არ გვაქვს, ჩვენ ვართ მთავარი გადამწყვეტი იმისა, თუ როგორი მომავალი უნდა გვქონდეს ჩვენც, ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს, ჩვენ უნდა ვუკარნახოთ და მოვთხოვოთ მთავრობას, თუ როგორ გარემოში გვსურს ცხოვრება- ცივილიზირებულ გარემოში, თუ დაჩაჩანაკებულ, გაღარიბებულ და უპერსპექტივო გარემოში. განვითარება, ცივილიზაცია, მატერიალური სიუხვე და უსაფრთხოება დასავლეთის მიმართულებისკენ სვლა, მათი ღირებულებების გათავისებასა და განვითარებისკენ სწრაფვაში.

კეთილი სურვილებით და მომავლის იმედით, ამ მთავრობის უკანონო პატიმარი და ბრალდებული ივერი მელაშვილი”,–ვკითხულობთ მის წერილში.

“რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ“–ნინი ქარსელაძის დედა აღიარებს, რომ მისი შვილი გათხოვდა

ნინი ქარსელაძის დედა, ხათუნა ჟორდანია ფეისბუქზე წერს, რომ მისი შვილი გათხოვდა: “რადგან ბევრმა სააგენტომ გაავრცელა,...

ჩემი ინტერვიუს დროს შემოიყვანეს სტუდიაში, მოაწყვეს – ხაზარაძე ელისაშვილთან დაპირისპირებაზე

"ჩემი ინტერვიუს დროს შემოიყვანეს დაუძახეს სტუდიაში მათ და მოაწყვეს."- ასე პასუხობს  “ლელოს” თავჯდომარე მამუკა...

თვალებში შემომხედე! ცოტა ახლოს ხო არ დაგენახო?! – ალეკო ელისაშვილის და მამუკა ხაზარაძის დაპირისპირება...

თვალებში შემომხედე! ცოტა ახლოს ხო არ დაგენახო?!  არ მითხარი, ომია ძმაო და მერე რამე...

საქართველოში არაერთი მილიონერია და შეეძლოთ ქვეყნისთვის მილიონი დოზა ეჩუქებინათ – კულუმბეგოვი ვაქცინაზე

"საქართველოში არაერთი მილიონერია და შეეძლოთ ქვეყნისთვის მილიონი დოზა ვაქცინა ეჩუქებინათ "- ამის შესახებ ალერგოლოგმა...

ყირიმის ანექსიის მხარდაჭერის გამო, კირკოროვს ლიეტუვაში შესვლა 5 წლით აეკრძალა

ყირიმის ანექსიის მხარდაჭერის გამო, ლიეტვუამ მომღერალი, ფილიპ კირკოროვი არასასურველი პირების სიაში შეიყვანა და ქვეყანაში...

ვნანობ რომ ასე ღრმად შევტოპეთ ამ ტალახის სროლაში – ალეკო ელისაშვილი

"მეტისმეტი მოგვდის და ძალიან ღრმად შევტოპეთ ამ ტალახის სროლაში "- ეს განცხადება პარტია "მოქალაქეების"...

სად შეეთრევა და სად გამოეთრევა ვის რაში ანაღვლებს? – გიგი უგულავა იაგო ხვიჩიაზე

"სად შეეთრევა და სად გამოეთრევა, ვის რაში ანაღვლებს?" - ეს განცხადება "ევროპული საქართველოს" გენერალურმა...

სავარაუდოდ წელს ვერ მოვახერხებთ სრულ ვაქცინაციას – ვახტანგ კალოიანი

"სავარაუდოდ წელს ვერ მოვახერხებთ სრულ ვაქცინაციას " - ამის შესახებ მან, ანესთეზიოლოგმა ვახტანგ კალოიანმა ...

სხვა სიახლეები

“МВД უნდა დავითრიოთო.მთავარია,ვასიკომ სადმე კონსპირაციულ ბინაში არ მიაძინოს“–ელისო კილაძე კობახიძეზე

ქრონიკა +–ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების ახალ თავმჯდომარეს, ირალკი კობახიძეს შსს–ს ხელში ჩაგდებაზე ოცნებობდა, თუმცა ივანიშვილმა აშკარად აჩვენა, ვის ხელშია რეალური...

ჯანმრთელობა

კოვიდგადატანილთა მესამედი კვლავ საავადმყოფოებში ხვდება– ახალი კვლევა

პანდემიის პირველი ტალღისას კორონავირუსით დაინფიცირებულ  და გამოჯანმრთელებულ ბრიტანელ პაციენტთა  30% შემდგომი 5 თვის განმავლობაში კვლავ საავადმყოფოში მოხვდა. ამის შესახებ ლესტერის უნივერსიტეტის და სტატისტიკის ეროვნული...

შოუ ბიზნესი

“რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ“–ნინი ქარსელაძის დედა აღიარებს, რომ მისი შვილი გათხოვდა

ნინი ქარსელაძის დედა, ხათუნა ჟორდანია ფეისბუქზე წერს, რომ მისი შვილი გათხოვდა: “რადგან ბევრმა სააგენტომ გაავრცელა, დავწერ მეც!!!! ჩემი შვილი გათხოვდა უკვე დიდი ხანია რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ. ახლა...

ვიდეო